მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეგეტა მოტორსში შიდა გადაადგილების სატვირთოები ელექტრო ავტომობილებმა ჩაანაცვლა
თეგეტა მოტორსში შიდა გადაადგილების სატვირთოები ელექტრო ავტომობილებმა ჩაანაცვლა

თე­გე­ტა შიდა გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და გა­და­ზიდ­ვის­თვის ეკო სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებს იყე­ნებს. კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვა კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, გა­და­ზიდ­ვე­ბი­სათ­ვის, სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში, კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად ეკო­ი­ნო­ვა­ცი­ე­ბის და­ნერგვას ცდი­ლობს და თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს ერ­გე­ბა.

2 თვეა, რაც თე­გე­ტა მო­ტორ­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­ლი­ა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ელექტრო სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდა. კომ­პაქ­ტუ­რი ზო­მის ეკო–სატ­ვირ­თო­ე­ბი თე­გე­ტას სერ­ვის ცენ­ტრის შიდა პე­რი­მეტრზე ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის გა­და­სა­ტა­ნად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

„ვფიქ­რობთ, რომ ელექტრო სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა თე­გე­ტა მო­ტორ­სის სერ­ვის ცენ­ტრში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვაა. ნუ­ლო­ვა­ნი ემი­სი­ის მქო­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი არამ­ხო­ლოდ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის, არა­მედ არა­ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რის, ე.წ. „ხმა­უ­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის“ (Noice Pollution) შემ­ცი­რე­ბას უწყობს ხელს, რაც თე­გე­ტას მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი კომ­ფორ­ტია“ – აცხა­დებს კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ვახ­ტანგ კა­ჭა­რა­ვა.

თე­გე­ტას ელექტრო სატ­ვირ­თო­ე­ბი 3 სა­ათ­ში იმუხ­ტე­ბა და 80 კმ–ის გავ­ლა შე­უძ­ლია. ეკო–სატ­ვირ­თო­ე­ბი მაქ­სი­მუმ 400კგ ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს და მომ­ხმა­რებ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბას უფრო მე­ტად კომ­ფორ­ტულ­სა და ოპე­რა­ტი­ულს ხდის.

ეკო­ლო­გი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, თე­გე­ტა მო­ტორ­სი ენერ­გო ეფექ­ტუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ნერგვას გა­ნაგ­რძობს.

„კომ­პაქ­ტუ­რი ეკო­მე­გობ­რუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჯერ მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ეტა­პია. სა­მო­მავ­ლოდ შიდა ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და გა­და­ზიდ­ვის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­პარ­კი სრუ­ლად ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ჩა­ნაც­ვლდე­ბა“ – ამ­ბობს ვახ­ტანგ კა­ჭა­რა­ვა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

თეგეტა მოტორსში შიდა გადაადგილების სატვირთოები ელექტრო ავტომობილებმა ჩაანაცვლა

თეგეტა მოტორსში შიდა გადაადგილების სატვირთოები ელექტრო ავტომობილებმა ჩაანაცვლა

თეგეტა შიდა გადაადგილებისა და გადაზიდვისთვის ეკო სატვირთო ავტომობილებს იყენებს. კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, ეკოლოგიაზე ზრუნვა კომპანიისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამუშაოების შესრულებისას, გადაზიდვებისათვის, სერვისცენტრებში, კომპანია მუდმივად ეკოინოვაციების დანერგვას ცდილობს და თანამედროვე ტენდენციებს ერგება.

2 თვეა, რაც თეგეტა მოტორსის ცენტრალური ფილიალის ტერიტორიაზე ელექტრო სატვირთო მანქანები გამოჩნდა. კომპაქტური ზომის ეკო–სატვირთოები თეგეტას სერვის ცენტრის შიდა პერიმეტრზე ავტონაწილების გადასატანად არის გათვალისწინებული.

„ვფიქრობთ, რომ ელექტრო სატვირთო მანქანების გამოყენება თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში მნიშვნელოვანი ეკოინიციატივაა. ნულოვანი ემისიის მქონე ავტომანქანები არამხოლოდ ჰაერის დაბინძურების, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორის, ე.წ. „ხმაურის დაბინძურების“ (Noice Pollution) შემცირებას უწყობს ხელს, რაც თეგეტას მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტია“ – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა.

თეგეტას ელექტრო სატვირთოები 3 საათში იმუხტება და 80 კმ–ის გავლა შეუძლია. ეკო–სატვირთოები მაქსიმუმ 400კგ ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს და მომხმარებლის მომსახურებას უფრო მეტად კომფორტულსა და ოპერატიულს ხდის.

ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, თეგეტა მოტორსი ენერგო ეფექტური ინოვაციების დანერგვას განაგრძობს.

„კომპაქტური ეკომეგობრული სატვირთო მანქანების გამოყენება ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპია. სამომავლოდ შიდა ოპერაციებისა და გადაზიდვისთვის განკუთვნილი ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით ჩანაცვლდება“ – ამბობს ვახტანგ კაჭარავა.

NS