საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი" - რას წერენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?
"გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი" - რას წერენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?

ვე­რა­ზე, დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სი­მონ ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია 8 ტყვია მოხ­ვდა.

თავ­დამ­სხმე­ლი ბიჭს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნას­თან ელო­დე­ბო­და, კორ­პუს­თან და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი სრო­ლით დას­რულ­და. მკვლელ­მა ბიჭს 9-ჯერ ეს­რო­ლა და ნი­კო­ლა­ძის ქუ­ჩი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ი­მა­ლა.

ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია გარ­დაც­ვლილ ახალ­გაზ­რდა­ზე, რო­გორც ირ­კვე­ვა ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და და და­არ­სა პლატ­ფორ­მა "Feedc"-ი. ახალ­გაზ­რდას გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რის თა­ო­ბა­ზეც ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟეტ­ში ყვე­ბა.

"ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი" ხა­თუ­ნა მაღ­ლა­კე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის თა­ო­ბა­ზე წერს:

"1999 წელი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ი­ბა­და ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო...

გუ­შინ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ჩა­მი­ცხრი­ლეს ნიკო! ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი იმე­დი... რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი ამას, იცი­ნო­და,- გა­ჩერ­დიო... 22 წლის ნიკო აღარ გვყავს.. მარ­ტო ჩვენ არა მსოფ­ლი­ომ და­კარ­გა უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი! გამ­თე­ნი­ი­სას გარ­და­იც­ვა­ლა 9 ტყვი­ით! რა გი­თხრათ მე მკვდა­რი ვარ ნი­კოს­თან ერ­თად და არ ვიცი ამ დამ­პალ ქვე­ყა­ნას რო­გორ ვან­დო ჩემი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა!! ან თქვენ რო­გორ უნდა იყოთ მშვი­დად აქ არ მეს­მის!!!"

ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეც:

"მოკ­ლუ­ლი 20 წლის ახალ­გაზ­რდა, ნიკო კვა­რა­ცხე­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მეს­ტუმ­რა და მი­თხრა, რომ დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და - Facebook-ის ქარ­თულ ანა­ლოგს ჰქმნი­და - Feedc.com-ს. ვი­ღა­ცას ალ­ბათ გა­ე­ღი­მე­ბო­და, მაგ­რამ თუ ოდეს­მე ნი­კოს შეხ­ვედ­რი­ხართ, მისი ერუ­დი­ცია და ენ­თუ­ზი­აზ­მი მცი­რე მი­ზეზ­საც არ და­გი­ტო­ვებ­დათ ამის. მთხო­ვა, პე­რი­ო­დუ­ლად სტა­ტი­ე­ბი მე­წე­რა და სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. მასე მერე ხში­რად მწერ­და და სი­ახ­ლე­ებს მი­ზი­ა­რებ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შვი­ლი მო­უკ­ლეს. ვწუხ­ვარ, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ".

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
4

უპატრონო ქვეყანაში ესეთი უბედურებები ხდება

irma
9

აბა ამის მშობლებს უთხრას ეხლა(გაგებით მოეკიდეთ),,,,სირცხვილი რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი" - რას წერენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?

"გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი" - რას წერენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?

ვერაზე, დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 8 ტყვია მოხვდა.

თავდამსხმელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული კონფლიქტი სროლით დასრულდა. მკვლელმა ბიჭს 9-ჯერ ესროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან ავტომობილით მიიმალა.

ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია გარდაცვლილ ახალგაზრდაზე, როგორც ირკვევა ის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა და დაარსა პლატფორმა "Feedc"-ი. ახალგაზრდას განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული, რის თაობაზეც ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ყვება.

"ფეისბუქმომხმარებელი" ხათუნა მაღლაკელიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის თაობაზე წერს:

"1999 წელი იყო განსაკუთრებული დაიბადა ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო...

გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი... რომ ვეუბნებოდი ამას, იცინოდა,- გაჩერდიო... 22 წლის ნიკო აღარ გვყავს.. მარტო ჩვენ არა მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი! გამთენიისას გარდაიცვალა 9 ტყვიით! რა გითხრათ მე მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად და არ ვიცი ამ დამპალ ქვეყანას როგორ ვანდო ჩემი შვილის ცხოვრება!! ან თქვენ როგორ უნდა იყოთ მშვიდად აქ არ მესმის!!!"

ნიკა კვარაცხელიას შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც:

"მოკლული 20 წლის ახალგაზრდა, ნიკო კვარაცხელია, დაახლოებით ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა - Facebook-ის ქართულ ანალოგს ჰქმნიდა - Feedc.com-ს. ვიღაცას ალბათ გაეღიმებოდა, მაგრამ თუ ოდესმე ნიკოს შეხვედრიხართ, მისი ერუდიცია და ენთუზიაზმი მცირე მიზეზსაც არ დაგიტოვებდათ ამის. მთხოვა, პერიოდულად სტატიები მეწერა და სიამოვნებით დავთანხმდი. მასე მერე ხშირად მწერდა და სიახლეებს მიზიარებდა. საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკლეს. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ".