ავტორი:

ჰარი და მეგანი წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელეს - წყვილის მუდმივი ბრძოლის, სხვების დახმარების და მეამბოხე ცხოვრების შედეგი

ჰარი და მეგანი წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელეს - წყვილის მუდმივი ბრძოლის, სხვების დახმარების და მეამბოხე ცხოვრების შედეგი

გამოცემა TIME-მმა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა და ასეულში სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგიანია, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შეიყვანა.

გამოცემის ახალი ნომრის გარეკანზეც წყვილის ფოტოს ვხედავთ. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ Time წერს, რომ ეს ორი ადამიანი სხვებისთვის მოტივაციის მიმცემი და შთამაგონებელია. აღნიშნულია ჰარის გამბედაობის შესახებ და მაგალითად მოყვანილია მისი ავღანეთში ყოფნის პერიოდი.

  • მეგან მარკლის შესახებ კი ხაზგასმულია მისი ჰუმანიტარული და სოციალური აქტივობები - "მეგან მარკლი ქალებისა და გოგონების უფლებადამცველია", -წერს გამოცემა და ციტირებს სასექსის ჰერცოგინიას მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ესედან შემდეგ სიტყვებს: "ამ ტიპის საქმიანობა ჩემი სულის საკვებია."

"გარდა ამისა, ჰარისა და მეგანის მიერ დაფუძნებული კომპანია სთავაზობთ ამერიკელ ფერადკანიან ქალებსა და გოგონებს მენტალური ჯანმრთელობის კუთხით დახმარებას, ეხმარებიან ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულებს ინდოეთსა და კარიბის კუნძულებზე", - წერს Time და განმარტავს, რომ მუდმივი ბრძოლის, ცვლილებების სურვილის გამო, ჰარი და მეგანი სხვებისთვის შთამაგონებელნი არიან და გავლენას ახდენენ ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასტაბით.

ცნობისთვის, პრინცი ჰარი და მისი ცოლი, მეგან მარკლი 2020 წლის დასაწყისში დიდი ბრიტანეთიდან წავიდნენ. ისინი აშშ-ში ცხოვრობენ. სამეფო ოჯახზე და სამეფო მოვალეობებზე უარის თქმის გამო, ჰარის ცუდი ურთიერთობა აქვს მამასთან და ძმასთან.

აღსანიშნავია, რომ მეგანმა და ჰარიმ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში ბრიტანეთში ცხოვრების სკანდალური დეტალები გაასაჯაროვეს. მათ შორის ისიც აღნიშნეს, რომ სამეფო ოჯახში რასისტი წევრებიც არიან, რომლებიც დარდობდნენ იმაზე, თუ რა ფერის კანი ექნებოდა ჰარისა და მეგანის შვილს.

წყვილს ორი შვილი ჰყავს - არჩი და ლილიბეთ დაიანა.