საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომივიდა რეპორტი გერმანულ ენაზე... მაინც ვერ მომერევიან ეს პატარა ადამიანები" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი
"მომივიდა რეპორტი გერმანულ ენაზე... მაინც ვერ მომერევიან ეს პატარა ადამიანები" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ცოლი, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი "ინ­სტაგ­რამ­ზე“ აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­მი­მარ­თვას, სა­დაც სა­უბ­რობს იმის შე­სა­ხებ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის "სთო­რებს" არე­პორ­ტე­ბენ.

"პა­ტა­რა ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით ჩემს დღე­ვან­დელ დღე­ზე. ცოტა ხნის წინ მო­მი­ვი­და რე­პორ­ტი "ინ­სტაგ­რამ­ზე", გერ­მა­ნულ ენა­ზე. მინ­და გი­თხრათ, რომ შური და ბოღ­მა ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვია, ამით შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ავ­ნოთ.

თუ გა­ღი­ზი­ა­ნებთ ჩემი სთო­რე­ბი, ნუ უყუ­რებთ, ჩემს რე­პორ­ტებს თავი და­ა­ნე­ბეთ იმი­ტომ, რომ მა­ინც ვერ მო­მე­რე­ვი­ან ეს პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბი.

მკი­თხეს, ვინ არის ის გერ­მა­ნე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემს სთო­რებს არე­პორ­ტებს და ჩემი ინ­სტგა­რა­მის სთო­რე­ბის ყუ­რე­ბის მეტი საქ­მე არ აქვს - არ ვიცი, ვინ არის. ალ­ბათ, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლოა“, – ამ­ბობს დო­რო­ყაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­სი­ლაშ­ვილს ჰყავს გერ­მა­ნე­ლი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, შარ­ლო­ტა ელე­ნა, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ჩოგ­ბურ­თე­ლია. ის სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რი სტუ­მა­რია და აქ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს "ინ­სტაგ­რამ­ზეც" აქ­ვეყ­ნებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ პოს­ტში მან კო­რო­ნა­ვირუსს მად­ლო­ბაც კი გა­და­უ­ხა­და, იმის­თვის რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უ­წია კა­რან­ტი­ნის გა­ტა­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
0

დამთავრდეს ნაირ ნაირი მუდელების მხრიდან საზოგადოების ბულინგი და მასხრად აგდება.

niko
0

პროკურატურა მოწმეებიან მკვლელობას ვერ უმტკიცებს ხალხს და ეს ძალადობა საიდან დაადგინა?

ავტორი:

"მომივიდა რეპორტი გერმანულ ენაზე... მაინც ვერ მომერევიან ეს პატარა ადამიანები" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი

"მომივიდა რეპორტი გერმანულ ენაზე... მაინც ვერ მომერევიან ეს პატარა ადამიანები" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი "ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ვიდეომიმართვას, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელში მის "სთორებს" არეპორტებენ.

"პატარა ისტორიას მოგიყვებით ჩემს დღევანდელ დღეზე. ცოტა ხნის წინ მომივიდა რეპორტი "ინსტაგრამზე", გერმანულ ენაზე. მინდა გითხრათ, რომ შური და ბოღმა ძალიან ცუდი ამბავია, ამით შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავს ავნოთ.

თუ გაღიზიანებთ ჩემი სთორები, ნუ უყურებთ, ჩემს რეპორტებს თავი დაანებეთ იმიტომ, რომ მაინც ვერ მომერევიან ეს პატარა ადამიანები.

მკითხეს, ვინ არის ის გერმანელი ადამიანი, ვინც ჩემს სთორებს არეპორტებს და ჩემი ინსტგარამის სთორების ყურების მეტი საქმე არ აქვს - არ ვიცი, ვინ არის. ალბათ, თავისი ცხოვრებით ძალიან უკმაყოფილოა“, – ამბობს დოროყაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს ჰყავს გერმანელი მეგობარი გოგონა, შარლოტა ელენა, რომელიც თავადაც ჩოგბურთელია. ის საქართველოს ხშირი სტუმარია და აქ გადაღებულ ფოტოებს "ინსტაგრამზეც" აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში მან კორონავირუსს მადლობაც კი გადაუხადა, იმისთვის რომ საქართველოში მოუწია კარანტინის გატარება.