სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხედე შენ საქმეს, რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია" - რას პასუხობს შოთა არველაძე ლევან კობიაშვილს
"მიხედე შენ საქმეს, რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია" - რას პასუხობს შოთა არველაძე ლევან კობიაშვილს

ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, შოთა არ­ვე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს. "მი­ხე­დე რა შენს საქ­მეს - რას პრო­ფე­სო­რობ", - ასე უპა­სუ­ხა "იმე­დის" ეთერ­ში კო­ბი­აშ­ვილ­მა ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას.

  • შოთა არ­ვე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნაკ­რებ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­სა და აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც წერს.

"ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­დეგ­ზე ჩემ­მა შე­ფა­სე­ბამ და შემ­დეგ გა­მოხ­მა­უ­რე­ბამ, რო­მე­ლიც ჩემი მი­სა­მარ­თით იყო შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, და­მარ­წმუ­ნა, რომ არ უნდა მივ­მარ­თო კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს, ჯგუფს ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თვი­საც ეს კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თე. ამ შე­ფა­სე­ბით, ვცა­დე დის­კუ­სი­ის გახ­სნა ფეხ­ბურთში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბით არც იწყე­ბა და არც მთავ­რდე­ბა.

თუ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ პრობ­ლე­მის ძი­ე­ბას მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­ში, ან გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის შეც­ვლა გვე­გო­ნე­ბა, უკე­თეს შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წევთ.უნდა გვქონ­დეს ჩვე­ნი სტი­ლი, იდე­ო­ლო­გია, ფი­ლო­სო­ფია, რო­მელ­ზეც და­ვა­შე­ნებთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­საც, აკა­დე­მი­ებ­საც, საკ­ლუ­ბო სის­ტე­მა­საც და მწვრთნელ­თა გა­ნათ­ლე­ბა­საც - ეს არის ერ­თა­დერ­თი და სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი.

და­ვე­ლო­დე­ბი გულ­შე­მატ­კივ­რის შე­ფა­სე­ბას და მო­ვის­მენ ნე­ბის­მი­ერ აზრს, რო­მე­ლიც უფრო გაშ­ლის დის­კუ­სი­ას და შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას.

"მი­ხე­დე რა შენ საქ­მეს, რას პრო­ფე­სო­რობ" - რაც შე­ე­ხე­ბა ამ ფრა­ზას, მი­ნი­მუმ არ ვიმ­სა­ხუ­რებ ასეთ პა­სუხს და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, თუმ­ცა ამა­ზე უა­რე­სე­ბიც ამი­ტა­ნია და მო­მით­მე­ნია.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი კი ის ად­გი­ლია, სა­დაც 15 წელი გა­ვა­ტა­რე, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი გოლი გა­ვი­ტა­ნე და არა­ვის­ზე ნაკ­ლებ გულ­შე­მატ­კივ­რად არ ვთვლი თავს - ეს გუნ­დი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩემი საქ­მე, მოს­წონს ვინ­მეს ეს, თუ არა", - წერს შოთა არ­ვე­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბის შე­ფა­სე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­და­ცე­მა­ში "სპორ­ტი იმედ­ზე" - "წა­ა­გებს ნაკ­რე­ბი და ჩამ­წკრივ­დე­ბი­ან და კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ. აქ არ იყა­ვით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში? გე­კე­თე­ბი­ნა, თუ რამე შე­გეძ­ლო?! ერთი მო­ე­და­ნი არ გა­გი­კე­თე­ბია, და­დი­ხარ და რა­ღა­ცებს პრო­ფე­სო­რობ. პრობ­ლე­მა კი არ მაქვს, უნდა აკ­რი­ტი­კო, მაგ­რამ შე­მოგ­ვთა­ვა­ზე, თუ შე­გიძ­ლია, მოდი და იმუ­შა­ვე... დგა­ხარ, რა­ღა­ცებს პრო­ფე­სო­რობ... თუ გინ­და, გე­უბ­ნე­ბი­ან, მოდი და იმუ­შა­ვე. ხან რა მი­ზე­ზებს ედე­ბი­ან, ხან რას. მი­ხე­დე რა შენს საქ­მეს", - აღ­ნიშ­ნა კო­ბი­აშ­ვილ­მა.

თა­ვის მხრივ კო­ბი­აშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და აჩი არ­ვე­ლა­ძის კრი­ტი­კა - "მინ­და ვთქვა, რომ ვი­ღა­ცებს მი­სა­მარ­თი ეშ­ლე­ბათ, ან ვერ ხვდე­ბი­ან სად არი­ან. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, როცა ნაკ­რებ­ში მუ­შა­ობ, თავს უფ­ლე­ბა მის­ცე და ისე მო­იქ­ცე, რო­გორც მწვრთნე­ლი ან­ტა­ლი­ა­ში, საკ­ლუ­ბო შეკ­რე­ბე­ბის დროს იქ­ცე­ვა! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამ­დე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის თა­მა­ში და დე­ბი­უ­ტი ასეთ მოკ­ლე დრო­ში, ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ნაკ­რე­ბო მატ­ჩებ­ში?!" - აღ­ნიშ­ნა აჩი არ­ვე­ლა­ძემ "აჭა­რას­პორტთან" სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახეთიდან
0

მშვენივრად,, აკეთეს'' თავიაანთ საქმე არველაძეებმა .მაგათ დროს დაინგრა ფეხბურთი. ეხლა ჩუმათ მაინც იყვნენ .ყველამ კარგათ იცის ყველაფერი.

განცვიფრებული
1

უი კობიაშვილი თურმე ლაპარაკი შზლებია!? სიტყვა პროფესორიც იცის?? უსირცხვილო, გლდანელებს კითხეთ მაგისი მზრუნველობის ამბავი. ვიზე ლაპარაკობს.როგორ უსამართლოდ "მოიგო" არჩევნები ცნობილია. შოთა არველაძემ ასეთებს პასუხიც არ უნდა გასცეს ღირსი არ არიან.. მართლაც ქოცისაგან მეტს რას უნდა ელოდე..... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მიხედე შენ საქმეს, რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია" - რას პასუხობს შოთა არველაძე ლევან კობიაშვილს

"მიხედე შენ საქმეს, რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია" - რას პასუხობს შოთა არველაძე ლევან კობიაშვილს

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებას პასუხობს. "მიხედე რა შენს საქმეს - რას პროფესორობ", - ასე უპასუხა "იმედის" ეთერში კობიაშვილმა ძმები არველაძეების მიერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

  • შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ნაკრებში არსებულ პრობლემებსა და აღნიშნულ თემაზე თავისი დამოკიდებულების შესახებაც წერს.

"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე. ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება.

თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი.

დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს, რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია.

ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა", - წერს შოთა არველაძე.

ცნობისთვის, ლევან კობიაშვილმა ძმები არველაძეების შეფასებებზე კომენტარი გადაცემაში "სპორტი იმედზე" - "წააგებს ნაკრები და ჩამწკრივდებიან და კომენტარებს აკეთებენ. აქ არ იყავით წლების განმავლობაში? გეკეთებინა, თუ რამე შეგეძლო?! ერთი მოედანი არ გაგიკეთებია, დადიხარ და რაღაცებს პროფესორობ. პრობლემა კი არ მაქვს, უნდა აკრიტიკო, მაგრამ შემოგვთავაზე, თუ შეგიძლია, მოდი და იმუშავე... დგახარ, რაღაცებს პროფესორობ... თუ გინდა, გეუბნებიან, მოდი და იმუშავე. ხან რა მიზეზებს ედებიან, ხან რას. მიხედე რა შენს საქმეს", - აღნიშნა კობიაშვილმა.

თავის მხრივ კობიაშვილის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა აჩი არველაძის კრიტიკა - "მინდა ვთქვა, რომ ვიღაცებს მისამართი ეშლებათ, ან ვერ ხვდებიან სად არიან. წარმოუდგენელია, როცა ნაკრებში მუშაობ, თავს უფლება მისცე და ისე მოიქცე, როგორც მწვრთნელი ანტალიაში, საკლუბო შეკრებების დროს იქცევა! როგორ შეიძლება, ამდენი ფეხბურთელის თამაში და დებიუტი ასეთ მოკლე დროში, ასეთ მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებში?!" - აღნიშნა აჩი არველაძემ "აჭარასპორტთან" საუბრისას.