სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შარლატანია ვინც შეურაცხყოფას აყენებს ყველას გამონათქვამით - "საქართველოში არასწორად მკურნალობენ კოვიდს.." - რას წერს დავით გადელია უცხოეთში მომუშავე ზოგიერთ ქართველ ექიმზე
"შარლატანია ვინც შეურაცხყოფას აყენებს ყველას გამონათქვამით - "საქართველოში არასწორად მკურნალობენ კოვიდს.." - რას წერს დავით გადელია უცხოეთში მომუშავე ზოგიერთ ქართველ ექიმზე

ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს პოსტს, სა­დაც უცხო­ეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი­სა და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის მხრი­დან კრი­ტი­კის შე­სა­ხებ წერს.

"და­ვი­წყებ იმით, რომ ჩვე­ნი რა­მო­დე­ნი­მე თა­ნა­მე­მა­მუ­ლე მარ­თლაც მუ­შა­ობს ევ­რო­პის და ამე­რი­კის ისეთ კლი­ნი­კებ­ში, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და სუ­ფევს მეც­ნი­ე­რუ­ლი გონი, ხდე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის, ცოდ­ნის პე­რი­ო­დუ­ლი - საკ­მა­ოდ ხში­რი ანა­ლი­ზი. ამ ანა­ლიზს აკე­თე­ბენ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და წინ წე­ვენ კა­ცობ­რი­ო­ბის ცოდ­ნას, ამ შემ­თხვე­ვა­ში კო­ვი­დის მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხში.

ჩემ­თვის და ალ­ბათ ყვე­ლას­თვის, ევ­რო­პა­ში ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კლი­ნი­კაა შა­რი­ტეს კლი­ნი­კა, სა­დაც რა­მო­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი მუ­შა­ობს. მე არ მახ­სოვს, რომ ასე­თი, მარ­თლა წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კე­ბის თა­ნამ­შრო­მელს ექი­მუ­რი ეთი­კა შეშ­ლო­დათ, ყო­ფი­ლიყ­ვნენ არა­დე­ლი­კა­ტუ­რე­ბი კო­ლე­გებ­თან პი­რა­დად, ან სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში მი­მარ­თვი­სას.

ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც გა­ნას­ხვა­ოს, გა­არ­ჩი­ოს მარ­თლა კე­თი­ლის მსურ­ვე­ლი, მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე უცხო ქვე­ყა­ნა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, ვინ­მე მო­შარ­ლა­ტა­ნო, ტრა­ბა­ხა ხალ­ხის­გან.პირ­ველ რიგ­ში მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა წარ­დგე­ნი­სას: თუ წა­რად­გე­ნენ "სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი..." და ა.შ. და ეს ექი­მი ამას გა­ყურ­სუ­ლი იმ­შვე­ნებს, ან სუ­ლაც სა­კუ­თარ თავ­ზე ამ­ბობს ამას - ნუ მო­უს­მენთ!

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი და ნიკო ნი­კო­ლა­ძეც კი არ მის­ცემ­დნენ უფ­ლე­ბას ასე მო­ეხ­სე­ნე­ბია ვინ­მეს მათი მარ­თლაც დიდი ღვაწ­ლი! ცოტა კო­მი­კუ­რი­ცაა ეს ამ­ბა­ვი, ამ პრინ­ცი­პით, ყვე­ლა­ზე ვინც სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობს, უნდა ვთქვათ - "მოღ­ვა­წე­ობს"....არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­უ­ჯე­როთ ის­ტე­რი­ულ ჩა­ნარ­თებს - როცა "სპე­ცი­ა­ლის­ტი" ილან­ძღე­ბა, კი­ვის, იგი­ნე­ბა და ა.შ. ასეთ ექი­მებს ყველ­გან ეჭ­ვით შე­ხე­დეთ - გა­რე­თაც და ში­ნაც!

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შარ­ლა­ტა­ნი და ამა­ვე დროს, მავ­ნე ვი­გინ­და­რაა ის, ვინც უბ­რა­ლოდ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს ყვე­ლას ერ­თად, ასე­თი ტი­პის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით: "...სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­წო­რად მკურ­ნა­ლო­ბენ კო­ვიდს..", "..ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა მკურ­ნა­ლო­ბა არ იცი­ან და ბრმად მიყ­ვე­ბი­ან რა­ღაც გა­იდ­ლა­ი­ნებს..".. ამას ისე ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ძაან გული შეს­ტკი­ვათ ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებ­ზე!

სა­ერ­თო ქვაბ­ში ხარ­შა­ვენ ყვე­ლა ექიმს, არ და­გი­დე­ვენ ცალ­კე­უ­ლი ქე­ი­სის გარ­ჩე­ვას და რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია - უი­მე­დო­ბას, ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბას თე­სა­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში! მერე რა ნოყი­ერ ნი­ა­დაგ­ზე ყრი­ან ეჭ­ვის თეს­ლებს - იმ წუ­თას აი­ტა­ცე­ბენ ამ ბინ­ძურ სი­სუ­ლე­ლე­ებს აქა­უ­რი ჰე­ი­თე­რე­ბი და ერ­თი­ა­სად ამ­რავ­ლე­ბენ!

და­ი­მახ­სოვ­რეთ მთა­ვა­რი წესი: არ­ცერ­თი მცოდ­ნე და წე­სი­ე­რი ექი­მი კო­ლე­გას არ ლან­ძღავს სა­ხალ­ხოდ! თუ თვლის, რომ რა­ი­მე შეც­დო­მას აქვს ად­გი­ლი - აუ­ცი­ლებ­ლად გა­არ­ჩევს ექიმ­თან და გუ­ლახ­დი­ლად ეტყვის თა­ვის ხედ­ვებს, გა­უ­ზი­ა­რებს ცოდ­ნას", - წერს და­ვით გა­დე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zasa
2

₾ოთი კაცი კაი კაცი!!

ggg
2

აბა, გამოჩნდით, დაუწყეთ ლანძღვა-გინება ამ სიმართლეს..... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შარლატანია ვინც შეურაცხყოფას აყენებს ყველას გამონათქვამით - "საქართველოში არასწორად მკურნალობენ კოვიდს.." - რას წერს დავით გადელია უცხოეთში მომუშავე ზოგიერთ ქართველ ექიმზე

"შარლატანია ვინც შეურაცხყოფას აყენებს ყველას გამონათქვამით - "საქართველოში არასწორად მკურნალობენ კოვიდს.." - რას წერს დავით გადელია უცხოეთში მომუშავე ზოგიერთ ქართველ ექიმზე

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმებისა და ზოგიერთი მათგანის მხრიდან კრიტიკის შესახებ წერს.

"დავიწყებ იმით, რომ ჩვენი რამოდენიმე თანამემამულე მართლაც მუშაობს ევროპის და ამერიკის ისეთ კლინიკებში, სადაც ყოველდღიური საექიმო საქმიანობის გარდა სუფევს მეცნიერული გონი, ხდება სიტუაციების, ცოდნის პერიოდული - საკმაოდ ხშირი ანალიზი. ამ ანალიზს აკეთებენ მაღალკვალიფიციური ადამიანები და წინ წევენ კაცობრიობის ცოდნას, ამ შემთხვევაში კოვიდის მკურნალობის საკითხში.

ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, ევროპაში ასეთი განსაკუთრებულად ავტორიტეტული კლინიკაა შარიტეს კლინიკა, სადაც რამოდენიმე ქართველი მუშაობს. მე არ მახსოვს, რომ ასეთი, მართლა წამყვანი კლინიკების თანამშრომელს ექიმური ეთიკა შეშლოდათ, ყოფილიყვნენ არადელიკატურები კოლეგებთან პირადად, ან სოციალურ სივრცეში მიმართვისას.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ქვეყნის მოსახლეობამაც განასხვაოს, გაარჩიოს მართლა კეთილის მსურველი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხო ქვეყანაში მომუშავე ქართველი ექიმი, ვინმე მოშარლატანო, ტრაბახა ხალხისგან.პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება წარდგენისას: თუ წარადგენენ "საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი..." და ა.შ. და ეს ექიმი ამას გაყურსული იმშვენებს, ან სულაც საკუთარ თავზე ამბობს ამას - ნუ მოუსმენთ!

იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ნიკოლაძეც კი არ მისცემდნენ უფლებას ასე მოეხსენებია ვინმეს მათი მართლაც დიდი ღვაწლი! ცოტა კომიკურიცაა ეს ამბავი, ამ პრინციპით, ყველაზე ვინც საზღვარგარეთ მუშაობს, უნდა ვთქვათ - "მოღვაწეობს"....არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ ისტერიულ ჩანართებს - როცა "სპეციალისტი" ილანძღება, კივის, იგინება და ა.შ. ასეთ ექიმებს ყველგან ეჭვით შეხედეთ - გარეთაც და შინაც!

განსაკუთრებული შარლატანი და ამავე დროს, მავნე ვიგინდარაა ის, ვინც უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებს ყველას ერთად, ასეთი ტიპის გამონათქვამებით: "...საქართველოში არასწორად მკურნალობენ კოვიდს..", "..ქართველმა ექიმებმა მკურნალობა არ იციან და ბრმად მიყვებიან რაღაც გაიდლაინებს..".. ამას ისე ამბობენ, თითქოს ძაან გული შესტკივათ ქართველ პაციენტებზე!

საერთო ქვაბში ხარშავენ ყველა ექიმს, არ დაგიდევენ ცალკეული ქეისის გარჩევას და რაც ყველაზე ცუდია - უიმედობას, ქართველი ექიმებისადმი უნდობლობას თესავენ მოსახლეობაში! მერე რა ნოყიერ ნიადაგზე ყრიან ეჭვის თესლებს - იმ წუთას აიტაცებენ ამ ბინძურ სისულელეებს აქაური ჰეითერები და ერთიასად ამრავლებენ!

დაიმახსოვრეთ მთავარი წესი: არცერთი მცოდნე და წესიერი ექიმი კოლეგას არ ლანძღავს სახალხოდ! თუ თვლის, რომ რაიმე შეცდომას აქვს ადგილი - აუცილებლად გაარჩევს ექიმთან და გულახდილად ეტყვის თავის ხედვებს, გაუზიარებს ცოდნას", - წერს დავით გადელია.