პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდვაქცინების საერთოდ არ სჯერა..." - რას წერს ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი
"საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდვაქცინების საერთოდ არ სჯერა..." - რას წერს ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი

ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი, ზაზა წე­რე­თე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის, ვი­საც კო­ვიდ ვაქ­ცი­ნე­ბის სა­ერ­თოდ არ სჯე­რა, მათ­თვის ვინც აიც­რა, მაგ­რამ გულ­ში რე­ჩხი აქვს და თა­ვის­თვის ფიქ­რობს, რომ იქ­ნებ სჯობ­და არ აც­რი­ლი­ყო, მათ­თვის ვინც ჯერ კი­დევ ორ­ჭო­ფობს აიც­რას თუ არა... მათ­თვის ვი­საც ჰგო­ნია რომ თუკი აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ეს ან და­ი­მა­ლე­ბა, ან იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია რომ აცრა არ ღირს.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ეროვ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კის ოფის­მა (ONS) დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა მის მო­რი­გი რე­პორ­ტი. ოფის­მა გა­ა­ნა­ლი­ზა მო­ნა­ცე­მე­ბი, რათა და­ედ­გი­ნა იმ გარ­დაც­ვლილ­თა ნამ­დვი­ლი რი­ცხვი, რო­მელ­თაც და­უ­ფიქ­სირ­დათ ე.წ "გარ­ღვე­ვის" ინ­ფექ­ცია, ანუ რო­დე­საც კო­ვიდ ვირუს­მა მო­ა­ხერ­ხა გვერ­დი აევ­ლო ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტის­თვის. რო­გორც ამ რე­პორ­ტი­დან ირ­კვე­ვა წელს ინ­გლის­ში პირ­ველ ექვს თვე­ში 50,000-ზე მეტი Covid-19 გარ­დაც­ვა­ლე­ბის ანა­ლი­ზი გვაძ­ლევს და­მამ­შვი­დე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ.

ანა­ლი­ზი აღ­სა­ნიშ­ნა­ვია იმით, რომ ის მო­ი­ცავს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბებს ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ და არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ჯგუ­ფებს შო­რის, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს ასაკ­თან მორ­გე­ბის შემ­დეგ (adjusting for age) არის გა­მოთ­ვლი­ლი. იგი ასე­ვე იძ­ლე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებს "გარ­ღვე­ვის" შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლთა სა­ერ­თო ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც და­ი­ღუპ­ნენ Covid-19- ით ვაქ­ცი­ნის ორი დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ეროვ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კის ოფი­სის (ONS) -ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ და­ად­გი­ნა რომ 2 იან­ვრი­დან 2 ივ­ლი­სამ­დე და­ფიქ­სირ­და 640 გარ­დაც­ვა­ლე­ბა სრუ­ლად აც­რილ პი­რებს შო­რის, ანუ სა­ერ­თო ჯამ­ში 51,281 Covid-19 გარ­დაც­ვა­ლე­ბის 1.2%.იმ 640 ადა­მი­ა­ნი­დან ზოგი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო მე­ო­რე დო­ზამ­დე ან მე­ო­რე დო­ზის­გან დაც­ვის და­წყე­ბამ­დე, გა­ნა­ცხა­და ONS - მა. სა­ა­გენ­ტომ გა­მო­ავ­ლი­ნა რომ მხო­ლოდ 256 შემ­თხვე­ვა იყო ე.წ "გარ­ღვე­ვის" შემ­თხვე­ვა რო­მე­ლიც დამ­თავ­რდა გარ­დაც­ვა­ლე­ბით - ანუ მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბი­დან სულ მცი­რე 14 დღის შემ­დეგ.

ეს Covid-19- ით გარ­დაც­ვლილ­თა 0.5%-ს შე­ად­გენ­სა­მა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ფიქ­სირ­და 38, 964 გარ­დაც­ვა­ლე­ბა Covid-19 - ით, იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ იყ­ვნენ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი. ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კი იყო 84, მა­შინ როცა აუც­რე­ლი Covid -19 გარ­დაც­ვლილ­თათ­ვის ის იყო 82 წელი. მო­ნა­ცე­მებ­მა ასე­ვე აჩ­ვე­ნა რომ "გარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის“ გარ­დაც­ვა­ლე­ბის 13 პრო­ცენ­ტი მოხ­და იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ სუს­ტი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის გამო.

წინა პა­რას­კევს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის მიერ ცხრა შტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი ამ­ცი­რებს Covid-19- ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რისკს 81% -დან 89% -მდე.გერ­მა­ნი­ის მიერ წინა ხუთ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნებ­მა შე­ამ­ცი­რა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რის­კი ამ 60 წლის და უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში 94% - ით და სიკ­ვდი­ლის რის­კი 91% -ით.გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ინ­გლი­სის შე­ფა­სე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ ინ­გლის­ში 100,000 -ზე მეტი სიკ­ვდი­ლის აღ­კვე­თა მო­ა­ხერ­ხა.ONS- ის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ასაკ­თან მორ­გე­ბის შემ­დეგ (adjusting for age), სრუ­ლად აც­რილ პი­რებს შო­რის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2 ივ­ლისს დას­რუ­ლე­ბულ კვი­რა­ში 0.2 იყო 100,000 ადა­მი­ან­ზე, რაც იყო არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე რვა­ჯერ ნაკ­ლე­ბი. ასაკ­თან მორ­გე­ბის შე­დე­გად გა­მოთ­ვლი­ლი ასა­კობ­რი­ვი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კო­სებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­მო­რი­ცხონ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ და არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გან­სხვა­ვე­ბე­ბი შე­საძ­ლოა მათი ასა­კობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბე­ბით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.ასე­თი ამ­ბე­ბი კო­ვიდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ფრონ­ტი­დან, გინდ და­ი­ჯე­რეთ გინდ არა", - წერს წე­რე­თე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
2

გარდაცვალების 1,58 % ვაქცინირებულებში ძალიან მაღალი მაჩვენებელია, გარდა ამისა, არანაირი ინფორმაცია არაა, რა პროცენტს და რა გართულებები განუვითარდა აცრების შემდეგ

რატი
1

ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდეთ თავი, თქვენგან მართალიც აღარ დაიჯერება. 2 შეკითხვა: 1. რას ფიქრობთ გიორგი კანდელაკის მოსაზრებასთან დაკავშირებით (რომელსაც მედიამ მიზანმიმართული იგნორი გაუკეთა), სადაც მან ვაქცინების გონივრულად განაწილების და ეპიდ-სიტუაციის მართვის საინტერესო მოდელი შემოგვთავაზა. 2. კეთილი რომ ინებოთ თქვენ და თქვენმა უნამუსო კოლეგებმა და ებრაულ წამალზე, EXO-CD24-ზე რამე დაწეროთ, არა? კარგია თუ ცუდია და ა.შ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდვაქცინების საერთოდ არ სჯერა..." - რას წერს ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი

"საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდვაქცინების საერთოდ არ სჯერა..." - რას წერს ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდ ვაქცინების საერთოდ არ სჯერა, მათთვის ვინც აიცრა, მაგრამ გულში რეჩხი აქვს და თავისთვის ფიქრობს, რომ იქნებ სჯობდა არ აცრილიყო, მათთვის ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს აიცრას თუ არა... მათთვის ვისაც ჰგონია რომ თუკი აცრილი ადამიანი გარდაიცვალა, ეს ან დაიმალება, ან იმის მანიშნებელია რომ აცრა არ ღირს.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის ოფისმა (ONS) დღეს გამოაქვეყნა მის მორიგი რეპორტი. ოფისმა გაანალიზა მონაცემები, რათა დაედგინა იმ გარდაცვლილთა ნამდვილი რიცხვი, რომელთაც დაუფიქსირდათ ე.წ "გარღვევის" ინფექცია, ანუ როდესაც კოვიდ ვირუსმა მოახერხა გვერდი აევლო ვაქცინის ეფექტისთვის. როგორც ამ რეპორტიდან ირკვევა წელს ინგლისში პირველ ექვს თვეში 50,000-ზე მეტი Covid-19 გარდაცვალების ანალიზი გვაძლევს დამამშვიდებელ მტკიცებულებებს ვაქცინების ეფექტურობის შესახებ.

ანალიზი აღსანიშნავია იმით, რომ ის მოიცავს სიკვდილიანობის შეფასებებს ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ჯგუფებს შორის, რომელიც ამავე დროს ასაკთან მორგების შემდეგ (adjusting for age) არის გამოთვლილი. იგი ასევე იძლევა მნიშვნელოვან დეტალებს "გარღვევის" შემთხვევის მსხვერპლთა საერთო ჯანმრთელობის შესახებ, რომლებიც დაიღუპნენ Covid-19- ით ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ. გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) -ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა რომ 2 იანვრიდან 2 ივლისამდე დაფიქსირდა 640 გარდაცვალება სრულად აცრილ პირებს შორის, ანუ საერთო ჯამში 51,281 Covid-19 გარდაცვალების 1.2%.იმ 640 ადამიანიდან ზოგი ინფიცირებული იყო მეორე დოზამდე ან მეორე დოზისგან დაცვის დაწყებამდე, განაცხადა ONS - მა. სააგენტომ გამოავლინა რომ მხოლოდ 256 შემთხვევა იყო ე.წ "გარღვევის" შემთხვევა რომელიც დამთავრდა გარდაცვალებით - ანუ მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 14 დღის შემდეგ.

ეს Covid-19- ით გარდაცვლილთა 0.5%-ს შეადგენსამავე პერიოდში დაფიქსირდა 38, 964 გარდაცვალება Covid-19 - ით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ვაქცინირებული. ვაქცინირებულთა გარდაცვალების საშუალო ასაკი იყო 84, მაშინ როცა აუცრელი Covid -19 გარდაცვლილთათვის ის იყო 82 წელი. მონაცემებმა ასევე აჩვენა რომ "გარღვევების შემთხვევების“ გარდაცვალების 13 პროცენტი მოხდა იმ ადამიანებში, რომლებსაც ჰქონდათ სუსტი იმუნური სისტემა საავადმყოფოში სხვა დაავადებების მკურნალობის გამო.

წინა პარასკევს გამოქვეყნებული დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ ცხრა შტატის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინები ამცირებს Covid-19- ით ჰოსპიტალიზაციის რისკს 81% -დან 89% -მდე.გერმანიის მიერ წინა ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინებმა შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი ამ 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში 94% - ით და სიკვდილის რისკი 91% -ით.გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისის შეფასებით, ვაქცინაციამ ინგლისში 100,000 -ზე მეტი სიკვდილის აღკვეთა მოახერხა.ONS- ის ანალიზმა აჩვენა, რომ ასაკთან მორგების შემდეგ (adjusting for age), სრულად აცრილ პირებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2 ივლისს დასრულებულ კვირაში 0.2 იყო 100,000 ადამიანზე, რაც იყო არავაქცინირებულთა მაჩვენებელზე რვაჯერ ნაკლები. ასაკთან მორგების შედეგად გამოთვლილი ასაკობრივი სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სტატისტიკოსებს საშუალებას აძლევს გამორიცხონ შესაძლებლობა, რომ ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებს შორის სიკვდილიანობის განსხვავებები შესაძლოა მათი ასაკობრივი განსხვავებებით იყოს განპირობებული.ასეთი ამბები კოვიდ ვაქცინაციის ფრონტიდან, გინდ დაიჯერეთ გინდ არა", - წერს წერეთელი.