მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეექვსე ოპერაციისთვისაა მოსამზადებელი, თავში კისტა აქვს და კლინიკურ ჩარევას საჭიროებს" - შშმ ოჯახი შვილის გადასარჩენად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს
"მეექვსე ოპერაციისთვისაა მოსამზადებელი, თავში კისტა აქვს და კლინიკურ ჩარევას საჭიროებს" - შშმ ოჯახი შვილის გადასარჩენად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე შშმ პი­რია, მე­უღ­ლე და შვი­ლი ჯა­ბაც შშმ პი­რე­ბი ჰყავს. მათი ოჯა­ხის ამ­ბავს მკი­თხვე­ლი კარ­გად იც­ნობს. ბა­ტონ გო­გი­ტას სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მას­თან არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია. ჯა­ბას და­ბა­დე­ბი­დან მე­სა­მე დღეს ტრავ­მა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, სამ­შო­ბი­ა­რო­ში შეხ­ვე­ვი­სას ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­დათ. მისი დი­აგ­ნო­ზი ჰიდ­რო­ცე­ფა­ლი­აა. რო­გორც მამა ამ­ბობს, პირ­ველ და მე­სა­მე ოპე­რა­ცი­ა­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი შეც­დო­მე­ბიც იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი და არა­მარ­ტო ოპე­რა­ცი­ა­ში, შემ­დგომ - მკურ­ნა­ლო­ბი­სას.

ჯაბა მურცვხვა­ლა­ძე 3 სექ­ტემ­ბერს 29 წლის გახ­და. მა­მის ინ­ფორ­მა­ცით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტა­პის­თვის შე­და­ე­ბით უკე­თე­სია, თუმ­ცა „ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია ეპი­ლეფ­სი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. ვცდი­ლობთ, მკუ­რან­ლო­ბის კურ­სი არ შე­ვა­ჩე­როთ, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ დამ­ძიმ­დეს. აქ ვგუ­ლის­ხმობ, რო­გორც ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნას, ისე - თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნას. გვინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თოთ, ამას­თან, წლე­ბია, დავ­დი­ვართ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის მო­სა­ლო­ცად. წელს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი შე­მო­ვი­ა­რეთ. შვილს ლოც­ვის მად­ლი­თაც ვაძ­ლი­ე­რებთ. ბევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც იყოს, მაგ­რამ ამ მო­ლოც­ვე­ბის შემ­დეგ ბევ­რი რამ ის­წავ­ლა. რა­ღაც უნა­რე­ბიც გა­მო­უ­მუ­შავ­და... რაც მთა­ვა­რია, იცის დედა, მამა, დედ­მა­მიშ­ვი­ლი, არ­ჩევს მწა­რეს, ტკბილს და ა.შ. ეს ჩვენ­თვის, მშობ­ლე­ბის­თვის თვალ­ში­სა­ცე­მი და სა­სი­ხა­რუ­ლოა,“ - აღ­ნიშ­ნავს ბა­ტო­ნი გო­გი­ტა და მად­ლი­ე­რია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც მათ დახ­მა­რე­ბას და გვერ­დში დგო­მას არ აკ­ლებს.

„ცოტა ხნის წინ ხვამ­ლის მთა­ზე ვი­ყა­ვი. თვი­თო­ნაც შშმ პირი ვარ, ხელ­ჯო­ხით დავ­დი­ვარ და მაგ­რამ უფა­ლი მაძ­ლევს ძა­ლას ამის­თვის და ამ­ჯე­რა­დაც ასე იყო, შე­მაძ­ლე­ბი­ნა, ავ­სუ­ლი­ყა­ვი ხვამ­ლზე, რა­შიც ახ­ლობ­ლე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ. იქ არ­სე­ბულ წმინ­და გი­ორ­გის პა­ტა­რა სა­ლო­ცავ­ში მი­ვე­დი. ყვე­ლას ვურ­ჩევ და ვუ­სურ­ვებ ეს მარ­თლაც წმინ­და და საკ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლოს. ვი­ყა­ვი კა­ცხის სვეტ­ზეც, კა­ცხის მა­ცხოვ­რის შო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში, მღვი­მის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში, ასე­ვე ჯრუ­ჭის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში, სა­ჩხე­რის წმინ­და ნი­ნოს მო­ნას­ტერ­ში (სო­ბო­რო), სა­ვა­ნე­ში წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში, თი­რის ეკ­ლე­სი­ა­ში, ცა­გე­რის რა­ი­ონ­ში სო­ფელ ჩხუ­ტელ­ში სა­ხალ­ხო-სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­ულს - „ჩი­ტო­ბას“ და­ვეს­წა­რით. ხვამ­ლზე რომ ვი­ყა­ვი, იმ დღეს ჯაბა 29 წლის გახ­და. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ვი­ლო­ცე და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვი­სას გვერ­დით გვიდ­გას. ღმერ­თმა უმ­რავ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ქველ­მოქ­მე­დი ხალ­ხი... ჯერ ერთ, რომ სუ­ლი­ე­რი მო­თხოვ­ნა მაქვს ყო­ვე­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი მო­ვი­ლო­ცოთ და თან, მარ­თაც ვცდი­ლობ, უფრო მეტი გა­ვა­კე­თოთ შვი­ლის­თვის. შარ­შან სამ­ნი დავ­დი­ო­დით - მე, ჩემი მე­უღ­ლე და ჯაბა. შვი­ლი თა­ვა­დაც დაგ­ვყავ­და, რაც კე­თი­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით. წელს ეს ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გა­ნაც ეს ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს, რაც ვერ გა­მო­ი­ნა­ხა.

- ე.ი. ყო­ვე­ლი ასე­თი მო­ლოც­ვის შემ­დეგ, ამ­ბობთ, რომ ჯაბა უკეთ გრძნობს თავს?

- კი, ყო­ვე­ლი ასე­თი ვი­ზი­ტი ეკ­ლე­სი­ა­ში, მას­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. ამას თვლნათ­ლივ ჩვენც ვგრძნობთ. მისი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ლო­გი­ნად არი­ან ჩა­ვარ­დნი­ლე­ბი, ამან იცით, რომ ჯერ კი­დევ 2000 წელს მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე აიდ­გა ფეხი და როცა მო­სა­ლო­ცად მიგ­ვყავს, ცხა­დია, თა­ვი­სი ფე­ხით შე­დის ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში. რა­ტომ­ღაც ტა­ძარ­ში შეს­ვლი­სას ფეხ­ზე იხ­დის, ამას თა­ვი­სით აკე­თებს. მთა­ვა­რია, რომ ჯაბა მყავ­დეს ჯან­მრთე­ლი. ზა­ფხულ რომ მო­დის, ყვე­ლას უხა­რია, მაგ­რამ მის­თვის ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დია. შე­მო­დო­ა­მა­ზე ამინ­დის ხში­რი ცვლა­ლე­ბა­დო­ბაც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს... მე­ექ­ვსე ოპე­რა­ცი­ის­თვი­საა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი. თავ­ში კის­ტა აქვს და კლი­ნი­კურ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს. „ცა­რი­ე­ლი ხე­ლით“, ანუ უსახ­სროდ ეს არ გა­მო­დის, ვერ ვა­ხერ­ხებთ. გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კა სა­უკ­თე­სოა ამის­თვის, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­გორც ვთქვი, არ გვაქვს. თუმ­ცა მე­ხუ­თე ოპა­რა­ცია ბა­თუმ­ში გა­კეთ­და. ექიმ­მა მა­შინ ურ­თუ­ლე­სი რამ თა­ვის თავ­ზე აიღო, ხე­ლიც მოგ­ვა­წე­რი­ნეს, რომ შე­საძ­ლო იყო, ოპე­რა­ცია ფა­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჯაბა გა­დარ­ჩა... მას შემ­დეგ თავ­ში ჩა­ნერ­გი­ლი აქვს ხე­ლოვ­ნუ­რი შუნ­ტი იმის­თვის, რომ ორ­გა­ნიზმს ხერ­ხემ­ლი­დან სი­თხის ცირ­კუ­ლი­რე­ბა არ შე­უ­წყდეს. ფილტრი კი კი­სერ­თან აქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი და ასე ხდე­ბა სი­თხის მი­წო­დე­ბა. მოკ­ლედ, მის შემ­დგო­მი ოპე­რა­ცი­ის­თვის თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა არ არის ად­ვი­ლი. მხო­ლოდ ღმერ­თის, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და მათი კე­თი­ლი ნე­ბის იმე­დად ვართ, რომ­ლებ­საც ყო­ვე­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტერ­ში ვი­ზი­ტი­სას ლოც­ვას და სან­თელს ნამ­დვი­ლად არ ვაკ­ლებთ.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ხომ­ლი" ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძის და­სახ­მა­რებლლად.

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE42BG0000000162421607

თი­ბი­სი ბან­კი: GE45TB7420136080100007

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
3

მეგობრებო გთხოვთ დავეხმაროთ ამ.ლამაზ ოჯახს მადლობ

Tamazi
0

ამ ოჯახის რომელიმე წევრის პირადი ანგარიში გამოაქვეყნედ კომენტარად თუ შეიძლება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მეექვსე ოპერაციისთვისაა მოსამზადებელი, თავში კისტა აქვს და კლინიკურ ჩარევას საჭიროებს" - შშმ ოჯახი შვილის გადასარჩენად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

"მეექვსე ოპერაციისთვისაა მოსამზადებელი, თავში კისტა აქვს და კლინიკურ ჩარევას საჭიროებს" - შშმ ოჯახი შვილის გადასარჩენად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

გოგიტა მურცხვალაძე შშმ პირია, მეუღლე და შვილი ჯაბაც შშმ პირები ჰყავს. მათი ოჯახის ამბავს მკითხველი კარგად იცნობს. ბატონ გოგიტას სხვადასხვა გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია. ჯაბას დაბადებიდან მესამე დღეს ტრავმა აქვს მიღებული, სამშობიაროში შეხვევისას ხელიდან გაუვარდათ. მისი დიაგნოზი ჰიდროცეფალიაა. როგორც მამა ამბობს, პირველ და მესამე ოპერაციაზე ქირურგიული შეცდომებიც იქნა დაშვებული და არამარტო ოპერაციაში, შემდგომ - მკურნალობისას.

ჯაბა მურცვხვალაძე 3 სექტემბერს 29 წლის გახდა. მამის ინფორმაცით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის შედაებით უკეთესია, თუმცა „ბოლო პერიოდში მომატებულია ეპილეფსიური მოვლენები. ვცდილობთ, მკურანლობის კურსი არ შევაჩეროთ, რომ მისი მდგომარეობა არ დამძიმდეს. აქ ვგულისხმობ, როგორც ხალხურ მედიცინას, ისე - თანამედროვე მედიცინას. გვინდა, მაქსიმალური გავაკეთოთ, ამასთან, წლებია, დავდივართ ეკლესია-მონასტრების მოსალოცად. წელს დასავლეთ საქართველოში ბევრი ეკლესია-მონასტერი შემოვიარეთ. შვილს ლოცვის მადლითაც ვაძლიერებთ. ბევრისთვის შეიძლება დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ ამ მოლოცვების შემდეგ ბევრი რამ ისწავლა. რაღაც უნარებიც გამოუმუშავდა... რაც მთავარია, იცის დედა, მამა, დედმამიშვილი, არჩევს მწარეს, ტკბილს და ა.შ. ეს ჩვენთვის, მშობლებისთვის თვალშისაცემი და სასიხარულოა,“ - აღნიშნავს ბატონი გოგიტა და მადლიერია იმ ადამიანების, ვინც მათ დახმარებას და გვერდში დგომას არ აკლებს.

„ცოტა ხნის წინ ხვამლის მთაზე ვიყავი. თვითონაც შშმ პირი ვარ, ხელჯოხით დავდივარ და მაგრამ უფალი მაძლევს ძალას ამისთვის და ამჯერადაც ასე იყო, შემაძლებინა, ავსულიყავი ხვამლზე, რაშიც ახლობლებიც დამეხმარნენ. იქ არსებულ წმინდა გიორგის პატარა სალოცავში მივედი. ყველას ვურჩევ და ვუსურვებ ეს მართლაც წმინდა და საკრალური ადგილი მოინახულოს. ვიყავი კაცხის სვეტზეც, კაცხის მაცხოვრის შობის ეკლესიაში, მღვიმის დედათა მონასტერში, ასევე ჯრუჭის მამათა მონასტერში, საჩხერის წმინდა ნინოს მონასტერში (სობორო), სავანეში წმინდა გიორგის ეკლესიაში, თირის ეკლესიაში, ცაგერის რაიონში სოფელ ჩხუტელში სახალხო-საეკლესიო დღესასწაულს - „ჩიტობას“ დავესწარით. ხვამლზე რომ ვიყავი, იმ დღეს ჯაბა 29 წლის გახდა. მისი ჯანმრთელობისთვის ვილოცე და იმ ადამიანებისთვის, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვისას გვერდით გვიდგას. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ქველმოქმედი ხალხი... ჯერ ერთ, რომ სულიერი მოთხოვნა მაქვს ყოველი ეკლესია-მონასტერი მოვილოცოთ და თან, მართაც ვცდილობ, უფრო მეტი გავაკეთოთ შვილისთვის. შარშან სამნი დავდიოდით - მე, ჩემი მეუღლე და ჯაბა. შვილი თავადაც დაგვყავდა, რაც კეთილი ხალხის დახმარებით შევძელით. წელს ეს ვერ მოხერხდა, რადგანაც ეს ხარჯებს მოითხოვს, რაც ვერ გამოინახა.

- ე.ი. ყოველი ასეთი მოლოცვის შემდეგ, ამბობთ, რომ ჯაბა უკეთ გრძნობს თავს?

- კი, ყოველი ასეთი ვიზიტი ეკლესიაში, მასზე დადებითად მოქმედებს. ამას თვლნათლივ ჩვენც ვგრძნობთ. მისი დაავადების მქონე ადამიანები ლოგინად არიან ჩავარდნილები, ამან იცით, რომ ჯერ კიდევ 2000 წელს მამა გაბრიელის საფლავზე აიდგა ფეხი და როცა მოსალოცად მიგვყავს, ცხადია, თავისი ფეხით შედის ყველა ეკლესიაში. რატომღაც ტაძარში შესვლისას ფეხზე იხდის, ამას თავისით აკეთებს. მთავარია, რომ ჯაბა მყავდეს ჯანმრთელი. ზაფხულ რომ მოდის, ყველას უხარია, მაგრამ მისთვის ეს რთული პერიოდია. შემოდოამაზე ამინდის ხშირი ცვლალებადობაც უარყოფითად მოქმედებს... მეექვსე ოპერაციისთვისაა მოსამზადებელი. თავში კისტა აქვს და კლინიკურ ჩარევას საჭიროებს. „ცარიელი ხელით“, ანუ უსახსროდ ეს არ გამოდის, ვერ ვახერხებთ. გერმანიის კლინიკა საუკთესოა ამისთვის, მაგრამ ამის საშუალება, როგორც ვთქვი, არ გვაქვს. თუმცა მეხუთე ოპარაცია ბათუმში გაკეთდა. ექიმმა მაშინ ურთულესი რამ თავის თავზე აიღო, ხელიც მოგვაწერინეს, რომ შესაძლო იყო, ოპერაცია ფატალურად დამთავრებულიყო. მადლობა ღმერთს, ჯაბა გადარჩა... მას შემდეგ თავში ჩანერგილი აქვს ხელოვნური შუნტი იმისთვის, რომ ორგანიზმს ხერხემლიდან სითხის ცირკულირება არ შეუწყდეს. ფილტრი კი კისერთან აქვს დაყენებული და ასე ხდება სითხის მიწოდება. მოკლედ, მის შემდგომი ოპერაციისთვის თანხების მოძიება არ არის ადვილი. მხოლოდ ღმერთის, კეთილი ადამიანების და მათი კეთილი ნების იმედად ვართ, რომლებსაც ყოველი ეკლესია-მონასტერში ვიზიტისას ლოცვას და სანთელს ნამდვილად არ ვაკლებთ.

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლლად.

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007