საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც მუდმივად ხდებოდა დამცირება... ბევრჯერ მოვკვდი და ბევრჯერ დავიბადე" - ნელი აგირბა მძიმე წლებზე, ილო ბეროშვილსა და ბათუმში გადასახლებაზე
"ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც მუდმივად ხდებოდა დამცირება... ბევრჯერ მოვკვდი და ბევრჯერ დავიბადე" - ნელი აგირბა მძიმე წლებზე, ილო ბეროშვილსა და ბათუმში გადასახლებაზე

ტე­ლე­წამ­ყვან ნე­ლი­კო აგირ­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ კი ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებთ. ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ მისი ცხოვ­რე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ნე­სუ­ე­ლურ სე­რი­ალს ჰგავ­და. 17 წლამ­დე ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მო­იქ­ცა და ახლა ისევ უკან დაბ­რუნ­და, თუმ­ცა სამი შვი­ლით...

პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში მსა­ხი­ობ ილო ბე­როშ­ვილ­თან ორი სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნე­ბი ჰყავს. უფ­რო­სი უკვე 13 წლის არის.

ნელი აგირ­ბა და ილო ბე­როშ­ვი­ლი

მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვილ­თან, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად "ჩე­ლეს" ეძახ­დნენ ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა. ცნო­ბი­ლი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის შვი­ლი, სას­ტუმ­რო­ში გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ირაკ­ლი მა­შინ ჩოგ­ბურ­თელ შვილს გას­ტროლ­ზე ახ­ლდა.

ნელი აგირ­ბა და ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი

ნე­ლი­კოს მე­სა­მე შვი­ლი ნოა, ხმის რე­ჟი­სორ ეშ­ტონ ლა­ღი­ძეს­გან შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა წყვილს თა­ვი­სი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ღიად არა­სო­დეს უსა­უბ­რია.

ნელი აგირ­ბა და ეშ­ტონ ლა­ღი­ძე

ჟურ­ნა­ლის­ტი ახლა ბა­თუმ­ში, მშობ­ლებ­თან და სამ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს და დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს. ახა­ლი შე­თე­ვა­ზე­ბა "რუს­თა­ვი 2"-სგან მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ი­ღო. არხზე, სა­დაც ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი "კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნად მუ­შა­ობ­და, ახლა სხვა წამ­ყვა­ნებ­თან ერ­თად Talk show მიჰ­ყავს.

პირ­ველ გა­და­ცე­მა­ში ტე­ლე­წამ­ყვან­მა სა­კუ­თარ ოჯახ­ზე ისა­უბ­რა, იქ სა­დაც ბავ­შვო­ბის წლე­ბი გა­ა­ტა­რა:

- მე ვიზ­რდე­ბო­დი ოჯახ­ში, სა­დაც იყო ტოქ­სი­კუ­რი გა­რე­მო, მშობ­ლებს უჭირ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. ეს არ იყო ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, მაგ­რამ სახ­ლში მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბა იყო. ჩემს თვალ­წინ მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და დამ­ცი­რე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი, რომ ვი­თა­რე­ბა გან­მე­მუხ­ტა. შე­დე­გად და­ვი­ჯე­რე, რომ ოჯა­ხი არის ეს. ჩემს ოჯახს მივ­მარ­თავ და ვე­ტყვი, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ, მაგ­რამ ამა­ზე სა­უ­ბა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შემ­დეგ თა­ო­ბას აღარ გა­დავ­ცეთ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა.

7-8 წლის ვი­ყა­ვი, რომ კლა­სელ­თან მი­ვე­დი სტუმ­რად, სა­დაც დამ­ხვდა იდი­ლი­უ­რი გა­რე­მო. მამა დე­დას ეხუ­ტე­ბო­და, ეფე­რე­ბოდ­ნენ შვი­ლებს. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მშობ­ლებს ვკი­თხე, რომ იმათ თუ შე­უძ­ლი­ათ ჩვენ რა­ტომ არა-თქო, მი­თხრეს, რომ ყვე­ლა ოჯახ­ში ასეა და ისი­ნი უბ­რა­ლოდ სხვე­ბის თან­დას­წრე­ბით თა­მა­შო­ბენ იდი­ლი­ას... რო­გორც კი შენ გა­დი­ხარ, იგი­ვე ხდე­ბა რაც ჩვენ­თა­ნო. ამის შემ­დეგ მჯე­რო­და რომ ოჯა­ხი არა­სო­დეს უნდა შე­მექ­მნა, რად­გან ეს იყო ბო­რო­ტე­ბა. მე­გობ­რე­ბო, ასე არ არის, უამ­რა­ვი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის მა­გა­ლი­თია...." - ამ­ბობს ნელი.

ჟურ­ნა­ლის­ტი "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ბა­თუმ­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს ტრა­გი­კუ­ლად იხ­სე­ნებს:

"ბევ­რჯერ მოვ­კვდი და ბევ­რჯერ და­ვი­ბა­დე, 17 წლის ასაკ­ში ლექ­სებს ვწერ­დი და ერთ-ერთ ლექსში ასე­თი ფრა­ზა მქონ­და, „მინ­და ბევ­რჯერ მოვ­კვდე, ერთხელ თუ მო­ვე­დი...“ ჩემი ცხოვ­რე­ბით აშ­კა­რად ამას ვა­კე­თებ. ახლა იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვგრძნობ თავს, რომ სა­კუ­თარ სა­ხელ­თან და გვარ­თა­ნაც კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, თით­ქოს ვი­ღაც სხვა იყო, ის ნელი აგირ­ბა და ახლა სხვა არის, რომ­ლის გაც­ნო­ბის ეტაპ­ზე ვარ...

ბევ­რი ტკი­ვი­ლი მქონ­და, ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემი მე­გობ­რის თვით­მკვლე­ლო­ბის გა­და­ტა­ნა. მშობ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ტკი­ვი­ლის ატა­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ჩემ­თვის ბა­თუ­მი აღარ ასო­ცირ­დე­ბა ამ ტკი­ვი­ლებ­თან, დღეს ეს ქა­ლა­ქი არის ჩემ­თვის თა­ვი­დან აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მო­თხე და ახლა ძა­ლი­ან მი­ჭირს მისი დათ­მო­ბა...“

აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან მას­ზე მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში ნე­ლი­კო აგირ­ბა ამ­ბობს:

"ნე­ლის ცხოვ­რე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ნე­სუ­ე­ლურ სე­რი­ალს ჰგავ­და და ახლა სხვა ჟანრ­ში გა­და­ვი­და და ვუ­ყუ­რებ რა ჟანრ­შია. მას შემ­დეგ, რაც 2017 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ჩელე, ჩემი ქმა­რი გარ­და­იც­ვა­ლა, მანდ გა­და­ვა­ფა­სე ჩემი და სამ­სა­ხუ­რის ურ­თი­ერ­თო­ბა. პირ­ველ ად­გი­ლას ბავ­შვე­ბი დარ­ჩა და შემ­დეგ და­ნარ­ჩე­ნი...“

ნე­ლი­კოს მე­სა­მე შვი­ლი ნოა და ილო ბე­როშ­ვი­ლი­სა და ანი ბე­ბი­ას სა­ერ­თო შვი­ლი ჯერი, თით­ქმის ერთ დროს და­ი­ბად­ნენ. ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ამ­ბობს, რომ მისი გო­გო­ნე­ბი ერ­თდრო­უ­ლად ორი დედ­მა­მიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას და­დე­ბი­თად შეხ­ვდნენ.

ნე­ლი­კო: ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ და ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. ჯერი რომ უნდა და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, სას­წრა­ფოდ გა­ვარ­დნენ თბი­ლის­ში - ეს მოვ­ლე­ნა არ უნდა გა­მოვ­ტო­ვო­თო. გო­გო­ებს ჰყავთ უფ­რო­სი ძმა ცოტ­ნე (ნე­ლის გარ­დაც­ვლი­ლი ქმრის, ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლის შვი­ლი.), რო­მელ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გიჟ­დე­ბი­ან. სა­ნამ ბა­თუმ­ში გად­მო­ვი­დო­დით, ერ­თად ვცხოვ­რობ­დით და ერთი სული აქვთ კი­დევ რო­დის იცხოვ­რე­ბენ ერ­თად. ილოს­თან ახლა მი­ნი­მა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს, ვცდი­ლობთ, რომ ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი.

ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ხში­რად სა­უბ­რობ­და. დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერს, რომ დღეს ირაკ­ლის და­ბა­დე­ბის დღეა და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძეს ულო­ცავს.

„დღეს ჩე­ლეს და­ბა­დე­ბის დღეა. ეს წლე­ბი არა­ფე­რი გა­მი­ზი­ა­რე­ბია. ახლა ვდებ მე ვარ ის! ის არის მე! და ყვე­ლა ერთი ვართ ენერ­გია არ იკარ­გე­ბა, მხო­ლოდ გარ­და­იქ­მნე­ბა! ძა­ლი­ან რთუ­ლია სიკ­ვდი­ლის მი­ღე­ბა,მაგ­რამ შე­დე­გად გვა­თა­ვი­სუფ­ლებს! სუ­უ­ულ სხვა­ნა­ი­რა­დაა ყვე­ლა­ფე­რი. ლა­ღად ! სი­ცო­ცხლეს ვე­რას­დროს ვე­რა­ფე­რი და­ე­მუქ­რე­ბა! ის უსას­რუ­ლო მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია! ჩვენ ვართ ეს სიყ­ვა­რუ­ლი! ერთი უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლი მიყ­ვარ­ხართ ! რო­გო­რი მა­გა­რია ყვე­ლა ჩვე­ნი გა­მოვ­ლი­ნე­ბა... მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე, გი­ლო­ცავ... მიყ­ვარ­ხარ.“ - წერს ნე­ლი­კო და ირაკ­ლის­თან ერ­თად გა­და­რე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ორი კვი­რის წინ, თა­თია შა­რან­გი­ას­თან სტუმ­რო­ბი­სას, ნე­ლი­კოს ყო­ფი­ლი ქმა­რი, ილო ბე­როშ­ვი­ლი, ნე­ლი­კო­სი და ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლის ქორ­წი­ნე­ბას ასე იხ­სე­ნებ­და...

ილო ბე­როშ­ვი­ლი:

- ნე­ლიმ მე­ო­რედ რომ შექ­მნა ოჯა­ხი რთუ­ლი იყო. ჩელე ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. მე ისე ვუ­ყუ­რებ­დი ამ სა­კითხს, თუ რო­გორ გა­რე­მო­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბი. სა­კუ­თარ თავ­ზე რომ ვთქვა, ანი (ანი ბე­ბია, ილოს ახ­ლან­დე­ლი მე­უღ­ლე) იყო პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ბავ­შვე­ბი გა­ვა­ცა­ნი, რა თქმა უნდა მა­ნა­დეც მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მაგ­რამ სხვის­თვის არ გა­მიც­ნია. ნე­ლის უყ­ვარ­და ჩელე და ეს იყო მთა­ვა­რი. უსი­ა­მოვ­ნო იყო ის, რომ ადა­მი­ან­თან რომ მე­გობ­რობ... მარ­თა­ლია, ჩვენ ორი წლის გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ჩემი პო­ზი­ცია იყო რომ როცა ოჯა­ხი გყავს და ორი შვი­ლი, მტკივ­ნე­უ­ლია... შემ­დეგ როცა შენი მე­გო­ბარს მიჰ­ყვე­ბა უსი­ა­მოვ­ნოა...

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თანამედროვე
4

ასეთია ახლანდელი გაგებული ცხოვრება---- აღლიბუღლი

zzz
8

ვერაფერი გავიგე ვინ ვისი ვინ არის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც მუდმივად ხდებოდა დამცირება... ბევრჯერ მოვკვდი და ბევრჯერ დავიბადე" - ნელი აგირბა მძიმე წლებზე, ილო ბეროშვილსა და ბათუმში გადასახლებაზე

"ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც მუდმივად ხდებოდა დამცირება... ბევრჯერ მოვკვდი და ბევრჯერ დავიბადე" - ნელი აგირბა მძიმე წლებზე, ილო ბეროშვილსა და ბათუმში გადასახლებაზე

ტელეწამყვან ნელიკო აგირბას საზოგადოება კარგად იცნობს. მისი პირადი ცხოვრების შესახებ კი ყველაფერი აინტერესებთ. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში ვენესუელურ სერიალს ჰგავდა. 17 წლამდე ბათუმში ცხოვრობდა, შემდეგ დედაქალაქში გამოიქცა და ახლა ისევ უკან დაბრუნდა, თუმცა სამი შვილით...

პირველ ქორწინებაში მსახიობ ილო ბეროშვილთან ორი საერთო შვილი, გოგონები ჰყავს. უფროსი უკვე 13 წლის არის.

ნელი აგირბა და ილო ბეროშვილი

მეორე ქორწინება ირაკლი ძიმისტარაშვილთან, რომელსაც მეტსახელად "ჩელეს" ეძახდნენ ხანმოკლე აღმოჩნდა. ცნობილი ინფექციონისტის მარინა ენდელაძის შვილი, სასტუმროში გულის პრობლემებით გარდაიცვალა. ირაკლი მაშინ ჩოგბურთელ შვილს გასტროლზე ახლდა.

ნელი აგირბა და ირაკლი ძიმისტარაშვილი

ნელიკოს მესამე შვილი ნოა, ხმის რეჟისორ ეშტონ ლაღიძესგან შეეძინა, თუმცა წყვილს თავისი ურთიერთობის შესახებ ღიად არასოდეს უსაუბრია.

ნელი აგირბა და ეშტონ ლაღიძე

ჟურნალისტი ახლა ბათუმში, მშობლებთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს და დაბრუნების შემდეგ აჭარის ტელევიზიაში მუშაობს. ახალი შეთევაზება "რუსთავი 2"-სგან მოულოდნელად მიიღო. არხზე, სადაც ცხოვრების გარკვეული პერიოდი "კურიერის" წამყვანად მუშაობდა, ახლა სხვა წამყვანებთან ერთად Talk show მიჰყავს.

პირველ გადაცემაში ტელეწამყვანმა საკუთარ ოჯახზე ისაუბრა, იქ სადაც ბავშვობის წლები გაატარა:

- მე ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც იყო ტოქსიკური გარემო, მშობლებს უჭირდათ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა. ეს არ იყო ფიზიკური ძალადობა, მაგრამ სახლში მუდმივი დაძაბულობა იყო. ჩემს თვალწინ მუდმივად ხდებოდა დამცირება და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რომ ვითარება განმემუხტა. შედეგად დავიჯერე, რომ ოჯახი არის ეს. ჩემს ოჯახს მივმართავ და ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარხართ, მაგრამ ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ თაობას აღარ გადავცეთ ეს გამოცდილება.

7-8 წლის ვიყავი, რომ კლასელთან მივედი სტუმრად, სადაც დამხვდა იდილიური გარემო. მამა დედას ეხუტებოდა, ეფერებოდნენ შვილებს. სახლში დაბრუნებულმა მშობლებს ვკითხე, რომ იმათ თუ შეუძლიათ ჩვენ რატომ არა-თქო, მითხრეს, რომ ყველა ოჯახში ასეა და ისინი უბრალოდ სხვების თანდასწრებით თამაშობენ იდილიას... როგორც კი შენ გადიხარ, იგივე ხდება რაც ჩვენთანო. ამის შემდეგ მჯეროდა რომ ოჯახი არასოდეს უნდა შემექმნა, რადგან ეს იყო ბოროტება. მეგობრებო, ასე არ არის, უამრავი ბედნიერი ოჯახის მაგალითია...." - ამბობს ნელი.

ჟურნალისტი "სარკესთან" ინტერვიუში ბათუმში გატარებულ წლებს ტრაგიკულად იხსენებს:

"ბევრჯერ მოვკვდი და ბევრჯერ დავიბადე, 17 წლის ასაკში ლექსებს ვწერდი და ერთ-ერთ ლექსში ასეთი ფრაზა მქონდა, „მინდა ბევრჯერ მოვკვდე, ერთხელ თუ მოვედი...“ ჩემი ცხოვრებით აშკარად ამას ვაკეთებ. ახლა იმდენად განსხვავებულად ვგრძნობ თავს, რომ საკუთარ სახელთან და გვართანაც კი განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს, თითქოს ვიღაც სხვა იყო, ის ნელი აგირბა და ახლა სხვა არის, რომლის გაცნობის ეტაპზე ვარ...

ბევრი ტკივილი მქონდა, ძალიან მძიმე იყო ჩემი მეგობრის თვითმკვლელობის გადატანა. მშობლების ურთიერთობაში ტკივილის ატანა. საბედნიეროდ, დღეს ჩემთვის ბათუმი აღარ ასოცირდება ამ ტკივილებთან, დღეს ეს ქალაქი არის ჩემთვის თავიდან აღმოჩენილი სამოთხე და ახლა ძალიან მიჭირს მისი დათმობა...“

აჭარის ტელევიზიასთან მასზე მომზადებულ სიუჟეტში ნელიკო აგირბა ამბობს:

"ნელის ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში ვენესუელურ სერიალს ჰგავდა და ახლა სხვა ჟანრში გადავიდა და ვუყურებ რა ჟანრშია. მას შემდეგ, რაც 2017 წლის გაზაფხულზე ჩელე, ჩემი ქმარი გარდაიცვალა, მანდ გადავაფასე ჩემი და სამსახურის ურთიერთობა. პირველ ადგილას ბავშვები დარჩა და შემდეგ დანარჩენი...“

ნელიკოს მესამე შვილი ნოა და ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას საერთო შვილი ჯერი, თითქმის ერთ დროს დაიბადნენ. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ტელეწამყვანი ამბობს, რომ მისი გოგონები ერთდროულად ორი დედმამიშვილის დაბადებას დადებითად შეხვდნენ.

ნელიკო: ძალიან გაუხარდათ და ბედნიერები იყვნენ. ჯერი რომ უნდა დაბადებულიყო, სასწრაფოდ გავარდნენ თბილისში - ეს მოვლენა არ უნდა გამოვტოვოთო. გოგოებს ჰყავთ უფროსი ძმა ცოტნე (ნელის გარდაცვლილი ქმრის, ირაკლი ძიმისტარაშვილის შვილი.), რომელთანაც ურთიერთობაზე გიჟდებიან. სანამ ბათუმში გადმოვიდოდით, ერთად ვცხოვრობდით და ერთი სული აქვთ კიდევ როდის იცხოვრებენ ერთად. ილოსთან ახლა მინიმალური კონტაქტი მაქვს, ვცდილობთ, რომ ბავშვები იყვნენ ბედნიერები.

ირაკლი ძიმისტარაშვილის შესახებ ინტერვიუებში ჟურნალისტი ხშირად საუბრობდა. დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დღეს ირაკლის დაბადების დღეა და მარინა ენდელაძეს ულოცავს.

„დღეს ჩელეს დაბადების დღეა. ეს წლები არაფერი გამიზიარებია. ახლა ვდებ მე ვარ ის! ის არის მე! და ყველა ერთი ვართ ენერგია არ იკარგება, მხოლოდ გარდაიქმნება! ძალიან რთულია სიკვდილის მიღება,მაგრამ შედეგად გვათავისუფლებს! სუუულ სხვანაირადაა ყველაფერი. ლაღად ! სიცოცხლეს ვერასდროს ვერაფერი დაემუქრება! ის უსასრულო მარადიული სიყვარულია! ჩვენ ვართ ეს სიყვარული! ერთი უსასრულო სიყვარული მიყვარხართ ! როგორი მაგარია ყველა ჩვენი გამოვლინება... მარინა ენდელაძე, გილოცავ... მიყვარხარ.“ - წერს ნელიკო და ირაკლისთან ერთად გადარებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ორი კვირის წინ, თათია შარანგიასთან სტუმრობისას, ნელიკოს ყოფილი ქმარი, ილო ბეროშვილი, ნელიკოსი და ირაკლი ძიმისტარაშვილის ქორწინებას ასე იხსენებდა...

ილო ბეროშვილი:

- ნელიმ მეორედ რომ შექმნა ოჯახი რთული იყო. ჩელე ჩემი მეგობარი იყო. მე ისე ვუყურებდი ამ საკითხს, თუ როგორ გარემოში იქნებოდნენ ბავშვები. საკუთარ თავზე რომ ვთქვა, ანი (ანი ბებია, ილოს ახლანდელი მეუღლე) იყო პირველი ადამიანი, რომელსაც ბავშვები გავაცანი, რა თქმა უნდა მანადეც მქონდა ურთიერთობები, მაგრამ სხვისთვის არ გამიცნია. ნელის უყვარდა ჩელე და ეს იყო მთავარი. უსიამოვნო იყო ის, რომ ადამიანთან რომ მეგობრობ... მართალია, ჩვენ ორი წლის გაშორებულები ვიყავით, მაგრამ ჩემი პოზიცია იყო რომ როცა ოჯახი გყავს და ორი შვილი, მტკივნეულია... შემდეგ როცა შენი მეგობარს მიჰყვება უსიამოვნოა...