სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი გია კვარაცხელია, რომლის შვილიც ვერაზე მოკლეს - "სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური"
ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი გია კვარაცხელია, რომლის შვილიც ვერაზე მოკლეს - "სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური"

გუ­შინ, ვე­რა­ზე, სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რისშს­წო­რე­ბი­სას დაჭ­რი­ლი 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია, დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. კვა­რა­ცხე­ლია ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გულმ-მკერ­დის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს. პა­ცი­ენტს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სის­ხლი­ან და­პი­რის­პი­რე­ბას წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღვო­და. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს პო­ლი­ცია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეძებს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე და 236-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­საც თავ­დამ­სხმელ­მა 9 ტყვია ეს­რო­ლა, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლია, თუმ­ცა ბიჭს კრი­მი­ნალ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ის უნი­ჭი­ე­რე­სი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო. ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია გარ­დაც­ვლილ ახალ­გაზ­რდა­ზე, რო­გორც ირ­კვე­ვა ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და და და­არ­სა პლატ­ფორ­მა "Feedc"-ი. მას გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რის თა­ო­ბა­ზეც ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟეტ­ში ყვე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად მა­მის მი­მართ კრი­მი­ნა­ლურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას გა­ნი­ხი­ლავს.

  • ვინ არის გია კვა­რა­ცხე­ლია?

გა­ი­ოზ (გია) კვა­რა­ცხე­ლია 1963 წლის 22 ივ­ლისს, წა­ლენ­ჯი­ხის სო­ფელ ჯგალ­ში და­ი­ბა­და. 2003 წელს მან და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და პე­რი­ო­დუ­ლად ცხოვ­რობ­და მოს­კოვ­სა და კი­ევ­ში. კვა­რა­ცხე­ლია "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად" 1988 წელს, 24 წლის ასაკ­ში "მო­ნათ­ლეს" ე.წ. კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა: გოგი ჩი­ქო­ვან­მა, პა­ა­ტა ჩლა­ი­ძენ ("პა­ა­ტა ბალ­შოი“) და რო­მეო ბუ­ლი­ამ. ის რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოს­კოვ­სა და კი­ევ­ში.

ასევე დაგაინტერესებთ
10:31 / 16-09-2021

მკვლელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა - ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

10:53 / 16-09-2021

"გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი" - რას წერენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?

17:35 / 16-09-2021

"ნიკას ძალიან ახლოს ვიცნობდი" - რას ამბობს კახა კალაძე ვერაზე მოკლულ ბიჭთან დაკავშირებით?

20:00 / 16-09-2021

"ნიკა კვარაცხელიას დედამ ტელევიზიით გაიგო შვილის გარდაცვალება და ახლა მოფრინავს საქართველოში" - რას წერს ნინო ზამბახიძე?

22:06 / 16-09-2021

ვენდეტა 20 წლის შემდეგ? - "ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა, სავარაუდოდ, დათო "ტბილისკის" შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს"

12:06 / 17-09-2021

რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარცხელიას მკვლელობის თაობაზე და ვინ იყო დათო კაკულია? - ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მისი მკვლელობისთვის შურისძიებას შეეწირა 22 წლის ბიჭი

16:09 / 17-09-2021

"ვიცი, რომ ეჭვმიტანილის ოჯახი მკვდარია..." - რას ჰყვება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი?

ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა:

"გია კვა­რა­ცხე­ლია დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში. მის ამ­ჟა­მინ­დელ ად­გილ­სამ­ყო­ფელ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა - უკ­რა­ი­ნა, იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი და სა­ბერ­ძნე­თი.

ის ძალ­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ნა­კი­თხი კა­ცია, თა­ვის დრო­ზე და­უ­პი­რის­პირ­და სო­ხუ­მელ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" - ძმებ ჯან­გვე­ლა­ძე­ებს, რომ­ლე­ბიც ტა­რი­ელ ონი­ა­ნის სა­მე­გობ­როს წარ­მო­ად­გენ­დნენ. მის მტრებს შო­რი­საა ძვე­ლი სო­ხუ­მე­ლი ქურ­დი კაკო კო­ხია. რო­გორც ვიცი, კვა­რა­ცხე­ლია დუდუ და­დი­ა­ნის პა­ნაშ­ვიდ­ზეც იყო. გია კვა­რა­ცხე­ლია ხმა­უ­რი­ან საქ­მე­ებ­ში დი­დად არ ყო­ფი­ლა გახ­ვე­უ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მტრე­ბი გიას რომ ვერ მიწ­ვდნენ, შვილ­ზე იძი­ეს შური.

რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, არა­ვინ იცის, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შუ­რის­ძი­ე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. შე­იძ­ლე­ბა შვი­ლის მოკ­ვლა არც უნ­დო­დათ, დაჭ­რა, ან შე­ში­ნე­ბა იყო მი­ზა­ნი. გიამ შვი­ლი ყვე­ლა­ფერს გა­ა­ა­რი­და, მა­მის კვალს რომ არ გაჰ­ყო­ლო­და, ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და მის მო­მა­ვალ­ზე, მი­აღ­წია კი­დეც, ნიკა ძალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო, ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია მისი ასე ნა­ად­რე­ვად წას­ვლა ამ ქვეყ­ნი­დან...“

"გია კვა­რა­ცხე­ლია 2003 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­სუ­ლა. წა­ლენ­ჯი­ხა­ში მას უზარ­მა­ზა­რი და ლა­მა­ზი სახ­ლი ჰქონ­და, რო­მე­ლიც გიამ სა­პატ­რი­არ­ქოს გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად. 2007 წელს კი სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ სახ­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს ჩა­მო­არ­თვა და მას­ში პო­ლი­ცია გახ­სნა. ამ ეტაპ­ზე შე­ნო­ბა არის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე და, ფაქ­ტობ­რი­ვად, უფუნ­ქცი­ოა. ერთი წე­ლია, რაც წა­ლენ­ჯი­ხის პო­ლი­ცია ახა­ლა­შე­ნე­ბულ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვი­და. შვი­ლის მკვლე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ხალ­ხი აქ სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს, უფრო მა­მის თე­მას და შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ვერ­სია არა­ვის­თვის არის ცნო­ბი­ლი. გია კვა­რა­ცხე­ლია მუდ­მი­ვად ეხ­მა­რე­ბო­და ეკ­ლე­სი­ას, მისი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით აშენ­და ჯგალ­ში ტა­ძა­რი. ზო­გა­დად, რო­გორც ვიცი, ტაძ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ღე­ბუ­ლობ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გიას თუ არ ვცდე­ბი, ნიკა მე­ო­რე ცო­ლის­გან ჰყავს, ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ბიჭი იყო, წა­ლენ­ჯი­ხა­ში გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მას ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქო­ნო­და, ამი­ტო­მაც ამ მკვლე­ლო­ბას მა­მა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­ში­რე­ბენ“, - გვიყ­ვე­ბა წა­ლენ­ჯი­ხის ერთ-ერთი მკვიდ­რი.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
2

 საწყალი ბიჭი

ლელა
0

რატომ?რატომ ეს ანგელოზივით ბიჭი:(((( რა სისასტიკეა:((((- რა გაახარებს ამის ჩანდენს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი გია კვარაცხელია, რომლის შვილიც ვერაზე მოკლეს - "სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური"

ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი გია კვარაცხელია, რომლის შვილიც ვერაზე მოკლეს - "სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური"

გუშინ, ვერაზე, სისხლიანი ანგარისშსწორებისას დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია, დღეს გარდაიცვალა. კვარაცხელია ხეჩინაშვილის კლინიკაში გულმ-მკერდის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობებით შეიყვანეს. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც ამბობენ, სისხლიან დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკა კვარაცხელია, რომელსაც თავდამსხმელმა 9 ტყვია ესროლა, "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ახლობლები ამბობენ, ის უნიჭიერესი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა იყო. ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია გარდაცვლილ ახალგაზრდაზე, როგორც ირკვევა ის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა და დაარსა პლატფორმა "Feedc"-ი. მას განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული, რის თაობაზეც ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ყვება.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.

  • ვინ არის გია კვარაცხელია?

გაიოზ (გია) კვარაცხელია 1963 წლის 22 ივლისს, წალენჯიხის სოფელ ჯგალში დაიბადა. 2003 წელს მან დატოვა საქართველო და პერიოდულად ცხოვრობდა მოსკოვსა და კიევში. კვარაცხელია "კანონიერ ქურდად" 1988 წელს, 24 წლის ასაკში "მონათლეს" ე.წ. კანონიერმა ქურდებმა: გოგი ჩიქოვანმა, პაატა ჩლაიძენ ("პაატა ბალშოი“) და რომეო ბულიამ. ის რამდენჯერმე ნასამართლევია საქართველოში, მოსკოვსა და კიევში.

ambebi.ge-ს წყარო უყვება:

"გია კვარაცხელია დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქურდულ სამყაროში. მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება - უკრაინა, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.

ის ძალზე განათლებული და ნაკითხი კაცია, თავის დროზე დაუპირისპირდა სოხუმელ "კანონიერ ქურდებს" - ძმებ ჯანგველაძეებს, რომლებიც ტარიელ ონიანის სამეგობროს წარმოადგენდნენ. მის მტრებს შორისაა ძველი სოხუმელი ქურდი კაკო კოხია. როგორც ვიცი, კვარაცხელია დუდუ დადიანის პანაშვიდზეც იყო. გია კვარაცხელია ხმაურიან საქმეებში დიდად არ ყოფილა გახვეული. სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, არავინ იცის, დიდი ალბათობით, შურისძიებასთან გვაქვს საქმე. შეიძლება შვილის მოკვლა არც უნდოდათ, დაჭრა, ან შეშინება იყო მიზანი. გიამ შვილი ყველაფერს გააარიდა, მამის კვალს რომ არ გაჰყოლოდა, ძალიან ზრუნავდა მის მომავალზე, მიაღწია კიდეც, ნიკა ძალზე წარმატებული ახალგაზრდა იყო, ძალიან დასანანია მისი ასე ნაადრევად წასვლა ამ ქვეყნიდან...“

"გია კვარაცხელია 2003 წლის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. წალენჯიხაში მას უზარმაზარი და ლამაზი სახლი ჰქონდა, რომელიც გიამ საპატრიარქოს გადასცა საჩუქრად. 2007 წელს კი სააკაშვილის მთავრობამ სახლი საპატრიარქოს ჩამოართვა და მასში პოლიცია გახსნა. ამ ეტაპზე შენობა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და, ფაქტობრივად, უფუნქციოა. ერთი წელია, რაც წალენჯიხის პოლიცია ახალაშენებულ შენობაში გადავიდა. შვილის მკვლელობას რაც შეეხება, ხალხი აქ სხვადასხვა ვერსიას განიხილავს, უფრო მამის თემას და შურისძიებას უკავშირებენ. ამ ეტაპზე კონკრეტული ვერსია არავისთვის არის ცნობილი. გია კვარაცხელია მუდმივად ეხმარებოდა ეკლესიას, მისი ფინანსური მხარდაჭერით აშენდა ჯგალში ტაძარი. ზოგადად, როგორც ვიცი, ტაძრების მშენებლობაში ღებულობდა მონაწილეობას. გიას თუ არ ვცდები, ნიკა მეორე ცოლისგან ჰყავს, ძალიან განათლებული და ნიჭიერი ბიჭი იყო, წალენჯიხაში გამორიცხავენ, რომ მას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, ამიტომაც ამ მკვლელობას მამაზე შურისძიებას უკავშირებენ“, - გვიყვება წალენჯიხის ერთ-ერთი მკვიდრი.