საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში პირველი კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა
აჭარაში პირველი კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა

უჩხოს კა­ნი­ო­ნი ტუ­რის­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად მზა­დაა. აჭა­რა­ში პირ­ვე­ლი კა­ნი­ო­ნი გი­დებ­მა და მო­ლაშ­ქრე­ებ­მა ინ­სტრუქ­ტო­რებ­თან ერ­თად და­ლაშ­ქრეს. ექ­სტრე­მი­სა და ად­რე­ნა­ლი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი 12 კას­კა­დო­ვან ჩანჩქერ­ზე თო­კე­ბით და­ეშ­ვნენ, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი 30 მეტ­რია. უჩხოს ხე­ო­ბის კი­ლო­მეტრნა­ხევ­რი­ა­ნი კა­ნი­ო­ნი ულა­მა­ზეს ტყე­ში გა­დის და მის და­ლაშ­ქვრას სა­შუ­ა­ლოდ 4-5 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა.

კა­ნი­ო­ნინ­გი აჭა­რა­ში ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ ENPARD-ის საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სპე­ცი­ა­ლუ­რად პრო­ექ­ტის­თვის გა­დამ­ზად­დნენ კა­ნი­ონ­გის ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტუ­რიზ­მის მოყ­ვა­რუ­ლებს კა­ნი­ო­ნის უსაფრ­თხოდ და­ლაშ­ქვრა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სის შეკ­ვე­თა მსურ­ვე­ლებს აჭა­რის ტუ­რის­ტულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრებ­ში შე­უძ­ლი­ათ.

უჩხოს ხე­ო­ბა ზღვის დო­ნი­დან 1000 მეტრზე, ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს. ის ბა­თუ­მი­დან სა­შუ­ა­ლოდ 2-2,5 სა­ა­თის სა­ვალ ნა­წილ­ზეა. ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვად ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტიც, სა­დაც გარ­და კა­ნი­ო­ნინ­გი­სა 5-ზე მეტი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტია მარ­კი­რე­ბუ­ლი.

NS

sponsored by ContentRoom
ავტორი:

აჭარაში პირველი კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა

აჭარაში პირველი კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა

უჩხოს კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა. აჭარაში პირველი კანიონი გიდებმა და მოლაშქრეებმა ინსტრუქტორებთან ერთად დალაშქრეს. ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულები 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაეშვნენ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 30 მეტრია. უჩხოს ხეობის კილომეტრნახევრიანი კანიონი ულამაზეს ტყეში გადის და მის დალაშქვრას საშუალოდ 4-5 საათი სჭირდება.

კანიონინგი აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში განახორციელა. სპეციალურად პროექტისთვის გადამზადდნენ კანიონგის ინსტრუქტორები, რომლებიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში დაეხმარება. ტურისტული სერვისის შეკვეთა მსურველებს აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ.

უჩხოს ხეობა ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ბათუმიდან საშუალოდ 2-2,5 საათის სავალ ნაწილზეა. ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებით გამორჩეულია თავად ხულოს მუნიციპალიტეტიც, სადაც გარდა კანიონინგისა 5-ზე მეტი ტურისტული მარშრუტია მარკირებული.

NS