ავტორი:

"ჩემი პირადი რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი საპირფარეშოში და აბანოში არ გადამიღონ" - მამა შალვა კეკელია ფარულ ჩანაწერებზე

"ჩემი პირადი რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი საპირფარეშოში და აბანოში არ გადამიღონ" - მამა შალვა კეკელია ფარულ ჩანაწერებზე

მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ ადამიანების უკანონო ჩაწერა და მოსმენა საშინელებაა. თუმცა როგორც სასულიერო პირმა "ფორმულას" ეთერში აღნიშნა, მას პირადი "რამის გაშუქების" არ ეშინია.

"ნეტა ყველამ მისმინოს და ნეტა ყველამ მოისმინოს ჩემი ქადაგება - რას და როგორ ვლაპარაკობ. მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ერთი პიროვნება ჩემთან შენდობის სათქმელად მოვიდა, რადგან მას ევალა, რომ ჩვენზე ინფორმაციები შეეგროვებინა. ამიტომ შენდობა მთხოვა, რომ მამაო გისმენდიო.

ჩემი პირადი ისე მაქვს ნაცხოვრები, რომ რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი საპირფარეშოში არ გადამიღონ, საძინებელში არ გადამიღონ და აბანოში არ გადამიღონ.

წარმოდგენა არ მაქვს ვინ აკეთებდა, მაგრამ რომ კეთდებოდა ფაქტია და ცუდია. ჩემთვის, მაგალითად, ვინც ეს ჩაწერა, ისიც ცუდი ადამიანია, ძალიან ცუდი ადამიანია და მეორე, ვინც ამას აშუქებს და ვინც ამას უშვებს, ესეც ძაან მძმეა ჩემთვის" - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.