პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ
გიორგი გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რი, ბექა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ალექ­სან­დრე ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვონ. ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას უპა­სუ­ხა.

“რო­გორც ჩანს, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის დღეს მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, არ გა­მოვ­რი­ცხავთ არა­ფერს, მათ შო­რის ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად მიჩ­ნე­უ­ლი ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი ბარ­თა­ია ცი­ხე­შია, არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სუს-ის მიერ ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის გზით პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მოს­მე­ნას და თვალ­თვალს უკავ­შირ­დე­ბა.

პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­უბ­რი­სას არ გა­მო­რი­ცხა, რომ მა­სა­ლე­ბი სუს-დან გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და ალექ­სან­დრე ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილს გა­ე­ტა­ნა, რო­მე­ლიც "სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ნა­ყო­ფებს კუ­რი­რებ­და და მას მოს­მე­ნე­ბის სამ­სა­ხურ­თა­ნაც ჰქონ­და წვდო­მა“. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ალექ­სან­დრე ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი გა­ხა­რი­ას თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი დე­პუ­ტა­ტის, გიგი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლის ძმაა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
URO
5

რამდენჯერ უნდა გაგვხადოს ნაცების დასაცინი თავისი უაზრო ლაპარაკით ღარიბაშვილმა? ხოჯევანიშვილმა გამოიტანაო; ე.ი. მან აღიარა, რომ სუს-ში ხდებოდა უკანონო მოსმენები და მათი დაფაილება(???)

 სხვათა შორის მოსმენებთან თავდაცვის სამინისტროსაც მიუწვდებოდა ხელი, იქნებ მისი მინისტრობის დროსაა ჩანაწერები გაკეთებული და ახლა სხვათა გასაშავებლად იყენებენ? 

 რა ვიცი; რა ვიცი

მერაბი
0

ალეკო ხოჯევანიშვილს თუ ნდააკავებენ, ჩათვალეთ, 2007-2009 წლებში თავდაცვის სამინისტროში მომუშავე სამხედროები(ვინც კეზერას მიყვანილი არ იყო) დიდად გაიხარებენ. ყველას ახსოვს რაებს კადრულობდა და რას სცადიოდა გენერალური ინსპექცია, განსაკუთრებით ომის დროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

გიორგი გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ

გიორგი გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ

პარტია "საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

“როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ მასალები სუს-დან გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანა, რომელიც "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მას მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა“. ინფორმაციისთვის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გახარიას თანაპარტიელი დეპუტატის, გიგი ხოჯევანიშვილის ძმაა.