პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით უძველესი ქართული კერძების რეცეპტები და მათი ისტორია  - ახალი პროექტი თბილღვინოსგან „ყველაფერი საქართველოდან“
გაიცანით უძველესი ქართული კერძების რეცეპტები და მათი ისტორია  - ახალი პროექტი თბილღვინოსგან „ყველაფერი საქართველოდან“

ქარ­თულ სუფ­რას­თან ღვი­ნის თან­ხლე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ოდით­გან­ვე იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ღვი­ნო და ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია - ათას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას კი დღეს ჩვენს სუფ­რა­ზე უკვე სა­ხეც­ვლი­ლი ფორ­მით ვხვდე­ბით.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის მიერ შექ­მნილ კერ­ძებს და კონ­კრე­ტუ­ლად, რა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით მზად­დე­ბო­და ისი­ნი?

კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად კომ­პა­ნია „თბილ­ღვი­ნომ“ და­ი­წყო პრო­ექ­ტი „ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან“, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, გას­ტრო­ნო­მი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რის მკვლევ­რის, და­ლი­ლა ცა­ტა­ვას დახ­მა­რე­ბით, უძ­ვე­ლეს ქარ­თულ რე­ცეპ­ტებს აღ­მო­ა­ჩენთ.

პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, და­ლი­ლა ცა­ტა­ვას­თან ერ­თად ეძე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ უძ­ვე­ლეს კერ­ძებს, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­ებს, რი­ტუ­ა­ლებ­სა და ამა თუ იმ კუ­თხის მა­ცხოვ­რე­ბელ­თა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას ასა­ხავს.

„თბილ­ღვი­ნოს“ მეღ­ვი­ნე­ე­ბი კი რუ­დუ­ნე­ბით არ­ჩე­ვენ შე­სა­ბა­მის სას­მელს ყვე­ლა უძ­ვე­ლე­სი, ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძის­თვის, რათა მათი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი სასმლის არო­მატ­თან ჰარ­მო­ნი­ულ თან­ხმო­ბა­ში იყოს.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­ვი­წყე­ბუ­ლი, ჩვენ შო­რის გაბ­ნე­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა თა­ვი­დან აღ­მო­ა­ჩი­ნოს, ასე­ვე, სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­მა ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბი­სა და კუ­ლი­ნა­რი­ის შე­დევ­რე­ბი გა­იც­ნონ.

ცოტა ხნის წინ და­ლი­ლა ცა­ტა­ვა „თბილ­ღვი­ნოს“ გუნდთან ერ­თად, სა­მეგ­რე­ლოს ეს­ტუმ­რა, რათა ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის უძ­ვე­ლე­სი სა­ი­დუმ­ლო ამო­ეხ­სნა და შემ­დეგ რე­ცეპ­ტე­ბი და მათი ის­ტო­რია ჩვენ­თვი­საც გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

ხარ­ჩო, აჯი­კა, ღომი, ელარ­ჯი, დრფა - ეს ის ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი და სას­მე­ლია, რომ­ლი­თაც სა­მეგ­რე­ლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბია თავს იწო­ნებს. და­ლი­ლა ცა­ტა­ვას მას­პინ­ძე­ლი, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო „კასა დე ხა­სია“ და რუ­სუ­დან ყა­ლი­ჩა­ვაა, რო­მე­ლიც მეგ­რულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში დე­ტა­ლუ­რად ერ­კვე­ვა.

რუ­სუ­და­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად, ხარ­ჩოს მომ­ზა­დე­ბას იწყებს, რის­თვი­საც ტრა­დი­ცი­უ­ლი მეგ­რუ­ლი, ძა­ლი­ან ცხა­რე აჯი­კა გვჭირ­დე­ბა.

აჯი­კა აფხა­ზე­თის სა­მურ­ზა­ყა­ნოს და სა­მეგ­რე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. სა­ნე­ლებ­ლის ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხა­მე­ბა, პრო­პორ­ცი­ე­ბის დაც­ვა, უნი­კა­ლურ გე­მოს გა­ნა­პი­რო­ბებს.

აჯი­კის მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ მი­ვუბ­რუნ­დეთ ხარ­ჩოს, რის­თვი­საც გვჭირ­დე­ბა ხბოს ხორ­ცი, რამ­დე­ნი­მე თავი ხახ­ვი და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ნი­გო­ზი.

რას­თან ერ­თად უნდა მი­ვირ­თვათ უგემ­რი­ე­ლე­სი მეგ­რუ­ლი ხარ­ჩო, თუ არა ღომ­თან, რო­მე­ლიც შეკ­რუ­ლი უნდა იყოს, რად­გან წვნი­ან კერძს სწო­რედ ასე­თი უხ­დე­ბა?!

და­ლი­ლა ცა­ტა­ვა აღ­ნიშ­ნავს, რომ ღო­მის მომ­ზა­დე­ბი­სას, რო­დე­საც ქათ­ქა­თა ღერ­ღი­ლი ადუღ­დე­ბა და სარ­ტყელს გა­ი­კე­თებს, სწო­რედ მა­შინ იწყე­ბა მისი ჩა­ზე­ლა.

გა­და­ვი­დეთ ელარ­ჯზე, რო­მე­ლიც მარ­თლაც სა­მეგ­რე­ლოს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია.

„წე­სით ის არის ჩა­რო­ზი, რო­მელ­საც სა­დი­ლად მი­არ­თმევ­დნენ და თაფ­ლი­ან კა­მე­ჩის მა­წონს მი­ა­დევ­ნებ­დნენ.“, - გან­გვი­მარ­ტა და­ლი­ლა ცა­ტა­ვამ.

ხარ­ჩოს სი­ცხა­რეს ანე­იტ­რა­ლებს ელარ­ჯი და თაფ­ლი­ა­ნი კა­მე­ჩის მა­წო­ნი. ყვე­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძის თან­მიმ­დევ­რო­ბით და­გე­მოვ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ იკვრე­ბა გე­მო­ე­ბის ის თა­ი­გუ­ლი, რო­მე­ლიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მეგ­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლი სას­მე­ლი შე­ე­სა­ბა­მე­ბა ამ უგემ­რი­ე­ლეს მეგ­რულ კერ­ძებს?

და­ლი­ლა ცა­ტა­ვას თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბამ­დე ერთ ჭიქა ჭა­ჭას მი­ირ­თმევ­დნენ ხოლ­მე და შემ­დეგ გა­და­დი­ოდ­ნენ მთა­ვარ კერძზე - ხარ­ჩო­ზე.

„და­ვა­გე­მოვ­ნოთ „თბილ­ღვი­ნოს“ ჭაჭა, რო­მე­ლიც რქა­წით­ლის­გა­ნაა გა­მოხ­დი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯი­შუ­რი არო­მა­ტი და სა­სი­ა­მოვ­ნო გემო აქვს, ნელ-ნელა ნიგვზი­სა და ნუ­შის ტო­ნე­ბი შე­მო­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში ჭა­ჭას დრფას უწო­დე­ბენ და პო­პუ­ლა­რუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­მე­ლი იყო.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

გაიცანით უძველესი ქართული კერძების რეცეპტები და მათი ისტორია  - ახალი პროექტი თბილღვინოსგან „ყველაფერი საქართველოდან“

გაიცანით უძველესი ქართული კერძების რეცეპტები და მათი ისტორია  - ახალი პროექტი თბილღვინოსგან „ყველაფერი საქართველოდან“

ქართულ სუფრასთან ღვინის თანხლებით ადამიანები ოდითგანვე იკრიბებოდნენ, ღვინო და ტრადიციული კერძები ქართველი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია - ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას კი დღეს ჩვენს სუფრაზე უკვე სახეცვლილი ფორმით ვხვდებით.

შესაბამისად, საინტერესოა, როგორი გემოვნური თვისებები ჰქონდა ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილ კერძებს და კონკრეტულად, რა ინგრედიენტებით მზადდებოდა ისინი?

კითხვებზე პასუხის გასაცემად კომპანია „თბილღვინომ“ დაიწყო პროექტი „ყველაფერი საქართველოდან“, რომლის ფარგლებში, გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტის, გასტრონომიული კულტურის მკვლევრის, დალილა ცატავას დახმარებით, უძველეს ქართულ რეცეპტებს აღმოაჩენთ.

პროექტის ორგანიზატორები, დალილა ცატავასთან ერთად ეძებენ საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელ უძველეს კერძებს, რომლებიც ტრადიციებს, რიტუალებსა და ამა თუ იმ კუთხის მაცხოვრებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს.

„თბილღვინოს“ მეღვინეები კი რუდუნებით არჩევენ შესაბამის სასმელს ყველა უძველესი, ტრადიციული კერძისთვის, რათა მათი გემოვნური თვისებები სასმლის არომატთან ჰარმონიულ თანხმობაში იყოს.

პროექტის მიზანია, საზოგადოებამ მივიწყებული, ჩვენ შორის გაბნეული მემკვიდრეობა თავიდან აღმოაჩინოს, ასევე, საზღვრებს გარეთ მცხოვრებმა ღვინის მოყვარულებმა ქართული მეღვინეობისა და კულინარიის შედევრები გაიცნონ.

ცოტა ხნის წინ დალილა ცატავა „თბილღვინოს“ გუნდთან ერთად, სამეგრელოს ესტუმრა, რათა ტრადიციული კერძების მომზადების უძველესი საიდუმლო ამოეხსნა და შემდეგ რეცეპტები და მათი ისტორია ჩვენთვისაც გაეზიარებინა.

ხარჩო, აჯიკა, ღომი, ელარჯი, დრფა - ეს ის ტრადიციული კერძები და სასმელია, რომლითაც სამეგრელო საუკუნეებია თავს იწონებს. დალილა ცატავას მასპინძელი, საოჯახო სასტუმრო „კასა დე ხასია“ და რუსუდან ყალიჩავაა, რომელიც მეგრულ კულინარიაში დეტალურად ერკვევა.

რუსუდანი თავდაპირველად, ხარჩოს მომზადებას იწყებს, რისთვისაც ტრადიციული მეგრული, ძალიან ცხარე აჯიკა გვჭირდება.

აჯიკა აფხაზეთის სამურზაყანოს და სამეგრელოს კულინარიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სანელებლის ერთმანეთთან შეხამება, პროპორციების დაცვა, უნიკალურ გემოს განაპირობებს.

აჯიკის მომზადების შემდეგ მივუბრუნდეთ ხარჩოს, რისთვისაც გვჭირდება ხბოს ხორცი, რამდენიმე თავი ხახვი და უმაღლესი ხარისხის ნიგოზი.

რასთან ერთად უნდა მივირთვათ უგემრიელესი მეგრული ხარჩო, თუ არა ღომთან, რომელიც შეკრული უნდა იყოს, რადგან წვნიან კერძს სწორედ ასეთი უხდება?!

დალილა ცატავა აღნიშნავს, რომ ღომის მომზადებისას, როდესაც ქათქათა ღერღილი ადუღდება და სარტყელს გაიკეთებს, სწორედ მაშინ იწყება მისი ჩაზელა.

გადავიდეთ ელარჯზე, რომელიც მართლაც სამეგრელოს სავიზიტო ბარათია.

„წესით ის არის ჩაროზი, რომელსაც სადილად მიართმევდნენ და თაფლიან კამეჩის მაწონს მიადევნებდნენ.“, - განგვიმარტა დალილა ცატავამ.

ხარჩოს სიცხარეს ანეიტრალებს ელარჯი და თაფლიანი კამეჩის მაწონი. ყველა მომზადებული კერძის თანმიმდევრობით დაგემოვნების შემდეგ საბოლოოდ იკვრება გემოების ის თაიგული, რომელიც დამახასიათებელია მეგრული სამზარეულოსთვის.

საინტერესოა, რომელი სასმელი შეესაბამება ამ უგემრიელეს მეგრულ კერძებს?

დალილა ცატავას თქმით, ადგილობრივები კერძების დაგემოვნებამდე ერთ ჭიქა ჭაჭას მიირთმევდნენ ხოლმე და შემდეგ გადადიოდნენ მთავარ კერძზე - ხარჩოზე.

„დავაგემოვნოთ „თბილღვინოს“ ჭაჭა, რომელიც რქაწითლისგანაა გამოხდილი, განსაკუთრებული ჯიშური არომატი და სასიამოვნო გემო აქვს, ნელ-ნელა ნიგვზისა და ნუშის ტონები შემოდის. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში ჭაჭას დრფას უწოდებენ და პოპულარული ტრადიციული სასმელი იყო.

R