სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს" - რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი
"აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს" - რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის, ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტის დევი ტა­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის საკ­ლა­სო სივ­რცე­ში და­სა­წყე­ბად პე­და­გოგ­თა და სკო­ლის თა­ნამ­შრო­მელ­თა სრუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. რო­გორც მან მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რას" პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, აუც­რელ პე­და­გოგს საკ­ლა­სო ოთახ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ უნდა მი­ე­ცეს.

„სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­სა­წყე­ბად ვაქ­ცი­ნა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩემი მო­საზ­რე­ბა ასე­თია, იქ­ნე­ბა ეს ბა­ღის აღ­მზრდე­ლი, სკო­ლის პე­და­გო­გი, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თუ სხვა სას­წავ­ლებ­ლის ლექ­ტო­რი, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, აც­რი­ლი უნდა იყოს. თუ პე­და­გო­გი აც­რი­ლი არ იქ­ნე­ბა, მას არ უნდა ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, საკ­ლა­სო ოთახ­ში შე­ვი­დეს. პი­რა­დად, მას­წავ­ლე­ბელ­თა მხო­ლოდ 80%-ის აც­რას არ ვე­თან­ხმე­ბი, მი­მაჩ­ნია, რომ პე­და­გო­გე­ბი და სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სრუ­ლად უნდა იყ­ვნენ აც­რი­ლი. ბავ­შვე­ბი არი­ან ყვე­ლა­ზე მე­ტად ვირუ­სის გა­დამ­ცე­მე­ბი.

თუ პე­და­გო­გი არ იქ­ნე­ბა აც­რი­ლი და ის საკ­ლა­სო ოთახ­ში შევა, მა­გა­ლი­თად, მე რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვიყო, მას სამ­სა­ხუ­რი­დან აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დი. ის სო­ცი­ა­ლუ­რად სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი და თქვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის. „დელ­ტა“ ვირუ­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ვირუ­სია, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ, ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რად­გან ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, ეს და­ა­ვა­დე­ბა რა გარ­თუ­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს.

„გა­მოკ­ვე­თი­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თირკმლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მივ­დი­ვართ იქამ­დე, რომ პოსტ-კო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბას და­ა­ზა­რა­ლებს“,-გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და შე­ას­რუ­ლონ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

„მინ­და მივ­მარ­თო მო­სახ­ლე­ო­ბას და ვთხო­ვო, რა სი­ტუ­ა­ცი­ა­საც მი­ვაღ­წი­ეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, ამ ყვე­ლა­ფერს წყალ­ში ნუ გა­დავ­ყრით. შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცია და არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ. ნე­ბის­მი­ე­რი ექ­სპერ­ტის, ნე­ბის­მი­ე­რი ექი­მის და ნე­ბის­მი­ე­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის მიდ­გო­მა ასე­თი უნდა იყოს“,-გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

კი მაგრამ, აცრილი, უსიმპტომოდ დაავადებული მასწავლებელი ბავშვისათვის არ არის საშიში? ამაზე რატომ არ წერთ და მსჯელობთ|?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

$$$$$
0

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ნუ ატერორებთ მოსახლეობას, ვისაც უნდა ის იცრება და თქვენი გადასაწყვეტი არაა, ვინ უნდა აიცრას! რას ამოიჩემეთ მასწავლებლები, ექიმები არიან აცრილები 100%-ით?! არც აცრილი მასწავლებლები არიან სრულიად უსაფრთხო და ვიღაცეების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნუ გადაგვაყოლეთ!!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს" - რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი

"აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს" - რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში დასაწყებად პედაგოგთა და სკოლის თანამშრომელთა სრული ვაქცინაციაა აუცილებელი. როგორც მან მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა მიეცეს.

„სასწავლო პროცესის დასაწყებად ვაქცინაცია აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია, იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის პედაგოგი, სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ სხვა სასწავლებლის ლექტორი, ნებისმიერ შემთხვევაში, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს. პირადად, მასწავლებელთა მხოლოდ 80%-ის აცრას არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ პედაგოგები და სკოლის თანამშრომლები სრულად უნდა იყვნენ აცრილი. ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის გადამცემები.

თუ პედაგოგი არ იქნება აცრილი და ის საკლასო ოთახში შევა, მაგალითად, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის სოციალურად საშიშია საზოგადოებისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. „დელტა“ ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვირუსია, რომელიც საბოლოოდ, ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება“, - განაცხადა ტაბიძემ.

მისი განცხადებით, პოსტკოვიდური სინდრომი საყურადღებოა, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს დაავადება რა გართულებებს გამოიწვევს.

„გამოკვეთილია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, თირკმლის მწვავე უკმარისობა. საბოლოოდ მაინც მივდივართ იქამდე, რომ პოსტ-კოვიდური სინდრომი ერთ-ერთი სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა იქნება, რაც მოსახლეობას დააზარალებს“,-განაცხადა ტაბიძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ და შეასრულონ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„მინდა მივმართო მოსახლეობას და ვთხოვო, რა სიტუაციასაც მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, ამ ყველაფერს წყალში ნუ გადავყრით. შევინარჩუნოთ დადებითი ტენდენცია და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ნებისმიერი ექსპერტის, ნებისმიერი ექიმის და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მოქალაქის მიდგომა ასეთი უნდა იყოს“,-განაცხადა ტაბიძემ.