პოლიტიკა
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიყვარხარ და მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია" - ბუბა მირცხულავა მამა გახდა
"მიყვარხარ და მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია" - ბუბა მირცხულავა მამა გახდა

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბი ბუბა მირ­ცხუ­ლა­ვა (იგი­ვე ბა­ქა­რი) პირ­ვე­ლი შვი­ლის მამა გახ­და. ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"და­ი­ბა­და ზუ­რაბ (ზუკა) მირ­ცხუ­ლა­ვა. სოფო ან­დღუ­ლა­ძე მიყ­ვარ­ხარ და მად­ლო­ბა, რომ ამ სას­წა­უ­ლი ბავ­შვის მშობ­ლე­ბი გვქვია", - წერს ბუბა ხურ­ცი­ლა­ვა.

ცნო­ბის­თვის, მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე სოფო ან­დრუ­ლა­ძეა. წყვი­ლი პან­დე­მი­ის დროს და­ქორ­წინ­და.

ცოტა ხნის წინ მსა­ხი­ო­ბი, ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და:

"რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად "მტკი­ვა“, ისაა, რომ 13 წლი­დან ვმუ­შა­ობ და ყო­ველ­თვის ჩემი ფული მქონ­და. ახლა 22 წლის ვარ, ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ არც სამ­სა­ხუ­რი მაქვს და არც ხელ­ფა­სი - ჯი­ბე­გა­ფხე­კი­ლი ვარ (იცი­ნის). ეს პე­რი­ო­დი ვერ ვმუ­შა­ობ. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას, ჯერ ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დია. მე დიდი ოჯა­ხი მაქვს: ბე­ბია, დედა, მამა, ძმე­ბი, და - ყვე­ლა ერ­თად ვცხოვ­რობ­დით და მე სახ­ლის საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა არ მი­წევ­და. ახლა აქ რომ სა­რე­ცხს ვფენ და ჭურ­ჭელს ვრე­ცხავ, ეს ამ­ბა­ვი ცოტა მე­უ­ცხო­ე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს სო­ფოს ხომ ვერ გა­ვა­კე­თე­ბი­ნებ. მინ­და, და­ვეხ­მა­რო. ძა­ლი­ან კი მე­ზა­რე­ბა, მაგ­რამ ვცდი­ლობ, არ შე­ვიმ­ჩნიო (იცი­ნის). ბი­ჭის­თვის ისე ცხოვ­რე­ბა მა­ინც ფუ­ფუ­ნე­ბაა (იცი­ნის). გოგო ასე თუ ისე სულ ეხ­მა­რე­ბა დე­დას, სო­ფოც ცოტ-ცო­ტას სახ­ლშიც აკე­თებ­და და იმ­დე­ნად ვერ გრძნობს სხვა­ო­ბას. ახლა საქ­მე მო­ე­მა­ტა, მაგ­რამ მის­თვის ეს დიდი სი­ახ­ლე არაა. ჩემ­თვის ჯო­ჯო­ხე­თია, იმი­ტომ, რომ აქამ­დე ფეხი ფეხ­ზე მქონ­და ხოლ­მე გა­და­დე­ბუ­ლი (იცი­ნის).

ჯო­ჯო­ხე­თი უტ­რი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ფე­ხი­ფეხ­ზე­გა­და­დე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­დას­ვლას ცოტა შეჩ­ვე­ვა სჭირ­დე­ბა.ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ჩემ­სა და სო­ფოს ოჯახს, ამ ეტაპ­ზე მათ კი­სერ­ზე ვართ. ბევ­რს არ ვი­თხოვთ, ვცდი­ლობთ, არ შე­ვა­წუ­ხოთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში ისი­ნი გვეხ­მა­რე­ბი­ან. მეც მაქვს რა­ღაც გეგ­მე­ბი, რო­მე­ლიც იმე­დია, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სე­რი­ა­ლიც, ალ­ბათ, და­ი­წყე­ბა. არ მო­მე­რი­დე­ბა თქმა, რომ 2020 ჩვენ­თვის კარ­გი აღ­მოჩ­ნდა. ზო­გა­დად, ცუდი წე­ლია, მაგ­რამ პი­რა­დად ჩემ­თვის ამა­ზე უკე­თე­სი რაღა უნდა მომ­ხდა­რი­ყო?!" - ამ­ბობ­და ბუბა მირ­ცხუ­ლა­ვა ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

გილოცავთ! ჟურნალისტებს რაც შეეხება გვარის დაწერა არ შეგიძლიათ სწორად! ხან მირცხულავაა ხან ხურცილავა! რა გჭირთ რაა! წაიკითხეთ მაონც რას წერთ ან ვინ გიწერთ ! 

მამუკა
0

გამრავლება, ჯამრთელობა და ბედნიერება.

ავტორი:

"მიყვარხარ და მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია" - ბუბა მირცხულავა მამა გახდა

"მიყვარხარ და მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია" - ბუბა მირცხულავა მამა გახდა

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ბუბა მირცხულავა (იგივე ბაქარი) პირველი შვილის მამა გახდა. ამის შესახებ მსახიობი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"დაიბადა ზურაბ (ზუკა) მირცხულავა. სოფო ანდღულაძე მიყვარხარ და მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია", - წერს ბუბა ხურცილავა.

ცნობისთვის, მსახიობის მეუღლე სოფო ანდრულაძეა. წყვილი პანდემიის დროს დაქორწინდა.

ცოტა ხნის წინ მსახიობი, ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობდა:

"რაც ყველაზე მეტად "მტკივა“, ისაა, რომ 13 წლიდან ვმუშაობ და ყოველთვის ჩემი ფული მქონდა. ახლა 22 წლის ვარ, ცოლი მოვიყვანე, მაგრამ არც სამსახური მაქვს და არც ხელფასი - ჯიბეგაფხეკილი ვარ (იცინის). ეს პერიოდი ვერ ვმუშაობ. რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას, ჯერ ადაპტაციის პერიოდია. მე დიდი ოჯახი მაქვს: ბებია, დედა, მამა, ძმები, და - ყველა ერთად ვცხოვრობდით და მე სახლის საქმეების კეთება არ მიწევდა. ახლა აქ რომ სარეცხს ვფენ და ჭურჭელს ვრეცხავ, ეს ამბავი ცოტა მეუცხოება, მაგრამ ყველაფერს სოფოს ხომ ვერ გავაკეთებინებ. მინდა, დავეხმარო. ძალიან კი მეზარება, მაგრამ ვცდილობ, არ შევიმჩნიო (იცინის). ბიჭისთვის ისე ცხოვრება მაინც ფუფუნებაა (იცინის). გოგო ასე თუ ისე სულ ეხმარება დედას, სოფოც ცოტ-ცოტას სახლშიც აკეთებდა და იმდენად ვერ გრძნობს სხვაობას. ახლა საქმე მოემატა, მაგრამ მისთვის ეს დიდი სიახლე არაა. ჩემთვის ჯოჯოხეთია, იმიტომ, რომ აქამდე ფეხი ფეხზე მქონდა ხოლმე გადადებული (იცინის).

ჯოჯოხეთი უტრირებულია, მაგრამ რეალურად, ფეხიფეხზეგადადებული მდგომარეობიდან, ამ მდგომარეობაზე გადასვლას ცოტა შეჩვევა სჭირდება.ძალიან დიდი მადლობა ჩემსა და სოფოს ოჯახს, ამ ეტაპზე მათ კისერზე ვართ. ბევრს არ ვითხოვთ, ვცდილობთ, არ შევაწუხოთ, მაგრამ ყველაფერში ისინი გვეხმარებიან. მეც მაქვს რაღაც გეგმები, რომელიც იმედია, განხორციელდება და სერიალიც, ალბათ, დაიწყება. არ მომერიდება თქმა, რომ 2020 ჩვენთვის კარგი აღმოჩნდა. ზოგადად, ცუდი წელია, მაგრამ პირადად ჩემთვის ამაზე უკეთესი რაღა უნდა მომხდარიყო?!" - ამბობდა ბუბა მირცხულავა ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.