საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმე სასამართლოშია, მათი როგორც მინიმალური ხელფასების, ისე სამუშაო და ჰიგიენის ნორმების პირობები იყო დარღვეული" - რა ხარვეზები გამოიკვეთა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში
"საქმე სასამართლოშია, მათი როგორც მინიმალური ხელფასების, ისე სამუშაო და ჰიგიენის ნორმების პირობები იყო დარღვეული" - რა ხარვეზები გამოიკვეთა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში

გერ­მა­ნი­ა­ში, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ 208 ადა­მი­ა­ნი და­საქმდა. სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი კი­დევ 2 ქვე­ყა­ნას­თან - ის­რა­ელ­თან და საფ­რან­გეთ­თან აქვს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მუ­შა­ოდ არც ერ­თგან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ გამ­გზავ­რე­ბუ­ლან. რო­გორც "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­აწ­ვდი­ან.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნუ­ლი მხა­რის მიერ ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა, მათ შო­რის, სა­შე­მოდ­გო­მო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე. "შე­სა­ბა­მი­სად, და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­ა­ყე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას საქ­მის კურ­სში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და სტა­ტის­ტი­კის შე­სა­ხებ“, - ამ­ბო­ბენ სა­ა­გენ­ტო­ში.

გარ­და გერ­მა­ნი­ი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მით მიგ­რა­ცი­ა­ზე შე­თან­ხმე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი კი­დევ 2 ქვე­ყა­ნას­თან აქვს - ის­რა­ელ­თან და საფ­რან­გეთ­თან. ის­რა­ელ­ში ძი­რი­თა­დად შინ მოვ­ლის სფე­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით, საფ­რან­გეთ­ში კი, რო­გორც და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ "პრო­ფე­სი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ვრცე­ლია“. თუმ­ცა "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად რა პრო­ფე­სი­ებ­ზეა ლა­პა­რა­კი სა­ა­გენ­ტო­ში ვერ და­ა­კონ­კრე­ტეს.

"კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის და რა ვა­დით გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი შე­თან­ხმე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ამის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ა­გენ­ტო, რო­დე­საც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი აწარ­მო­ე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბას გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ქვეყ­ნებ­თან (ძი­რი­თა­დად ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან) დრო­ე­ბი­თი ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე. ისე რო­გორც ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ქვე­ყა­ნას­თან და რა პი­რო­ბებ­ზე მოხ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­დეს "ბიზ­ნესპრეს­ნუსს“ უწყე­ბა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გერ­მა­ნი­ა­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბა­ზე ასი ათა­სამ­დე ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქემ გა­ი­ა­რა რე­გის­ტრა­ცია და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე. იყო მო­ლო­დი­ნი, რომ მარ­ტო წელს სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე 5 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­ემ­გზავ­რე­ბო­და. ოპ­ტი­მიზ­მი ნელ-ნელა იკ­ლებ­და, ბოლო დროს მხო­ლოდ 500 იღ­ბლი­ან­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ.

ჩვენ რამ­დე­ნი­მე რე­გის­ტრა­ცია გავ­ლი­ლი გა­მოვ­კი­თხეთ, რო­მელ­თა თხოვ­ნით ვი­ნა­ო­ბას არ ვა­სა­ხე­ლებთ. სერ­გო ნ. ამ­ბობს, რომ გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე რე­გის­ტრა­ცია ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ი­ა­რა იმ მიზ­ნით, რომ პო­ტენ­ცი­ურ წამ­სვლელ­თა პირ­ვე­ლი­ვე კა­ლა­თა­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. მი­სი­ვე თქმით, იო­ბის მოთ­მი­ნე­ბით ლო­დი­ნი დღემ­დე ამაო აღ­მოჩ­ნდა.

"ერთ-ერთ გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ სტრუქ­ტუ­რა­ში ვმსა­ხუ­რობ. მი­ვე­დი, ვი­კი­თხე მე­გობ­რებ­ში და უმე­ტე­სო­ბას ჩემ­სა­ვით გერ­მა­ნულ და­საქ­მე­ბა­ზე რე­გის­ტრა­ცია გავ­ლი­ლი ჰქო­ნია. ასე და­ვას­კვე­ნით, რომ სამ­სა­ხუ­რის მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვარს უკე­თეს სა­შო­ვარ­ზე გაღ­წე­ვა უნ­დო­და; იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ნა­წი­ლი არ აღი­ა­რებ­და. მა­ლე­ვე ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს გა­უ­მარ­თლა და გერ­მა­ნი­ის ნაც­ვლად პო­ლო­ნეთ­ში აღ­მოჩ­ნდა, კერ­ძო ტყის მცვე­ლად (რე­ინ­ჯე­რად). მფლო­ბელ­მა ქარ­თვე­ლე­ბის ხუთ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ჩა­იყ­ვა­ნა და კარ­გა­დაც უხ­დის. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი დას­წრე­ბა­ზეა ამ ქა­ლაქ­ში“, - ამ­ბობს ის.

ნიკო გ-მაც რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არც მას შეხ­მი­ა­ნე­ბი­ან:

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, დიდი იმე­დი არც მაქვს, რად­გან მსუ­ბუ­ქი მუხ­ლით ნა­სა­მარ­თლე­ვი ვარ და ვა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით გა­სუ­ლი არ მაქვს. იქ რე­გის­ტრა­ცი­ის ერთ-ერთი პუნ­ქტი იყო ნა­სა­მარ­თლო­ბის ცნო­ბის წარ­დგე­ნა; თან გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­მა­ლოთ, მერე მა­ინც გა­და­ვა­მოწ­მებ­თო. მეც არ და­მი­მა­ლავს. არ ვიცი, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე რამ­დე­ნად იმოქ­მე­დებს“.

სოსო ბ.-ს თქმით, რე­გის­ტრა­ცია გავ­ლილს ორი თვის წინ და­უ­რე­კეს, გა­სამ­გზავ­რებ­ლად სა­ბუ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა სთხო­ვეს. ეგო­ნა მალე წა­ვი­დო­და, ასე არ მომ­ხდა­რა:

"ჩემი სა­ბუ­თე­ბის გაგ­ზავ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­ველ ნა­კად­ში ვერ მოვ­ხვდი. არ ვიცი, მან­დაც ჩა­წყო­ბი­თაა, თუ რა ხდე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია ვნა­ხე 95 ათა­სი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი­დან აქამ­დე სულ 200 კაცი წა­სუ­ლა და ასე­თი ტემ­პით გაგ­რძელ­დე­ბაო, რას გა­ი­გებ. რო­გორც ვიცი, პო­ლო­ნეთ­შიც კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბაა, უბ­რა­ლოდ ნორ­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი უნდა გა­მო­ძებ­ნო. ერ­თია, პო­ლო­ნეთ­ში დიდი ხნით მო­მი­წევს ყოფ­ნა, სამ­თვი­ა­ნი გერ­მა­ნია მერ­ჩივ­ნა. მაგ­რამ აქა­უ­რი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ისე­თი ჰყავთ, სა­რე­ზერ­ვო სი­ა­ში კი არა, სა­ბუ­თე­ბი რომ არ გა­ეგ­ზავ­ნა, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა. წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს, სად არის და რა უნდა აკე­თებს. ახლა ისევ და­მი­რე­კეს, გერ­მა­ნი­ა­ში მე­ო­რედ გაგ­ზავ­ნეს ჩემი სა­ბუ­თე­ბი“.

ამ ლო­დინ­ში სო­სომ ად­გილ­ზე, კა­ხეთ­ში­ვე მო­ძებ­ნა სა­მუ­შაო და უკ­მა­ყო­ფი­ლოც არ არის.

"აქაც შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბა თუ მო­ინ­დო­მებ. რა­ღაც ბრი­გა­დე­ბი ყო­ფი­ლა, და­დი­ან დიდ ნაკ­ვე­თებ­ში და მო­სა­ვალს იღე­ბენ, რგა­ვენ, სა­გა­ზა­ფხუ­ლო, სა­შე­მოდ­გო­მო სა­მუ­შა­ო­ებს ეწე­ვი­ან. ასეთ ბრი­გა­და­ში დღე­ში 45 ლარს მიხ­დი­ან, 7 სა­ა­თი სა­მუ­შაო, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი დას­ვე­ნე­ბა - არც ვიზა მჭირ­დე­ბა, არც აცრა. სო­ფელ­ში თვე­ში 1200 ლარი ძა­ლი­ან კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბაა. ქი­ზიყ­ში, ახლო-მახ­ლო­ში დავ­დი­ვართ, მაგ­რამ როცა სა­ჭი­როა შორ­საც მი­დი­ან - თე­ლა­ვი, სა­ბათ­ლო... ზოგს უჭირს მუ­შა­ო­ბა, მე თით­ქმის არ ვიღ­ლე­ბი. ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლე­ბენ. თურ­მე ბოლო წლებ­ში სულ მუ­შა­ო­ბენ. ბრი­გა­დი­რებს აჰ­ყავთ ბრი­გა­და, ისი­ნი ელა­პა­რა­კე­ბი­ან დამ­საქ­მე­ბელს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, თით­ქმის ყვე­ლა ბრი­გა­დი­რი ქა­ლია. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სის­ტე­მაა, ყო­ველ დღე სა­მუ­შა­ოს დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე იღებ თან­ხას. სა­მეგ­რე­ლო­დან ჩა­მო­დი­ან მუ­შე­ბი რთველ­ში, რად­გან თურ­ქეთ­ში გა­დაგ­დე­ბა "მო­სუ­ლა“. აქ უფრო და­ცუ­ლი ხარ, ოღონდ კერ­ძო პირ­თან. კომ­პა­ნი­ე­ბი აქაც თურ­მე მა­ი­მუ­ნო­ბენ ფუ­ლის ამ­ბავ­ში, შარს მოგ­დე­ბენ და გაკ­ლე­ბენ თან­ხას“, - გვე­უბ­ნე­ბა სოსო.

Ambebi.ge ამ თე­მა­ზე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

- გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ და ად­გილ­ზე გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დად­გნენ. ერთი იყო წი­ნას­წარ და­ნა­პი­რე­ბი და მე­ო­რე რე­ა­ლო­ბა, რა­შიც აღ­მოჩ­ნდნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, ამან პროგ­რა­მის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნა. თო­რემ და­საქ­მე­ბა ისე­თი ტი­პის ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც გერ­მა­ნი­აა (ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როა), არ შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად შე­ფას­დეს. ვფიქ­რობ, უპირ­ვე­ლე­სად სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბით მოხ­და ის, რაც მოხ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი ღირ­სე­უ­ლად იპო­ვი­ან სა­მუ­შაო ად­გილს, უკა­ნაც დაბ­რუნ­დე­ბი­ან და ამ თვლა­საზ­რი­სით ფორ­მა­ლურ და­საქ­მე­ბას პროფ­კავ­ში­რი უარ­ყო­ფი­თად ნამ­დვი­ლად არ აფა­სებს.

- რომ და­ვა­ზუს­ტოთ, იქ რა პრობ­ლე­მა გა­მო­იკ­ვე­თა?

- რო­გორც იცით, სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში გვაქვს შე­ტა­ნი­ლი გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, ად­ვო­კა­ტი­რე­ბას ვუ­წევთ. მათი რო­გორც მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სე­ბის, ისე სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის კონ­ტრაქ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლი პი­რო­ბე­ბი იყო დარ­ღვე­უ­ლი.

- გერ­მა­ნი­ა­ში დარ­ჩე­ნი­ლებ­ში თუ გა­მოს­წორ­და ასე­თი ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი?

- ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ და სხვა­დას­ხვა დამ­საქ­მებ­ლე­ბი ჰყავ­დათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრობ­ლე­მა ყვე­ლას არ ჰქონ­და. ვი­საც ჰქონ­და, ნა­წი­ლი დაბ­რუნ­და. მე­ო­რე ნა­წი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ამ უა­რე­სი პი­რო­ბე­ბით გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა, რათა გა­სამ­გზავ­რებ­ლად აღე­ბუ­ლი ვა­ლე­ბი მა­ინც და­ე­ფა­რათ. ამის­თვის მუ­შა­ო­ბა ცუდ პი­რო­ბებ­ში გა­აგ­რძე­ლეს. ნა­წილს ნორ­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო და პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

- ვის­ზეც სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი გაქვთ შე­ტა­ნი­ლი, პერ­სპექ­ტი­ვა რო­გო­რია?

- აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­გებთ. თუ ჩვენს სტა­ტის­ტი­კას თვალ­ყურს ადევ­ნებთ, პროფ­კავ­ში­რებს სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბის ლა­მის 98% მო­გე­ბუ­ლი გვაქვს, რაც კი შე­ვი­ტა­ნეთ. ბუ­ნებ­რი­ვია, აქაც ყვე­ლა­ფე­რი შა­ვით თეთრზე იკი­თხე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნებს ერთს დაჰ­პირ­დნენ და მუ­შა­ო­ბა სხვა რე­ა­ლო­ბა­ში მო­უ­წი­ათ.

ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია თუნ­დაც ის, რომ გერ­მა­ნი­ა­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა იყო და ამათ ხელ­მო­წე­რილ კონ­ტრაქ­ტში ეწე­რათ უფრო და­ბა­ლი სტან­დარ­ტი, რაც გერ­მა­ნი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით იკ­რძა­ლე­ბა. ეგ­რე­ვე კა­ნონ­თან კო­ლი­ზი­ა­ში მო­დის და ბუ­ნებ­რი­ვია გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია.

რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი 9 ევრო იყოს და მე რომ თქვენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ხუთ ევ­რო­ზე გა­გი­ფორ­მოთ, ხომ მო­მი­გებთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს?

- რო­გორ უნდა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და­საქ­მე­ბის ეს პროგ­რა­მა, რათა მსგავ­სი ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი აღარ შე­იქ­მნას?

- სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას, და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო რომ ჰქვია, უფრო მეტი ამ­ბი­ცია, პატ­რი­ო­ტიზ­მი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი უნდა ჰქონ­დეს. როცა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა ხალ­ხი აქ ნორ­მა­ლუ­რად და ღირ­სე­უ­ლად და­საქმდეს, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ხე­ლი­დან არ უნდა გა­უშ­ვას. თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, ბი­უ­ჯე­ტიც საკ­მა­რი­სად აქვთ, რომ თვა­ლი მი­ე­დევ­ნე­ბი­ნათ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, თუნ­დაც იმის­თვის გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რომ სხვა მსურ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, პირ­ვე­ლი რი­გის გამ­გზავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბა ან­ტი­რეკ­ლა­მა არ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

- ის­რა­ელ­თან და საფ­რან­გეთ­თან ხელ­მო­წე­რი­ლი პროგ­რა­მა ჯე­რაც და­წყე­ბუ­ლი არ არის...

- ის­რა­ელ­თან ახა­ლი ხელ­მო­წე­რი­ლია. საფ­რან­გეთს რაც შე­ე­ხე­ბა, კარ­გა ხა­ნია ქვე­ყა­ნას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა (და­ახ­ლო­ე­ბით ათი წე­ლია), რომ 700-მდე მო­ქა­ლა­ქე ასე­თი­ვე კარ­გი პი­რო­ბე­ბით გაგ­ზავ­ნოს. საფ­რან­გე­თის მხა­რე ვალ­დე­ბუ­ლია, რომ ზუს­ტად ის პი­რო­ბე­ბი და­უკ­მა­ყო­ფი­ლოს, რაც მი­სი­ვე მო­ქა­ლა­ქეს აქვს ქვე­ყა­ნა­ში. აი ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რა­ტომ არ ხდე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს უნდა ვკი­თხოთ, რად­გან ჩემ­თვი­საც პა­სუ­ხე­ბი ბუნ­დო­ვა­ნია და ვერ ვი­გებთ, რა­ღაც ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ის­რა­ელს, ვიცი ძა­ლი­ან მალე და­ი­წე­ბა პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ავ­ტო­რი: მე­რაბ ბე­რი­ძე

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
0

საბჭოთა კავშირი ცუდი იყო ართველებისათვის არა

?!
0

""ოცნების" ოცნებანი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"საქმე სასამართლოშია, მათი როგორც მინიმალური ხელფასების, ისე სამუშაო და ჰიგიენის ნორმების პირობები იყო დარღვეული" - რა ხარვეზები გამოიკვეთა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში

"საქმე სასამართლოშია, მათი როგორც მინიმალური ხელფასების, ისე სამუშაო და ჰიგიენის ნორმების პირობები იყო დარღვეული" - რა ხარვეზები გამოიკვეთა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში

გერმანიაში, დღეის მდგომარეობით სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა. საქართველოს შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული კიდევ 2 ქვეყანასთან - ისრაელთან და საფრანგეთთან აქვს, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოდ არც ერთგან ჩვენი მოქალაქეები არ გამგზავრებულან. როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან.

მათივე ინფორმაციით, გერმანული მხარის მიერ ყოველდღიურად ხდება ახალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის, საშემოდგომო სამუშაოებზე. "შესაბამისად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პერიოდულად ჩააყენებს საზოგადოებას საქმის კურსში არსებული ვითარებისა და სტატისტიკის შესახებ“, - ამბობენ სააგენტოში.

გარდა გერმანიისა, საქართველოს შრომით მიგრაციაზე შეთანხმება გაფორმებული კიდევ 2 ქვეყანასთან აქვს - ისრაელთან და საფრანგეთთან. ისრაელში ძირითადად შინ მოვლის სფეროს მიმართულებით, საფრანგეთში კი, როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ "პროფესიათა ჩამონათვალი ვრცელია“. თუმცა "ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, კონკრეტულად რა პროფესიებზეა ლაპარაკი სააგენტოში ვერ დააკონკრეტეს.

"კონკრეტულად როდის და რა ვადით გაემგზავრებიან მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში, ამის თაობაზე საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული ვადები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები აწარმოებენ მოლაპარაკებას განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებთან (ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან) დროებითი ლეგალური დასაქმების თაობაზე. ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან და რა პირობებზე მოხდება შეთანხმება“, - განუცხადეს "ბიზნესპრესნუსს“ უწყებაში.

როგორც ცნობილია, გერმანიაში ლეგალურად დასაქმებაზე ასი ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია დასაქმების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე. იყო მოლოდინი, რომ მარტო წელს სეზონურ სამუშაოებზე 5 ათასამდე ადამიანი გაემგზავრებოდა. ოპტიმიზმი ნელ-ნელა იკლებდა, ბოლო დროს მხოლოდ 500 იღბლიანზე ლაპარაკობდნენ.

ჩვენ რამდენიმე რეგისტრაცია გავლილი გამოვკითხეთ, რომელთა თხოვნით ვინაობას არ ვასახელებთ. სერგო ნ. ამბობს, რომ გამოცხადებისთანავე რეგისტრაცია ოპერატიულად გაიარა იმ მიზნით, რომ პოტენციურ წამსვლელთა პირველივე კალათაში მოხვედრილიყო. მისივე თქმით, იობის მოთმინებით ლოდინი დღემდე ამაო აღმოჩნდა.

"ერთ-ერთ გასამხედროებულ სტრუქტურაში ვმსახურობ. მივედი, ვიკითხე მეგობრებში და უმეტესობას ჩემსავით გერმანულ დასაქმებაზე რეგისტრაცია გავლილი ჰქონია. ასე დავასკვენით, რომ სამსახურის მინიმუმ ნახევარს უკეთეს საშოვარზე გაღწევა უნდოდა; იმის მიუხედავად, რომ ნაწილი არ აღიარებდა. მალევე ერთ-ერთ თანამშრომელს გაუმართლა და გერმანიის ნაცვლად პოლონეთში აღმოჩნდა, კერძო ტყის მცველად (რეინჯერად). მფლობელმა ქართველების ხუთკაციანი ჯგუფი ჩაიყვანა და კარგადაც უხდის. მოკლედ, ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში“, - ამბობს ის.

ნიკო გ-მაც რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ ჯერჯერობით არც მას შეხმიანებიან:

"სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არც მაქვს, რადგან მსუბუქი მუხლით ნასამართლევი ვარ და ვადაც ჯერჯერობით გასული არ მაქვს. იქ რეგისტრაციის ერთ-ერთი პუნქტი იყო ნასამართლობის ცნობის წარდგენა; თან გვაფრთხილებდნენ, ეს ინფორმაცია არ დამალოთ, მერე მაინც გადავამოწმებთო. მეც არ დამიმალავს. არ ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილებაზე რამდენად იმოქმედებს“.

სოსო ბ.-ს თქმით, რეგისტრაცია გავლილს ორი თვის წინ დაურეკეს, გასამგზავრებლად საბუთების შეგროვება სთხოვეს. ეგონა მალე წავიდოდა, ასე არ მომხდარა:

"ჩემი საბუთების გაგზავნის მიუხედავად, პირველ ნაკადში ვერ მოვხვდი. არ ვიცი, მანდაც ჩაწყობითაა, თუ რა ხდება. ინფორმაცია ვნახე 95 ათასი რეგისტრირებულიდან აქამდე სულ 200 კაცი წასულა და ასეთი ტემპით გაგრძელდებაო, რას გაიგებ. როგორც ვიცი, პოლონეთშიც კარგი ანაზღაურებაა, უბრალოდ ნორმალური ვარიანტი უნდა გამოძებნო. ერთია, პოლონეთში დიდი ხნით მომიწევს ყოფნა, სამთვიანი გერმანია მერჩივნა. მაგრამ აქაური კოორდინატორი ისეთი ჰყავთ, სარეზერვო სიაში კი არა, საბუთები რომ არ გაეგზავნა, არ გამიკვირდება. წარმოდგენა არა აქვს, სად არის და რა უნდა აკეთებს. ახლა ისევ დამირეკეს, გერმანიაში მეორედ გაგზავნეს ჩემი საბუთები“.

ამ ლოდინში სოსომ ადგილზე, კახეთშივე მოძებნა სამუშაო და უკმაყოფილოც არ არის.

"აქაც შეიძლება მუშაობა თუ მოინდომებ. რაღაც ბრიგადები ყოფილა, დადიან დიდ ნაკვეთებში და მოსავალს იღებენ, რგავენ, საგაზაფხულო, საშემოდგომო სამუშაოებს ეწევიან. ასეთ ბრიგადაში დღეში 45 ლარს მიხდიან, 7 საათი სამუშაო, ნახევარი საათი დასვენება - არც ვიზა მჭირდება, არც აცრა. სოფელში თვეში 1200 ლარი ძალიან კარგი ანაზღაურებაა. ქიზიყში, ახლო-მახლოში დავდივართ, მაგრამ როცა საჭიროა შორსაც მიდიან - თელავი, საბათლო... ზოგს უჭირს მუშაობა, მე თითქმის არ ვიღლები. ყველა სეზონის სამუშაოს ასრულებენ. თურმე ბოლო წლებში სულ მუშაობენ. ბრიგადირებს აჰყავთ ბრიგადა, ისინი ელაპარაკებიან დამსაქმებელს. ყველაზე საინტერესო ის არის, თითქმის ყველა ბრიგადირი ქალია. მოწესრიგებული სისტემაა, ყოველ დღე სამუშაოს დამთავრებისთანავე იღებ თანხას. სამეგრელოდან ჩამოდიან მუშები რთველში, რადგან თურქეთში გადაგდება "მოსულა“. აქ უფრო დაცული ხარ, ოღონდ კერძო პირთან. კომპანიები აქაც თურმე მაიმუნობენ ფულის ამბავში, შარს მოგდებენ და გაკლებენ თანხას“, - გვეუბნება სოსო.

Ambebi.ge ამ თემაზე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს ესაუბრა:

- გერმანიაში გამგზავრებულ ჩვენს მოქალაქეებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ და ადგილზე გარკვეული პრობლემების წინაშე დადგნენ. ერთი იყო წინასწარ დანაპირები და მეორე რეალობა, რაშიც აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, ამან პროგრამის პოპულარიზება ვერ მოახდინა. თორემ დასაქმება ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც გერმანიაა (ცივილიზებული სამყაროა), არ შეიძლება უარყოფითად შეფასდეს. ვფიქრობ, უპირველესად სახელმწიფო უწყების ბრალეულობით მოხდა ის, რაც მოხდა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შეიცვლება და ადამიანები ღირსეულად იპოვიან სამუშაო ადგილს, უკანაც დაბრუნდებიან და ამ თვლასაზრისით ფორმალურ დასაქმებას პროფკავშირი უარყოფითად ნამდვილად არ აფასებს.

- რომ დავაზუსტოთ, იქ რა პრობლემა გამოიკვეთა?

- როგორც იცით, სარჩელი სასამართლოში გვაქვს შეტანილი გერმანიიდან დაბრუნებულ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ადვოკატირებას ვუწევთ. მათი როგორც მინიმალური ხელფასების, ისე სამუშაო პირობების, ჰიგიენის ნორმების კონტრაქტით განსაზღვრული პირობები იყო დარღვეული.

- გერმანიაში დარჩენილებში თუ გამოსწორდა ასეთი ტიპის პრობლემები?

- ეს ადამიანები სხვადასხვა ლოკაციებზე მუშაობდნენ და სხვადასხვა დამსაქმებლები ჰყავდათ. აქედან გამომდინარე, პრობლემა ყველას არ ჰქონდა. ვისაც ჰქონდა, ნაწილი დაბრუნდა. მეორე ნაწილი, ფაქტობრივად, იძულებული გახდა ამ უარესი პირობებით გაეგრძელებინა მუშაობა, რათა გასამგზავრებლად აღებული ვალები მაინც დაეფარათ. ამისთვის მუშაობა ცუდ პირობებში გააგრძელეს. ნაწილს ნორმალური სამუშაო გარემო და პირობები ჰქონდა უზრუნველყოფილი.

- ვისზეც სასამართლოში სარჩელი გაქვთ შეტანილი, პერსპექტივა როგორია?

- აუცილებლად მოვიგებთ. თუ ჩვენს სტატისტიკას თვალყურს ადევნებთ, პროფკავშირებს სასამართლო დავების ლამის 98% მოგებული გვაქვს, რაც კი შევიტანეთ. ბუნებრივია, აქაც ყველაფერი შავით თეთრზე იკითხება. ამ ადამიანებს ერთს დაჰპირდნენ და მუშაობა სხვა რეალობაში მოუწიათ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დოკუმენტურად დადასტურებულია თუნდაც ის, რომ გერმანიაში მინიმალური ხელფასი აბსოლუტურად სხვა იყო და ამათ ხელმოწერილ კონტრაქტში ეწერათ უფრო დაბალი სტანდარტი, რაც გერმანიის კანონმდებლობით იკრძალება. ეგრევე კანონთან კოლიზიაში მოდის და ბუნებრივია გამოსასწორებელია.

რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოში მინიმალური ხელფასი 9 ევრო იყოს და მე რომ თქვენ ხელშეკრულება ხუთ ევროზე გაგიფორმოთ, ხომ მომიგებთ სასამართლო პროცესებს?

- როგორ უნდა გაუმჯობესდეს დასაქმების ეს პროგრამა, რათა მსგავსი ტიპის პრობლემები აღარ შეიქმნას?

- სახელმწიფო უწყებას, დასაქმების სააგენტო რომ ჰქვია, უფრო მეტი ამბიცია, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი უნდა ჰქონდეს. როცა ქვეყნის ეკონომიკა საშუალებას არ იძლევა ხალხი აქ ნორმალურად და ღირსეულად დასაქმდეს, ამის შესაძლებლობები ხელიდან არ უნდა გაუშვას. თანამშრომლებიც, ბიუჯეტიც საკმარისად აქვთ, რომ თვალი მიედევნებინათ საკუთარი მოქალაქეებისთვის, თუნდაც იმისთვის გაეკეთებინათ, რომ სხვა მსურველი მოქალაქეებისთვის, პირველი რიგის გამგზავრებულთა დასაქმება ანტირეკლამა არ აღმოჩენილიყო.

- ისრაელთან და საფრანგეთთან ხელმოწერილი პროგრამა ჯერაც დაწყებული არ არის...

- ისრაელთან ახალი ხელმოწერილია. საფრანგეთს რაც შეეხება, კარგა ხანია ქვეყანას აქვს შესაძლებლობა (დაახლოებით ათი წელია), რომ 700-მდე მოქალაქე ასეთივე კარგი პირობებით გაგზავნოს. საფრანგეთის მხარე ვალდებულია, რომ ზუსტად ის პირობები დაუკმაყოფილოს, რაც მისივე მოქალაქეს აქვს ქვეყანაში. აი ამ შესაძლებლობების გამოყენება რატომ არ ხდება, სახელმწიფო უწყებებს უნდა ვკითხოთ, რადგან ჩემთვისაც პასუხები ბუნდოვანია და ვერ ვიგებთ, რაღაც ბიუროკრატიაზე საუბრობენ.

რაც შეეხება ისრაელს, ვიცი ძალიან მალე დაიწება პროგრამის განხორციელება.

ავტორი: მერაბ ბერიძე