პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეპიდაფეთქება კრემლში - ინფიცირებულია რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან ათობით ადამიანი: რას ამბობს კარანტინში მყოფი პუტინი
ეპიდაფეთქება კრემლში - ინფიცირებულია რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან ათობით ადამიანი: რას ამბობს კარანტინში მყოფი პუტინი

კრემლში კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­და­ფეთ­ქე­ბაა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვი­დან ათო­ბით ადა­მი­ა­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი თა­ვად პუ­ტინ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა კა­რან­ტინ­შია.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და შიდა წრე­ში და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია არა ერთი, ან ორი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი“, - ამ­ბობს პუ­ტი­ნი.

"გარ­დი­ა­ნი“ წერს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს პუ­ტი­ნის ვირუ­სის­გან და­სა­ცა­ვად. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნით, Sputnik V-თ არის აც­რი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ კვი­რა­ში პუ­ტი­ნი სი­რი­ის პრე­ზი­დენტს, ბა­შარ ასადს და ტო­კი­ოს პა­რა­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ რუს სპორ­ტსმე­ნებს შეხ­ვდა. თუმ­ცა კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, შეხ­ვედ­რამ­დე ისი­ნი იზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თი მსოფ­ლი­ოს მე­ხუ­თე ქვე­ყა­ნაა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ყო­ველ­დღი­უ­რად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც მა­ღა­ლია. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 7 მი­ლი­ონ­ზე მეტი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუს­მა 195 041 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვა მთე­ლი პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, რე­გუ­ლა­ცი­ებს მკაც­რად იცავ­და და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რამ­დე ისი­ნი ჯერ იზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვირუს­მა კრემლში მა­ინც შე­აღ­წია.

ამ დრო­ის­თვის, პუ­ტი­ნი კვლავ კა­რან­ტინ­ში რჩე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, და­უ­დას­ტურ­და თუ არა მას კო­რო­ნა­ვირუ­სი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
10

რით ვეღარ დაუსვი ვოვა წერტილი ამ მსოფლიო სპექტაკლებს, გადაჯიშდა მთელი მსოფლიო და შენ და შენმა უშიშროებამ წელეთ და წელეთ ეს მართული უსამართლობები

იურა
2

ყველა ცუდის ჩამდენს ადრე თუ გვიან მიეზღვება თავისი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ეპიდაფეთქება კრემლში - ინფიცირებულია რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან ათობით ადამიანი: რას ამბობს კარანტინში მყოფი პუტინი

ეპიდაფეთქება კრემლში - ინფიცირებულია რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან ათობით ადამიანი: რას ამბობს კარანტინში მყოფი პუტინი

კრემლში კორონავირუსის ეპიდაფეთქებაა. ოფიციალური ცნობების მიხედვით, ინფიცირებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გარემოცვიდან ათობით ადამიანი. აღნიშნული კი თავად პუტინმა დაადასტურა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა კარანტინშია.

"კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა შიდა წრეში და ინფიცირებულია არა ერთი, ან ორი, არამედ რამდენიმე ათეული ადამიანი“, - ამბობს პუტინი.

"გარდიანი“ წერს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პუტინის ვირუსისგან დასაცავად. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V-თ არის აცრილი.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში პუტინი სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს და ტოკიოს პარალიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ რუს სპორტსმენებს შეხვდა. თუმცა კრემლის განცხადების თანახმად, შეხვედრამდე ისინი იზოლაციაში იყვნენ.

ცნობისთვის, რუსეთი მსოფლიოს მეხუთე ქვეყანაა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით და მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომია, ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც მაღალია. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 7 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. ქვეყანაში კორონავირუსმა 195 041 ადამიანი იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ პუტინის გარემოცვა მთელი პანდემიის განმავლობაში კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, რეგულაციებს მკაცრად იცავდა და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ისინი ჯერ იზოლაციაში იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ვირუსმა კრემლში მაინც შეაღწია.

ამ დროისთვის, პუტინი კვლავ კარანტინში რჩება და ჯერჯერობით უცნობია, დაუდასტურდა თუ არა მას კორონავირუსი.