მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგათა კრისტის ტოპ 5 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
აგათა კრისტის ტოპ 5 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დოფ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი აგა­თა კრის­ტის ცხოვ­რე­ბა ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორც მისი შე­მოქ­მე­დე­ბა. ის სავ­სეა სა­ინ­ტე­რე­სო და იდუ­მა­ლი ფაქ­ტე­ბით, ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბე­ბით. სწო­რედ ეს და­ეხ­მა­რა აგ­ა­თას გამ­ხდა­რი­ყო მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბის ავ­ტო­რი და ის­ტო­რი­ა­ში სხვა­დას­ხვა ნიშ­ნით შე­სუ­ლი­ყო. გთა­ვა­ზობთ 5 ფაქტს, რო­მე­ლიც აგა­თა კრის­ტი­ზე უნდა იცო­დეთ:

  • აგა­თა კრის­ტი გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორ­დის წიგნ­შია შეყ­ვა­ნი­ლი, ყვე­ლა­ზე სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნის­თვის. კრე­ბუ­ლი „მის მარპლის ის­ტო­რი­ე­ბი“ შედ­გე­ბა 4032 გვერ­დი­სა­გან და იწო­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 7 კგს–ს.
  • აგა­თა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს მედ­დად მსა­ხუ­რობ­და, შემ­დგომ კი ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში ფარ­მა­ცევ­ტად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მან კარ­გად შე­ის­წავ­ლა ყვე­ლა სა­ხის შხა­მი და მომ­წავ­ლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რა­მაც დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე. მისი ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა, სწო­რედ მო­წამ­ვლის­გან კვდე­ბა.
  • თქვენ შე­გიძ­ლი­ათ იქი­რა­ოთ მისი ძვე­ლი სახ­ლი. თუ გინ­დათ ზუს­ტად შე­იგ­რძნოთ საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის მის­ტი­უ­რი გა­რე­მო, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეწ­ვი­ოთ ინ­გლის­ში დე­ვონ­შირს, სა­დაც აგ­ა­თას სა­ზა­ფხუ­ლო ერთ სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სახ­ლის და­ქი­რა­ვე­ბა, ერთი ღა­მით 500 დო­ლა­რად შე­გეძ­ლე­ბათ.
  • მწე­რალს დისგრა­ფია სჭირ­და, მას არ შე­ეძ­ლო ტექ­სტის ჩა­წე­რა. ამი­ტომ მისი ყვე­ლა წიგ­ნი კარ­ნა­ხი­თაა და­წე­რი­ლი.
  • 1926 წელს აგა­თა კრის­ტი 10 დღით გა­უ­ჩი­ნარ­და. სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და მე­უღ­ლე­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა იყო. ძებ­ნის შემ­დეგ ის სას­ტუმ­რო Harrogate-ში იპოვ­ნეს. იგი ამ­ნე­ზი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და ვერ იხ­სე­ნებ­და ვერც მე­უღ­ლის და ვერც სა­კუ­თა­რი შვი­ლის სა­ხელს. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მწე­რალ­მა სა­გან­გე­ბოდ გა­ი­თა­მა­შა.

აგა­თა კრის­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. თუმ­ცა მის წიგ­ნებს შო­რის არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხუ­თე­უ­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წი­ა­კი­თხოთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხუ­თე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ვილა „ჩა­ლის­ფე­რი ცხე­ნი“

ახალ­გაზ­რდა ის­ტო­რი­კო­სი, მო­გოლ­თა მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რის მკვლე­ვა­რი მარკ ის­თერბრუ­კი უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მოწ­მე ხდე­ბა. ყვე­ლას­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი მღვდლის მკვლე­ლო­ბა და ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ავად­მყო­ფო­ბით სიკ­ვდი­ლის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, თა­ნაც ერთი და იმა­ვე სიმპტო­მით. მაგ­რამ ეს უც­ნა­უ­რად არა­ვის ეჩ­ვე­ნე­ბა - ადა­მი­ა­ნი გა­ცივ­და, გრი­პი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით გა­ურ­თულ­და, მერე რა, რა არის ამა­ში ახა­ლი და სა­ეჭ­ვო?! ამა­ვე აზრს იზი­ა­რებს პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტო­რი ლეჟე­ნიც, მაგ­რამ რას მი­ა­ნიშ­ნებს მოკ­ლუ­ლი მამა გორ­მა­ნის ფეხ­საც­მელ­ში ნა­პოვ­ნი ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯი, ზედ გვა­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლით?! იქ ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ხომ ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა?! რა­ტომ მი­დის კვა­ლი ყო­ველ ჯერ­ზე ვილა „ჩა­ლის­ფერ ცხენ­ში“? ეს მის­ტი­კაა თუ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ვე­რა­გი თაღ­ლი­თო­ბა? ამის გარ­კვე­ვა მო­უ­წევთ მარკ ის­თერბრუკ­სა და მის მე­გო­ბარ ქალს, ჯინ­ჯერ კო­რი­განს.

უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის გა­მოც­და

კორ­სი­კა­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი სამი თვის შემ­დეგ პა­რიზ­ში მყო­ფი ლორ­დი პი­ტერ უიმ­ზი შო­კის­მომ­გვრელ ცნო­ბას იღებს: ყვე­ლა ინ­გლი­სუ­რი გა­ზე­თი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია სტა­ტი­ე­ბით მისი ძმის, ჯე­რალ­დის, მიერ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ტრა­გე­დია დენ­ვე­რის ჰერ­ცო­გის მა­მულ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა. ჯე­რალ­დი და მისი დის საქმრო კა­პი­ტა­ნი დე­ნის ქათ­კარ­ტი წა­კა­მათ­დნენ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კი სა­სი­ძო ტყვი­ით გან­გმი­რუ­ლი იპო­ვეს. ერ­თა­დერ­თი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ჯე­რალდ უიმ­ზია, ხოლო ამ იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი საქ­მის გახ­სნა მხო­ლოდ მის ძმას, ინ­გლი­სის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ მა­ძე­ბარ პი­ტერ უიმ­ზის ძა­ლუძს...

და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი

ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი აგენ­ტი თო­მას ბე­რეს­ფორ­დი ბედს არ უჩი­ვის, ცხოვ­რობს მშვი­დად, მაგ­რამ მისი მო­უს­ვე­ნა­რი მე­უღ­ლე, ტა­პენ­სი, მო­წყე­ნი­ლია - ენატ­რე­ბა ის დრო, როცა ქმარს სა­ხი­ფა­თო საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და და ჯა­შუ­შებს იჭრ­დნენ... და უცებ ბედ­მა გა­უ­ღი­მა მის ქმარს სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ტექ­ტი­უ­რი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შეს­თა­ვა­ზე­ბენ და თავ­გა­და­სავ­ლე­ბიც იწყე­ბა...

დიდი ოთხე­უ­ლი

„დიდი ოთხე­უ­ლი“ - სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია; „დიდი ოთხე­უ­ლის“ წევ­რე­ბი - N1 ბო­რო­ტი, N2 მდი­და­რი, N3 მეც­ნი­ე­რი და N4 „გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი“. „დიდი ოთხე­უ­ლის“ მი­ზა­ნი - გა­ბა­ტო­ნე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბა­ზე! ერ­კი­ულ პუ­ა­როს მი­სი­აა კა­პი­ტან ჰას­თინგზთან ერ­თად გა­არ­კვი­ოს, გა­მო­ი­ძი­ოს „დიდი ოთხე­უ­ლის“ საქ­მი­ნო­ბა, მიზ­ნე­ბი...

პუ­ა­რო იწყებს - მალე იდუ­მა­ლი, ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლიც იკ­ვე­თე­ბა - N4, „4“, „ოთხე­უ­ლი“. ეს უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვაა, თუ კარ­გად გათ­ვლი­ლი კომ­ბი­ნა­ცია? პუ­ა­რო აგ­რძე­ლებს - ამ საქ­მეს თან სდევს სიკ­ვდი­ლი: ყვე­ლა, ვინც გა­მომ­ძი­ე­ბელს ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის, კვდე­ბა; თა­ვა­დაც არა­ერ­თხელ აღ­მოჩ­ნდა სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე­ში.

წიგნ­ში „დიდი ოთხე­უ­ლი­სა“ და სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მა­ძებ­რის დიდი და­პი­რის­პი­რე­ბაა.

ხუთი გოჭი

აგა­თა კრის­ტის ეს დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნი 1942 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­თა­უ­რით „მკვლე­ლო­ბა რეტ­როს­პექ­ტი­ვა­ში“ და მხო­ლოდ 1943 წელს და­ის­ტამ­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით „ხუთი გოჭი“. ეს სა­თა­უ­რი დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დო­ფალ­მა სა­ბავ­შვო გა­სათ­ვლე­ლი ლექ­სის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩია, ხოლო სტრო­ფე­ბი ქვე­თა­ვე­ბის სა­თა­უ­რე­ბად გა­მო­ი­ყე­ნა. მკი­თხვე­ლი ამ დე­ტექ­ტივ­შიც შეხ­ვდე­ბა სა­ხელ­გან­თქმულ მა­ძე­ბარს ერ­კი­ულ პუ­ა­როს. პა­ტა­რა ბელ­გი­ელს ამ­ჯე­რად 16 წლის წი­ნან­დე­ლი მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მო­უ­წევს. მარ­თა­ლია, სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მხატ­ვა­რი ემი­ას კრე­ი­ლი ცოლ­მა მოკ­ლა, მაგ­რამ გა­ირ­კვა, რომ კი­დევ ხუთ ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა ეჭ­ვის მი­ტა­ნა. ამ რთუ­ლი ამო­ცა­ნის ამოხ­სნას ერ­კი­ულ პუ­ა­რო ჩვე­უ­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბით შე­უდ­გე­ბა.

მკითხველი
0

გემოვნებაზე მართლაც არ დავობენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

აგათა კრისტის ტოპ 5 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

აგათა კრისტის ტოპ 5 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

დეტექტივების დედოფლად აღიარებული აგათა კრისტის ცხოვრება ისეთივე საინტერესოა, როგორც მისი შემოქმედება. ის სავსეა საინტერესო და იდუმალი ფაქტებით, ჩახლართული ამბებით. სწორედ ეს დაეხმარა აგათას გამხდარიყო მსოფლიო ბესტსელერების ავტორი და ისტორიაში სხვადასხვა ნიშნით შესულიყო. გთავაზობთ 5 ფაქტს, რომელიც აგათა კრისტიზე უნდა იცოდეთ:

  • აგათა კრისტი გინესის მსოფლიო რეკორდის წიგნშია შეყვანილი, ყველაზე სქელტანიანი წიგნისთვის. კრებული „მის მარპლის ისტორიები“ შედგება 4032 გვერდისაგან და იწონის დაახლოებით 7 კგს–ს.
  • აგათა პირველი მსოფლიო ომის დროს მედდად მსახურობდა, შემდგომ კი ერთ-ერთ აფთიაქში ფარმაცევტად დაიწყო მუშაობა. მან კარგად შეისწავლა ყველა სახის შხამი და მომწავლელი ნივთიერება, რამაც დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. მისი ნაწარმოების გმირების უმეტესობა, სწორედ მოწამვლისგან კვდება.
  • თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ მისი ძველი სახლი. თუ გინდათ ზუსტად შეიგრძნოთ საყვარელი მწერლის მისტიური გარემო, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ინგლისში დევონშირს, სადაც აგათას საზაფხულო ერთ საუკუნოვანი სახლის დაქირავება, ერთი ღამით 500 დოლარად შეგეძლებათ.
  • მწერალს დისგრაფია სჭირდა, მას არ შეეძლო ტექსტის ჩაწერა. ამიტომ მისი ყველა წიგნი კარნახითაა დაწერილი.
  • 1926 წელს აგათა კრისტი 10 დღით გაუჩინარდა. სავარაუდო მიზეზი დეპრესიული მდგომარეობა და მეუღლეზე შურისძიება იყო. ძებნის შემდეგ ის სასტუმრო Harrogate-ში იპოვნეს. იგი ამნეზიურ მდგომარეობაში იყო და ვერ იხსენებდა ვერც მეუღლის და ვერც საკუთარი შვილის სახელს. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი მწერალმა საგანგებოდ გაითამაშა.

აგათა კრისტის შემოქმედება ძალიან დიდი და მრავალფეროვანია. თუმცა მის წიგნებს შორის არსებობს განსაკუთრებული ხუთეული, რომელიც აუცილებლად უნდა წიაკითხოთ. აღნიშნული ხუთეული ასე გამოიყურება:

ვილა „ჩალისფერი ცხენი“

ახალგაზრდა ისტორიკოსი, მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის მკვლევარი მარკ ისთერბრუკი უცნაური მოვლენების მოწმე ხდება. ყველასთვის პატივსაცემი მღვდლის მკვლელობა და ერთიმეორის მიყოლებით ავადმყოფობით სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა, თანაც ერთი და იმავე სიმპტომით. მაგრამ ეს უცნაურად არავის ეჩვენება - ადამიანი გაცივდა, გრიპი ფილტვების ანთებით გაურთულდა, მერე რა, რა არის ამაში ახალი და საეჭვო?! ამავე აზრს იზიარებს პოლიციის ინსპექტორი ლეჟენიც, მაგრამ რას მიანიშნებს მოკლული მამა გორმანის ფეხსაცმელში ნაპოვნი ქაღალდის ნაგლეჯი, ზედ გვარების ჩამონათვალით?! იქ ჩამოთვლილი ყველა ადამიანი ხომ ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალა?! რატომ მიდის კვალი ყოველ ჯერზე ვილა „ჩალისფერ ცხენში“? ეს მისტიკაა თუ მხოლოდ და მხოლოდ ვერაგი თაღლითობა? ამის გარკვევა მოუწევთ მარკ ისთერბრუკსა და მის მეგობარ ქალს, ჯინჯერ კორიგანს.

უდანაშაულობის გამოცდა

კორსიკაზე გატარებული სამი თვის შემდეგ პარიზში მყოფი ლორდი პიტერ უიმზი შოკისმომგვრელ ცნობას იღებს: ყველა ინგლისური გაზეთი აჭრელებულია სტატიებით მისი ძმის, ჯერალდის, მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ. ტრაგედია დენვერის ჰერცოგის მამულში დატრიალებულა. ჯერალდი და მისი დის საქმრო კაპიტანი დენის ქათკარტი წაკამათდნენ, რამდენიმე საათის შემდეგ კი სასიძო ტყვიით განგმირული იპოვეს. ერთადერთი ეჭვმიტანილი ჯერალდ უიმზია, ხოლო ამ იდუმალებით მოცული საქმის გახსნა მხოლოდ მის ძმას, ინგლისის ყველაზე ცნობილ მაძებარ პიტერ უიმზის ძალუძს...

დანაშაულის თანამონაწილენი

ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი თომას ბერესფორდი ბედს არ უჩივის, ცხოვრობს მშვიდად, მაგრამ მისი მოუსვენარი მეუღლე, ტაპენსი, მოწყენილია - ენატრება ის დრო, როცა ქმარს სახიფათო საქმეების გამოძიებაში ეხმარებოდა და ჯაშუშებს იჭრდნენ... და უცებ ბედმა გაუღიმა მის ქმარს საერთაშორისო დეტექტიური სააგენტოს ხელმძღვანელობას შესთავაზებენ და თავგადასავლებიც იწყება...

დიდი ოთხეული

„დიდი ოთხეული“ - საიდუმლო ორგანიზაცია; „დიდი ოთხეულის“ წევრები - N1 ბოროტი, N2 მდიდარი, N3 მეცნიერი და N4 „გამანადგურებელი“. „დიდი ოთხეულის“ მიზანი - გაბატონება კაცობრიობაზე! ერკიულ პუაროს მისიაა კაპიტან ჰასთინგზთან ერთად გაარკვიოს, გამოიძიოს „დიდი ოთხეულის“ საქმინობა, მიზნები...

პუარო იწყებს - მალე იდუმალი, ბურუსით მოცულიც იკვეთება - N4, „4“, „ოთხეული“. ეს უბრალო დამთხვევაა, თუ კარგად გათვლილი კომბინაცია? პუარო აგრძელებს - ამ საქმეს თან სდევს სიკვდილი: ყველა, ვინც გამომძიებელს ინფორმაციას აწვდის, კვდება; თავადაც არაერთხელ აღმოჩნდა სასიკვდილო საფრთხეში.

წიგნში „დიდი ოთხეულისა“ და სახელგანთქმული მაძებრის დიდი დაპირისპირებაა.

ხუთი გოჭი

აგათა კრისტის ეს დეტექტიური რომანი 1942 წელს გამოქვეყნდა სათაურით „მკვლელობა რეტროსპექტივაში“ და მხოლოდ 1943 წელს დაისტამბა ორიგინალური სახელწოდებით „ხუთი გოჭი“. ეს სათაური დეტექტივების დედოფალმა საბავშვო გასათვლელი ლექსის მიხედვით შეარჩია, ხოლო სტროფები ქვეთავების სათაურებად გამოიყენა. მკითხველი ამ დეტექტივშიც შეხვდება სახელგანთქმულ მაძებარს ერკიულ პუაროს. პატარა ბელგიელს ამჯერად 16 წლის წინანდელი მკვლელობის გამოძიება მოუწევს. მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ მხატვარი ემიას კრეილი ცოლმა მოკლა, მაგრამ გაირკვა, რომ კიდევ ხუთ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა. ამ რთული ამოცანის ამოხსნას ერკიულ პუარო ჩვეული გულმოდგინებით შეუდგება.