მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე ქალაქში არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს" - კახა კალაძე
"ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე ქალაქში არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს" - კახა კალაძე

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა, კახა კა­ლა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­აც­ნო.

რო­გორც მან პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მე­რად არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გი­ნეთ ჩემი სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კაა, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის სატ­რან­სპორ­ტო გან­ვი­თა­რე­ბის სწორ ხედ­ვებს გან­სა­ზღვრავს. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგით და და­ვი­წყეთ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი. გვინ­და, რომ მოც­დის პე­რი­ო­დი შვიდ წუ­თამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ. სწო­რედ ამი­ტომ, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში და­მა­ტე­ბით, 180 ერ­თე­უ­ლი, რვა­მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სი შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მაა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა. ვპირ­დე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ წლის ბო­ლომ­დე, ქა­ლაქ­ში არ­ცერ­თი ე.წ. ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი არ იმოძ­რა­ვებს. იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და ევ­რო­პუ­ლი ტი­პის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: "ჭკვი­ა­ნი“ სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მა; 380 ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სი; მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა; 10 ახა­ლი სატ­რან­ზი­ტო დე­რე­ფა­ნი; მეტ­როს ახა­ლი ვა­გო­ნე­ბი; სამ­გზავ­რო აბო­ნე­მენ­ტი; სა­ბა­გი­რო; ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი; ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის მე­სა­მე ეტა­პი.

"ჭკვი­ა­ნი“ სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მა აუ­ცი­ლებ­ლად მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მოგ­ცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყოს; თბი­ლის­ში იმოძ­რა­ვებს 380 ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­თა­გან 180 ერ­თე­უ­ლი რვა­მეტ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ხოლო მო­მა­ვალ წელს ვა­პი­რებთ, 200 ერ­თე­უ­ლი, 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სი შე­ვის­ყი­დოთ; ქა­ლაქ­ში შე­იქ­მნე­ბა ათი სატ­რან­ზი­ტო დე­რე­ფა­ნი, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი შეძ­ლებს, ძა­ლი­ან სწრაფ გა­და­ად­გი­ლე­ბას, ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე; ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ყვე­ლა ვა­გო­ნი, რო­მე­ლიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, გა­ნახ­ლე­ბუ­ლია.

გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს ტენ­დე­რი 40 ერ­თე­უ­ლი, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ვა­გო­ნის შეს­ყიდ­ვა­ზე და მიმ­დი­ნა­რე თვის ბო­ლოს, უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია გვე­ცო­დი­ნე­ბა; სამ­გზავ­რო აბო­ნე­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ გვაქვს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფი, რომ­ლი­თაც სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში გა­დაჯ­დო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს; ასე­ვე, გვაქვს ორი კონ­კრე­ტუ­ლი ხაზი, სა­დაც მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ბა­გი­რო ხა­ზე­ბის მო­წყო­ბა; ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა თქმა უნდა, მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა და დე­და­ქა­ლაქ­ში 260 კი­ლო­მეტრზე მეტი სიგ­რძის ვე­ლო­ბი­ლი­კი გაჩ­ნდე­ბა; ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის მე­სა­მე ეტა­პიც აუ­ცი­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც პირ­ველ რიგ­ში, ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ გარ­კვე­უ­ლი ბე­ნე­ფი­ტე­ბი ჰქონ­დეთ და ასე­ვე, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ტაქ­სის სერ­ვი­სით სარ­გებ­ლობს“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
suxo
0

და არც ერთი მანქანა არ იმოძრავებს ყველა საცობში იდგება ან გაძვირებულ პარკინგზე!!@@

ნინო
1

 და რას გვიშლის ეს ყვითელი მიკროავტობუსები? ,ფული სხვა რამეში დახარჯეთ,ხალხს დაეხმარეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე ქალაქში არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს" - კახა კალაძე

"ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე ქალაქში არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს" - კახა კალაძე

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

როგორც მან პრეზენტაციაზე განაცხადა, მერად არჩევის შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.

"რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩემი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო განვითარების სწორ ხედვებს განსაზღვრავს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და დავიწყეთ არსებული ავტობუსების განახლების პროცესი. გვინდა, რომ მოცდის პერიოდი შვიდ წუთამდე დავიყვანოთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში დამატებით, 180 ერთეული, რვამეტრიანი ავტობუსი შემოვიყვანოთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ქალაქში არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, ეკოლოგიურად სუფთა და ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისის მოსახლეობას მოემსახურებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია: "ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა; 380 ახალი ავტობუსი; მიკროავტობუსების ჩანაცვლება; 10 ახალი სატრანზიტო დერეფანი; მეტროს ახალი ვაგონები; სამგზავრო აბონემენტი; საბაგირო; ველობილიკები; ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი.

"ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა აუცილებლად მოსაწესრიგებელია, რომელიც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში გადაადგილება ძალიან მარტივი იყოს; თბილისში იმოძრავებს 380 ახალი ავტობუსი, რომელთაგან 180 ერთეული რვამეტრიანი იქნება, ხოლო მომავალ წელს ვაპირებთ, 200 ერთეული, 18-მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ; ქალაქში შეიქმნება ათი სატრანზიტო დერეფანი, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს, ძალიან სწრაფ გადაადგილებას, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე; ასევე, მნიშვნელოვანია მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია. ყველა ვაგონი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა, განახლებულია.

გამოცხადებული გვაქვს ტენდერი 40 ერთეული, ევროპული ტიპის ვაგონის შესყიდვაზე და მიმდინარე თვის ბოლოს, უკვე გამარჯვებული კომპანია გვეცოდინება; სამგზავრო აბონემენტის მიმართულებით მუშაობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული ტარიფი, რომლითაც საათნახევრის განმავლობაში, სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომის შესაძლებლობა არსებობს; ასევე, გვაქვს ორი კონკრეტული ხაზი, სადაც მომდევნო წლების განმავლობაში, შესაძლებელი იქნება საბაგირო ხაზების მოწყობა; ველობილიკების პროექტების განხორციელება, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება და დედაქალაქში 260 კილომეტრზე მეტი სიგრძის ველობილიკი გაჩნდება; ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპიც აუცილებლად განხორციელდება, რაც პირველ რიგში, ტაქსის მძღოლებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული ბენეფიტები ჰქონდეთ და ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.