პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინასაარჩევნოდ ხახვისა და კარტოფილის დარიგების შემდეგ, "ოცნებამ" დიპლომების დარიგებასაც მიჰყო ხელი... საბჭოური პრივილეგიების სისტემას აბრუნებს" - რომან გოცირიძე
"წინასაარჩევნოდ ხახვისა და კარტოფილის დარიგების შემდეგ, "ოცნებამ" დიპლომების დარიგებასაც  მიჰყო ხელი... საბჭოური პრივილეგიების სისტემას აბრუნებს" - რომან გოცირიძე

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი რო­მან გო­ცი­რი­ძე, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მე­და­ლო­სა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში უგა­მოც­დოდ ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან:

"გზი­რი - გვი­ან­დელ ფე­ო­და­ლურ სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ბა­ლი მო­ხე­ლე, სოფ­ლის მა­მა­სახ­ლი­სის ხელ­ქვე­ი­თი. ევა­ლე­ბო­და ბრძა­ნე­ბი­სა თუ გან­კარ­გუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მი­ტა­ნა და გა­მო­ცხა­დე­ბა, ვი­სი­მე გა­მო­ძა­ხე­ბა და სხვა.

რამ გა­მახ­სე­ნა ეს გზი­რი ახლა... სულ­ხან-სა­ბა­დან თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, თო­რემ სხვა მხრივ ეს სი­ტყვა ქარ­თულ­ში არც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.“მო­სი­ა­რუ­ლე გზი­რი”! ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­და­ად­გი­ლე­ბებს ასე შე­იძ­ლე­ბა უწო­დო. ვისი გზი­რი და ხელ­ქვე­ი­თია, ყვე­ლამ იცის. სა­დაც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ივ­ლის, ან სიც­რუ­ეს თე­სავს ან სი­სუ­ლე­ლეს. ახლა გაგ­ვი­ცხა­და, რომ მე­და­ლო­სა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი უგა­მოც­დოდ ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. რო­გორც ვხე­დავთ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ხახ­ვი­სა და კარ­ტო­ფი­ლის და­რი­გე­ბის შემ­დეგ, “ოც­ნე­ბამ” დიპ­ლო­მე­ბის და­რი­გე­ბა­საც მიჰ­ყო ხელი.

თით­ქოს არა­ფე­რი, ორი კინ­კი­ლა მე­და­ლი წე­ლი­წად­ში და ორი­ო­დე უმაღ­ლეს­ში ჩა­რი­ცხუ­ლი. ეს ხომ ზო­გა­დად არა­ფერს ცვლის? სი­ნამ­დვი­ლე­ში ცვლის, მო­რა­ლურ კლი­მატს აზი­ა­ნებს, საბ­ჭო­უ­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის სის­ტე­მას აბ­რუ­ნებს. ეს იდე­ო­ლო­გი­უ­რი გა­ნა­ცხა­დია ისე­დაც არაპ­როგ­რე­სუ­ლი იდე­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან", - წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ოლიმ­პი­უ­რი და პა­რა­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნე­ბი და პრი­ზი­ო­რე­ბი, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში, მათ შო­რის, შშმ პირ­თა შო­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უგა­მოც­დოდ ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან.

კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს გან­მარ­ტე­ბაც გა­ა­კე­თა.

რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ხა­ტავს სპორ­ტსმე­ნე­ბი­სად­მი უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და მად­ლი­ე­რე­ბას, რად­გან მათი შრო­მით მიღ­წე­უ­ლი უდი­დე­სი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი ქვეყ­ნის წი­ნა­შე ფას­და­უ­დე­ბე­ლია.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით ოლიმ­პი­უ­რი და პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნე­ბი და პრი­ზი­ო­რე­ბი, ასე­ვე მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში, მათ შო­რის, შშმ პირ­თა შო­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი - ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გავ­ლის გა­რე­შე ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან.

ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ რო­გორც სპორ­ტსმე­ნის­თვის, ასე­ვე გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ქვეყ­ნის სა­ხე­ლის გა­ტან­სა და ღირ­სე­ბის დაც­ვას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მიზ­ნის მიღ­წე­ვა თი­თო­ე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნის­გან უდი­დეს ფი­ზი­კურ შრო­მა­სა და ძა­ლის­ხმე­ვას, მრა­ვალ­სა­ა­თი­ან, დამ­ღლელ ვარ­ჯიშ­სა და სრულ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას მო­ი­თხოვს. მათი თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა ქვეყ­ნის სა­სა­ხე­ლოდ, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

შე­სა­ბა­მი­სად, მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სპორ­ტსმე­ნებს, მათ შო­რის ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხელ­შე­წყო­ბა ჰქონ­დეთ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის წი­ნა­შე მოხ­სე­ნე­ბით გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი წარ­სდგა.

სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა გან­ცხა­დე­ბით უნდა მი­მარ­თონ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და თან და­ურ­თონ სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბი: პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი, ატეს­ტა­ტი, გა­მარ­ჯვე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნი­ლი ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი ასლი და სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა, სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბულ ვა­კან­ტურ ად­გილ­ზე პი­რის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­დეს გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

არ მესმის! ოცნების ამომრჩეველი ვარ და ამდენი ხნის განმავლობაში ჩემთვის არც კარტოფილი და არც ხახვი არ შემოუთავაზებიათ! ბატონო ოპოზიციონერებო! თქვენ ეტყობა თქვენი თავის ფასად მიგაჩნიათ ხახვი და კარტოფილი! 

გოცირიძეს
2

ეი, ჩანჩურ, ხმა ამოიღე შე ქონდრისკაცო?!....

ავტორი:

"წინასაარჩევნოდ ხახვისა და კარტოფილის დარიგების შემდეგ, "ოცნებამ" დიპლომების დარიგებასაც მიჰყო ხელი... საბჭოური პრივილეგიების სისტემას აბრუნებს" - რომან გოცირიძე

"წინასაარჩევნოდ ხახვისა და კარტოფილის დარიგების შემდეგ, "ოცნებამ" დიპლომების დარიგებასაც  მიჰყო ხელი... საბჭოური პრივილეგიების სისტემას აბრუნებს" - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე, "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, მედალოსანი სპორტსმენები, უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან:

"გზირი - გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში ადგილობრივი ადმინისტრაციის დაბალი მოხელე, სოფლის მამასახლისის ხელქვეითი. ევალებოდა ბრძანებისა თუ განკარგულების ადგილზე მიტანა და გამოცხადება, ვისიმე გამოძახება და სხვა.

რამ გამახსენა ეს გზირი ახლა... სულხან-საბადან თუ გავიხსენებთ, თორემ სხვა მხრივ ეს სიტყვა ქართულში არც გამოიყენება.“მოსიარულე გზირი”! ღარიბაშვილის წინასაარჩევნო გადაადგილებებს ასე შეიძლება უწოდო. ვისი გზირი და ხელქვეითია, ყველამ იცის. სადაც წინასაარჩევნოდ გაივლის, ან სიცრუეს თესავს ან სისულელეს. ახლა გაგვიცხადა, რომ მედალოსანი სპორტსმენები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. როგორც ვხედავთ, წინასაარჩევნოდ ხახვისა და კარტოფილის დარიგების შემდეგ, “ოცნებამ” დიპლომების დარიგებასაც მიჰყო ხელი.

თითქოს არაფერი, ორი კინკილა მედალი წელიწადში და ორიოდე უმაღლესში ჩარიცხული. ეს ხომ ზოგადად არაფერს ცვლის? სინამდვილეში ცვლის, მორალურ კლიმატს აზიანებს, საბჭოური პრივილეგიების სისტემას აბრუნებს. ეს იდეოლოგიური განაცხადია ისედაც არაპროგრესული იდეების მატარებელი ხელისუფლების მხრიდან", - წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან.

კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ თემასთან დაკავშირებით, დღეს განმარტებაც გააკეთა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გამოხატავს სპორტსმენებისადმი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას, რადგან მათი შრომით მიღწეული უდიდესი გამარჯვებები ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები - ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან.

ხაზგასასმელია, რომ როგორც სპორტსმენისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებას, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელის გატანსა და ღირსების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიზნის მიღწევა თითოეული სპორტსმენისგან უდიდეს ფიზიკურ შრომასა და ძალისხმევას, მრავალსაათიან, დამღლელ ვარჯიშსა და სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. მათი თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის სასახელოდ, გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი და დასაფასებელია.

შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენებს, მათ შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით ხელშეწყობა ჰქონდეთ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის წინაშე მოხსენებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წარსდგა.

სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე", - განაცხადეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში.