მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლოლიტა დანილინა რუსეთიდან ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან სტუმრად, ბატონ მიშასაც გავაცანი" - მეუფე ნიკოლოზი სუს-ის ჩანაწერებზე, ლუგარის ლაბორატორიასა და რუსეთიდან თანხის გადმორიცხვაზე
"ლოლიტა დანილინა რუსეთიდან ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან სტუმრად, ბატონ მიშასაც გავაცანი" - მეუფე ნიკოლოზი სუს-ის ჩანაწერებზე, ლუგარის ლაბორატორიასა და რუსეთიდან თანხის გადმორიცხვაზე

12 სექ­ტემ­ბერს, გვი­ან ღა­მით ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, ღია პორ­ტალ­ზე 300-მდე ფა­ი­ლი აიტ­ვირ­თა. სა­უ­ბა­რია სამი ათა­სამ­დე დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხე­ბა.

სუს-იდან გა­ჟო­ნილ მა­სა­ლებ­ში, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო იერ­არ­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბის ფა­რულ მი­ყუ­რა­დე­ბას შე­ე­ხე­ბა, 100-მდე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეა ინ­ფორ­მა­ცია. სუს-ის სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებ­ში კუ­მურ­დოს, კა­რი­სა და ახალ­ქა­ლა­ქის მიტ­რო­პო­ლი­ტი ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვი­ლიც ფი­გუ­რი­რებს, რო­მელ­საც უწყე­ბა რუ­სე­თის აგენ­ტო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ოპე­რა­ტი­ულ ცნო­ბა­ში წე­რია, რომ მე­უ­ფე დიდი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ლო­ლი­ტა და­ნი­ლი­ნას ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, ასე­ვე პატ­რი­არ­ქის პი­რა­დი შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და. რო­გორც დგინ­დე­ბა, მე­უ­ფეს არა­მარ­ტო უს­მენ­დნენ, მის პი­რად მი­მო­წე­რებ­საც კი­თხუ­ლობ­დნენ. ოპე­რა­ტი­უ­ლი ცნო­ბის თა­ნახ­მად, და­ნი­ლი­ნამ მე­უ­ფე ნი­კო­ლოზს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­და­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ, 2 ივ­ლისს მოს­კო­ვი­დან 30 ათა­სი დო­ლა­რი ჩა­უ­რი­ცხა და მი­უ­თი­თა, თით­ქოს თან­ხა სა­ეკ­ლე­სიო შე­სა­წი­რის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი ადას­ტუ­რებს, რომ სუს-ის სა­ი­დუმ­ლო ფა­ი­ლებ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­უბ­რე­ბი მას­სა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს შო­რის ნამ­დვი­ლად შედ­გა, თუმ­ცა უარ­ყოფს იმას, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს, 30 ათა­სი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­სა და პატ­რი­არ­ქის შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცა.

მიტ­რო­პო­ლი­ტი ნი­კო­ლო­ზი ამ­ბობს, რომ იც­ნობს ლო­ლი­ტა და­ნი­ლი­ნას.

„ერთი პე­რი­ო­დი, ძა­ლი­ან ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და ჩემ­თან სტუმ­რად. ცხოვ­რე­ბა ისე­თია, რომ იც­ვლე­ბა რა­ღა­ცე­ბი. მას იც­ნობ­და ყვე­ლა, ვინც მე მიც­ნობს და ყვე­ლამ იცის, რომ ეს ადა­მი­ა­ნი რუ­სე­თი­დან ჩემ­თან ჩა­მო­დი­ო­და სტუმ­რად. ალ­ბათ ასე, 2007 წლი­დან, თუ 2008 წლი­დან, ზუს­ტად აღარ მახ­სოვს. ძა­ლი­ან მკა­ფიო, სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა იყო და ვინც შე­მეძ­ლო, ყვე­ლა გა­ვა­ცა­ნი. ბა­ტონ მი­შა­საც გა­ვა­ცა­ნი (იგუ­ლის­ხმე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი) იმი­ტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა", - თქვა მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

კი­თხვა­ზე, სი­მარ­თლეა თუ არა, რომ მან ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის სტუმ­რო­ბის შე­სა­ხებ ვინ­მე ლო­ლი­ტა და­ნი­ლი­ნას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა უპა­სუ­ხა:

„მე ახ­ლაც არ მაქვს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, გარ­და იმი­სა, რაც ყვე­ლამ ვი­ცით, რომ იქ კო­ვიდ ტეს­ტებს აკე­თე­ბენ, არა­ფე­რი სხვა არ ვიცი ამ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე სა­ერ­თოდ. შე­მიძ­ლია სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რი გა­ვი­ა­რო. ის, რომ ვიც­ნობ­დი ქალ­ბა­ტონ ლო­ლი­ტას, ეს ყვე­ლამ იცო­და და ამას ძა­ლი­ან კარ­გად ებ­მის ის ის­ტო­რია, რომ მე შე­იძ­ლე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვუგ­ზავ­ნო ინ­ფორ­მა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პი­რად ან­გა­რიშ­ზე რუ­სე­თი­დან შეს­რუ­ლე­ბულ ტრან­ზაქ­ცი­ას, მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, გად­მო­რი­ცხვის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, არ კეთ­დე­ბა, არ სრულ­დე­ბა ასე­თი ოპე­რა­ცია", - ამ­ბობს მიტ­რო­პო­ლი­ტი.

ფა­რულ თვალ­თა­ვალ­სა და მოს­მე­ნებს რაც ეხე­ბა, მისი სი­ტყვე­ბით, „უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი უნდა ფლობ­დეს ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ოღონდ, ამის შე­სა­ხებ არა­ვინ უნდა იცო­დეს“.

„იცით რა­შია საქ­მე? მე ჩემი ქვეყ­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურს ვენ­დო­ბი მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ისი­ნი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად იქ­ცე­ვი­ან. მინ­და, რომ გან­ვი­თარ­დეს ეს სამ­სა­ხუ­რი. არც ერთ ადა­მი­ანს არ ვიც­ნობ უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში, ვი­საც შე­უძ­ლია, რომ ასე­თი მოს­მე­ნე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს... არ ვიც­ნობ, თუ ვიც­ნობ, თქვას თვი­თონ. ჰოდა, კი­ნო­ე­ბი მაქვს ნა­ნა­ხი, ერთი ფილ­მი მაქვს ნა­ნა­ხი, სა­დაც ამ თე­მა­ზეა სა­უ­ბა­რი. ადა­მი­ანს, ქალს უნიშ­ნა­ვენ, პი­რად მცველს, რო­მე­ლიც ამ ქალს კა­მე­რას უყე­ნებს ტუ­ა­ლეტ­ში. ეს ქალი გა­და­ი­რე­ვა ამა­ზე, რას ჰქვია, მე არ მჭირ­დე­ბაო! თქვენ ჩემი დაც­ვის ობი­ექ­ტი ხართ, ამი­ტომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა თქვენ­ზე თავ­დას­ხმას სად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. ეს იქ­ნე­ბა ტუ­ა­ლე­ტი, თქვე­ნი სა­ძი­ნე­ბე­ლი, მე ყვე­ლაფ­რი უნდა ვი­ცო­დეო, მე ეს მეს­მის, მე ამას ვე­თან­ხმე­ბი, თუ ჩვენ ვართ დაც­ვის ობი­ექ­ტი", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

სკან­და­ლურ მოვ­ლე­ნას ფბ-ზე სტა­ტუ­სით გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე:

"ძა­ლი­ან ცუ­დია, თუ სი­მარ­თლეა უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ისე, ზო­გი­ერ­თი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ფაბ­რი­კა­ცი­ე­ბიც ბევ­რი გვი­ნა­ხავს, ცი­ლის­წა­მე­ბე­ბიც. სამ­წუ­ხა­როდ, თა­ვად ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა შეგ­ვაჩ­ვი­ეს, რომ ახა­ლი ამ­ბე­ბი "იქ­მნე­ბა" და არა უბ­რა­ლოდ შუქ­დე­ბა. ტყუ­ი­ლის და მარ­თა­ლის შე­რე­ვით კი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ცი­ლის­წა­მე­ბე­ბი იქ­მნე­ბა. ამი­ტომ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ ვიჩ­ქა­რებ", - და­წე­რა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ.

AMBEBI.GE სუს-იდან გა­მო­ჟო­ნი­ლი მა­სა­ლე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას­თან და მოს­მე­ნა-თვალ­თვა­ლის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის­თვის უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გვი­პა­სუ­ხეს, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სუს-ი ამ ეტაპ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რედი
0

თუ ეს ინფორმაცია ჰქონდა სუსს და ეს ყველაფერი დასტურდებოდა, რატომ დარბოდა ეს ქვეყნის მოღალატე გარეთ. რატომ არ დააკავეს?!

რეფორმები
4

რეფორმები ბატონებო, რეფორმები. არ არის შუასაუკუნეები, მზე რო ჩავა არც მერე არ ბნელა! 21-ე საუკუნეა, ყველამ ყველაფერი იცის და მიესადაგეთ დროს, სანამ გვიან არ არის. ასე თუ გააგრძელებთ: წავა ეს ბნელი თაობა და მომავალ თაობას, ქუდიც რომ შეუგდო არ შევა ეკლესიაში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ლოლიტა დანილინა რუსეთიდან ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან სტუმრად, ბატონ მიშასაც გავაცანი" - მეუფე ნიკოლოზი სუს-ის ჩანაწერებზე, ლუგარის ლაბორატორიასა და რუსეთიდან თანხის გადმორიცხვაზე

"ლოლიტა დანილინა რუსეთიდან ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან სტუმრად, ბატონ მიშასაც გავაცანი" - მეუფე ნიკოლოზი სუს-ის ჩანაწერებზე, ლუგარის ლაბორატორიასა და რუსეთიდან თანხის გადმორიცხვაზე

12 სექტემბერს, გვიან ღამით ინტერნეტსივრცეში, ღია პორტალზე 300-მდე ფაილი აიტვირთა. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

სუს-იდან გაჟონილ მასალებში, რომელიც მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენელების ფარულ მიყურადებას შეეხება, 100-მდე სასულიერო პირის პირად ცხოვრებაზეა ინფორმაცია. სუს-ის საიდუმლო მასალებში კუმურდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც ფიგურირებს, რომელსაც უწყება რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებს. ოპერატიულ ცნობაში წერია, რომ მეუფე დიდი ფულის სანაცვლოდ, რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილინას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, ასევე პატრიარქის პირადი შეხვედრების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. როგორც დგინდება, მეუფეს არამარტო უსმენდნენ, მის პირად მიმოწერებსაც კითხულობდნენ. ოპერატიული ცნობის თანახმად, დანილინამ მეუფე ნიკოლოზს ინფორმაციების გადაცემის სანაცვლოდ, 2 ივლისს მოსკოვიდან 30 ათასი დოლარი ჩაურიცხა და მიუთითა, თითქოს თანხა საეკლესიო შესაწირისთვის იყო განკუთვნილი.

მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს, რომ სუს-ის საიდუმლო ფაილებში დასახელებული საუბრები მასსა და რუსეთის მოქალაქეს შორის ნამდვილად შედგა, თუმცა უარყოფს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეს, 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ლუგარის ლაბორატორიისა და პატრიარქის შეხვედრების შესახებ ინფორმაცია გადასცა.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ იცნობს ლოლიტა დანილინას.

„ერთი პერიოდი, ძალიან ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან სტუმრად. ცხოვრება ისეთია, რომ იცვლება რაღაცები. მას იცნობდა ყველა, ვინც მე მიცნობს და ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი რუსეთიდან ჩემთან ჩამოდიოდა სტუმრად. ალბათ ასე, 2007 წლიდან, თუ 2008 წლიდან, ზუსტად აღარ მახსოვს. ძალიან მკაფიო, საინტერესო პიროვნება იყო და ვინც შემეძლო, ყველა გავაცანი. ბატონ მიშასაც გავაცანი (იგულისხმება სააკაშვილი) იმიტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საშუალება, რომ ჩვენ ურთიერთობების ნორმალიზება გაგვეკეთებინა", - თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "ტვ პირველის" ეთერში.

კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ მან ლუგარის ლაბორატორიაში რუსული დელეგაციის სტუმრობის შესახებ ვინმე ლოლიტა დანილინას მიაწოდა ინფორმაცია, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა უპასუხა:

„მე ახლაც არ მაქვს ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც ყველამ ვიცით, რომ იქ კოვიდ ტესტებს აკეთებენ, არაფერი სხვა არ ვიცი ამ ლუგარის ლაბორატორიაზე საერთოდ. შემიძლია სიცრუის დეტექტორი გავიარო. ის, რომ ვიცნობდი ქალბატონ ლოლიტას, ეს ყველამ იცოდა და ამას ძალიან კარგად ებმის ის ისტორია, რომ მე შეიძლება ლუგარის ლაბორატორიაზე გადავუგზავნო ინფორმაცია. რაც შეეხება ჩემს პირად ანგარიშზე რუსეთიდან შესრულებულ ტრანზაქციას, მე რამდენადაც ვიცი, გადმორიცხვის გაკეთება არ შეიძლება, არ კეთდება, არ სრულდება ასეთი ოპერაცია", - ამბობს მიტროპოლიტი.

ფარულ თვალთავალსა და მოსმენებს რაც ეხება, მისი სიტყვებით, „უსაფრთხოების სამსახური უნდა ფლობდეს ყველანაირ ინფორმაციას, ოღონდ, ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს“.

„იცით რაშია საქმე? მე ჩემი ქვეყნის უშიშროების სამსახურს ვენდობი მაშინაც კი, როდესაც ისინი არაპროფესიონალურად იქცევიან. მინდა, რომ განვითარდეს ეს სამსახური. არც ერთ ადამიანს არ ვიცნობ უშიშროების სამსახურში, ვისაც შეუძლია, რომ ასეთი მოსმენები განახორციელოს... არ ვიცნობ, თუ ვიცნობ, თქვას თვითონ. ჰოდა, კინოები მაქვს ნანახი, ერთი ფილმი მაქვს ნანახი, სადაც ამ თემაზეა საუბარი. ადამიანს, ქალს უნიშნავენ, პირად მცველს, რომელიც ამ ქალს კამერას უყენებს ტუალეტში. ეს ქალი გადაირევა ამაზე, რას ჰქვია, მე არ მჭირდებაო! თქვენ ჩემი დაცვის ობიექტი ხართ, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენზე თავდასხმას სად განახორციელებენ. ეს იქნება ტუალეტი, თქვენი საძინებელი, მე ყველაფრი უნდა ვიცოდეო, მე ეს მესმის, მე ამას ვეთანხმები, თუ ჩვენ ვართ დაცვის ობიექტი", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სკანდალურ მოვლენას ფბ-ზე სტატუსით გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე:

"ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ისე, ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ, თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები "იქმნება" და არა უბრალოდ შუქდება. ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ", - დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ.

AMBEBI.GE სუს-იდან გამოჟონილი მასალების ავთენტურობასთან და მოსმენა-თვალთვალის კანონიერებასთან დაკავშირებით კომენტარისთვის უწყების პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სუს-ი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.