მღვდლებს, რომ უსმენენ, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობაში, რომ მოინდომა ივანიშვილმა კომპრომატების შესაგროვებლად ჩაჩხერვა, წარმოიდგინეთ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ელჩებს როგორ უსმენენ? - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა საბა ბუაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ბუაძემ აღნიშნა, ახლა „ქართული ოცნების" წვრილფეხობაში აღნიშნულ დანაშაულს ვინ, ვის „შეტენის“ გამოძიების დასადგენია.
„ფაქტია, რომ 2014 წლიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა აღვირახსნილი, ფართომასშტაბიანი კამპანია, სადაც სასულიერო პირებს უსმენდნენ აკვირდებოდნენ ყველა მათ მოძრაობას, კომუნიკაციას. „ქართული ოცნებაც“ ადასტურებს ამას, მაგრამ ახლა ცდილობს, თითი სხვაგან გაიშვიროს. როდესაც პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ, ვინაა ის ერთი ადამიანი, რომელიც ყველაზე მთავარ და საკვანძო გადაწყვეტილებებს იღებს?! ეს ივანიშვილია. არ შეიძლება ეს ივანიშვილის გარეშე მოხდარიყო. 50 000 ფაილი შეგროვდებოდა ივანიშვილის გარეშე?!
რა თქმა უნდა, არა! ივანიშვილისთვის ეს კომპრომატები ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებაა. თუ დავუშვებთ იმას, რომ სტალინმა არ იცოდა რეპრესიების დროს რა ხდებოდა, ასე შეგვიძლია დავუშვათ, რომ ივანიშვილმაც არ იცოდა... შეულამაზებელ ტყუილს ამბობენ, უნდა რცხვენოდეთ. მღვდლებს, რომ უსმენენ, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობაში, რომ მოინდომა ივანიშვილმა კომპრომატების შესაგროვებლად ჩაჩხერვა, წარმოიდგინეთ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ელჩებს როგორ უსმენენ?! ოცნების წვრილფეხობაში ამ დანაშაულს ვინ ვის „შეტენის“ ეს გამოძიების დასადგენია. იქნება ეს ხოჯევანიშვილი, თუ ღარიბაშვილი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. „ქართული ოცნების“ მთავარი მადისკრედიტებელი ძალა ახლა თავად „ქართული ოცნებაა“, - განაცხადა ბუაძემ.