ავტორი:

"ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ანგელოზი გოგო, დედამისი ანტივაქსერი იყო. ანტივაქსერები მთელ მსოფლიოში თავისივე "ბრძოლის" მსხვერპლნი ხდებიან" - გიორგი ფხაკაძე

"ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ანგელოზი გოგო, დედამისი ანტივაქსერი იყო. ანტივაქსერები მთელ მსოფლიოში თავისივე "ბრძოლის" მსხვერპლნი ხდებიან" - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მსოფლიოში ცნობილი იმ ანტივაქსერების შესახებ წერს, რომლებიც ბოლო დღეებში კორონავირუსმა იმსხვერპლა. ექიმი უცხოურ მედიაში მათ შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციასაც აზიარებს და საზოგადოებას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:

"ანტივაქსერები მთელი მსოფლიოდან თავისივე "ბრძოლის" მსხვერპლნი ხდებიან.

კოვიდით დღეს გარდაიცვალა კიდევ ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში - ქალბატონი ვერონიკა ვალსკი და ასევე ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო კელი კოოკი. ამ პატარა გოგოს დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია.

არაერთ სოციალურ ქსელში ცნობილი ანტივაქსერი გარდაიცვალა კოვიდით (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში) ამ ბოლო დროს, დელტა ვარიანტი არავის ინდობს, მას არ აინტერესებს ადამიანის ასაკი, ეროვნება, რელიგია ან ვაქცინებისადმი მათი დამოკიდებულება. ეს ვირუსი არის ვერაგი.

იპროტესტეთ, საპროტესტოს მეტი რა არის, მაგრამ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს. გახსოვდეთ, ვერც ერთი წამალი და ვერც ერთი ვაქცინა ინფიცირებისგან 100%-ით ვერ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ სიკვდილისგან, რეანიმაციისგან და პოსტკოვიდური (გრძელი კოვიდისგან) მგომარეობისგან.

თუ გაინტერესებთ, რამდენი პროცენტით ხართ დაცული კოვიდვაქცინით, ჩემი პასუხი არის: თუნდაც 1% შანსი, რომ აერიდოთ სიკვდილს, ეს ცოტაა?!

დაფიქრდით და გამოიყენეთ საღი აზრი ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს პოსტებზე წერს უაზრო კომენტარებს, და ის ადამიანები, ვინც ტირაჟირებენ ჩემზე "დამონტაჟებულ ვიდეოებს" ინტერნეტში, მე პრობლემა არ მაქვს თქვენთან, იხალისეთ, ოღონდ მე ნამდვილად არ მინდა, რომ თქვენ გეწიოთ ბატონი ჰაი შოულიანის და ქალბატონი ვერონიკა ვალსკის ბედი, სანამ არის ფაიზერის ვაქცინა საქართველოში, დროზე აიცერით. ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე და გარდაცვლილი ანტივაქსერების შესახებ მასალების ბმულებსა და ფოტოებს აქვეყნებს.