საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზის მერი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - ვინ არის ან იდალგო, რომელიც ფრანგული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა
პარიზის მერი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - ვინ არის ან იდალგო, რომელიც ფრანგული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა

პა­რი­ზის მერი ან იდალ­გო 2022 წლის საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამის შე­სა­ხებ Le Figaro წერს.

"ამ რთულ პე­რი­ოდ­ში, იმის­თვის, რომ ჩვენ ცხოვ­რე­ბას იმე­დი მივ­ცეთ, გა­დავ­წყვი­ტე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭი ვი­ყა­რო. ჩვენ თა­ვი­დან უნდა გა­მო­ვი­გო­ნოთ ჩვე­ნი ფრან­გუ­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც მრა­ვალ­რი­ცხო­ვან­მა კრი­ზი­სებ­მა და­ა­სუს­ტა“, - გა­ნა­ცხა­და იდალ­გომ და დას­ძი­ნა, რომ სურს აღად­გი­ნოს ქვეყ­ნი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა და მისი ერ­თო­ბა.

იდალ­გოს თქმით, მისი სურ­ვი­ლია, აა­შე­ნოს უფრო მე­ტად სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო.

"ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის ხუ­თწ­ლი­ან პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, ფრან­გე­ბი უნდა გა­ე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა. თუმ­ცა, მან ისი­ნი დაყო რო­გორც არას­დროს. მას სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი უნდა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ მან ისი­ნი უფრო გა­აღ­რმა­ვა, მას ჩვე­ნი პლა­ნე­ტა უნდა და­ეც­ვა, მაგ­რამ მან ეკო­ლო­გი­ას ზურ­გი აქ­ცია“ , - გა­ნა­ცხა­და ან იდალ­გომ.

  • უფრო მეტი პა­რი­ზის პირ­ვე­ლი ქალი მე­რის შე­სა­ხებ

პა­რი­ზე­ლებ­მა "სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი, 61 წლის ან იდალ­გო მე­რად მე­ო­რე ვა­დით 2020 წელს აირ­ჩი­ეს. იდალ­გო მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი ქა­ლა­ქის სა­თა­ვე­ში 2014 წლი­და­ნაა.

ან იდალ­გო 1959 წლის 19 ივ­ნისს და­ი­ბა­და და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ ის არა ფრან­გი, არა­მედ ეს­პა­ნე­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იდალ­გო პა­რი­ზის პირ­ვე­ლი ქალი მე­რია.

ან იდალ­გო ეს­პა­ნეთ­ში, ან­და­ლუ­სი­ა­ში, სან ფერ­ნან­დო­ში და­ი­ბა­და. ბა­ბუა ეს­პა­ნე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტი იყო, რო­მელ­მაც ეს­პა­ნე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის შემ­დეგ თა­ვის ცოლ­თან და ოთხ შვილ­თან ერ­თად, საფ­რან­გეთს ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით შე­ა­ფა­რა თავი. რო­დე­საც მისი ბე­ბია და ბა­ბუა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ეს­პა­ნეთს უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, ბე­ბია მგზავ­რო­ბის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ბა­ბუ­ას ჯერ სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს, ხოლო შემ­დეგ სას­ჯე­ლი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით შე­უც­ვა­ლეს.

იდალ­გოს მამა ან­ტუ­ა­ნი ელექტრი­კო­სი იყო, რო­მე­ლიც 1950 წელს მკე­რავ მა­რი­ა­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ანა და მერი შე­ე­ძი­ნა. მა­შინ ეს­პა­ნეთ­ში მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი იყო, რის გა­მოც ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში კვლავ საფ­რან­გეთ­ში წა­ვი­და. ისი­ნი 1961 წელს ლი­ონ­ში და­სახ­ლდნენ.

ან იდალ­გო მშობ­ლებ­თან ეს­პა­ნუ­რად, ხოლო დას­თან ფრან­გუ­ლად სა­უბ­რობ­და. მისი მშობ­ლე­ბი ახლა ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, ხოლო უფ­რო­სი და მერი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს და ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რია. ან იდალ­გო 14 წლის იყო, რო­დე­საც საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იდალ­გოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს - ის ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ცაა.

იდალ­გოს ფრანგ პო­ლი­ტი­კოს ჟან მარკ ჟერ­მან­თან 2002 წელს შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. წყვილ­მა 2004 წელს იქორ­წი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რი­ზე­ლე­ბის მერი მა­ნამ­დეც იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს. იდალ­გო პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია.

პა­რი­ზის მე­რის პერ­სო­ნით ფრან­გუ­ლი Vogue-ი ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბა. იდალ­გო ამ­ბობს, რომ მო­დის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი აქვს და ყო­ვე­ლი­ვეს დე­დას უკავ­ში­რებს, რო­მე­ლიც მისი თქმით, ულა­მა­ზეს კა­ბებს კე­რავ­და.

  • "მე მიყ­ვარს მოდა, ის ყო­ველ­თვის არის ეპო­ქის ანა­რეკ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­დის­გან მა­შინ ვი­ღებ, რო­დე­საც მას­ში ქა­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა გა­მო­ხა­ტუ­ლი. ჩემ­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ივ სენ ლო­რა­ნი. დი­ზა­ი­ნე­რე­ბი შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ისი­ნი თა­ვი­ანთ წარ­მო­სახ­ვა­სა და სურ­ვი­ლებს საქ­მე­ში დე­ბენ“, - ამ­ბობს პა­რი­ზის მერი.

მისი სტი­ლი ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. თა­ვად ამ­ბობს, რომ კლა­სი­კუ­რი მი­სი­ვე საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. "მე არ­ჩე­უ­ლი მერი ვარ და არა მო­დე­ლი, მე მომ­წონს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სტი­ლი, არ მიყ­ვარს რა­ღა­ცე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში არე­ვა", - ამ­ბობს პა­რი­ზე­ლე­ბის მერი.

ცნო­ბის­თვის, საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი და ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ლი­დე­რი, მარი ლე პენი.

კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი ასე­ვე გა­მოთ­ქვეს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა არნო მონ­ტე­ბურ­მა, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის „ბრექ­სი­თის“ სა­კი­თხებ­ში ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა მომ­ლა­პა­რა­კე­ბელ­მა მი­შელ ბარ­ნი­ემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანკა
4

იდალგო არ ვიცი საერთოდ ვინცაა გაუმარჯოს ემანუელ მაკრონს 

ლელა
1

სასიამოვნო ქალია, თანაც ჭკვიანი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

პარიზის მერი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - ვინ არის ან იდალგო, რომელიც ფრანგული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა

პარიზის მერი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - ვინ არის ან იდალგო, რომელიც ფრანგული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა

პარიზის მერი ან იდალგო 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ Le Figaro წერს.

"ამ რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ ჩვენ ცხოვრებას იმედი მივცეთ, გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ვიყარო. ჩვენ თავიდან უნდა გამოვიგონოთ ჩვენი ფრანგული მოდელი, რომელიც მრავალრიცხოვანმა კრიზისებმა დაასუსტა“, - განაცხადა იდალგომ და დასძინა, რომ სურს აღადგინოს ქვეყნისადმი პატივისცემა და მისი ერთობა.

იდალგოს თქმით, მისი სურვილია, ააშენოს უფრო მეტად სამართლიანი სახელმწიფო.

"ემანუელ მაკრონის ხუთწლიან პერიოდს, რომელიც დასასრულს უახლოვდება, ფრანგები უნდა გაეერთიანებინა. თუმცა, მან ისინი დაყო როგორც არასდროს. მას სოციალური პრობლემები უნდა მოეგვარებინა, მაგრამ მან ისინი უფრო გააღრმავა, მას ჩვენი პლანეტა უნდა დაეცვა, მაგრამ მან ეკოლოგიას ზურგი აქცია“ , - განაცხადა ან იდალგომ.

  • უფრო მეტი პარიზის პირველი ქალი მერის შესახებ

პარიზელებმა "სოციალისტური პარტიის" წევრი, 61 წლის ან იდალგო მერად მეორე ვადით 2020 წელს აირჩიეს. იდალგო მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ქალაქის სათავეში 2014 წლიდანაა.

ან იდალგო 1959 წლის 19 ივნისს დაიბადა და საინტერესო ფაქტია, რომ ის არა ფრანგი, არამედ ესპანელია. აღსანიშნავია, რომ იდალგო პარიზის პირველი ქალი მერია.

ან იდალგო ესპანეთში, ანდალუსიაში, სან ფერნანდოში დაიბადა. ბაბუა ესპანელი სოციალისტი იყო, რომელმაც ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ თავის ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად, საფრანგეთს ლტოლვილის სტატუსით შეაფარა თავი. როდესაც მისი ბებია და ბაბუა გარკვეული დროის შემდეგ ესპანეთს უბრუნდებოდნენ, ბებია მგზავრობის დროს გარდაიცვალა, ხოლო ბაბუას ჯერ სიკვდილი მიუსაჯეს, ხოლო შემდეგ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

იდალგოს მამა ანტუანი ელექტრიკოსი იყო, რომელიც 1950 წელს მკერავ მარიაზე დაქორწინდა. წყვილს ორი ქალიშვილი ანა და მერი შეეძინა. მაშინ ესპანეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისი იყო, რის გამოც ოჯახი ემიგრაციაში კვლავ საფრანგეთში წავიდა. ისინი 1961 წელს ლიონში დასახლდნენ.

ან იდალგო მშობლებთან ესპანურად, ხოლო დასთან ფრანგულად საუბრობდა. მისი მშობლები ახლა ესპანეთში ცხოვრობენ, ხოლო უფროსი და მერი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერია. ან იდალგო 14 წლის იყო, როდესაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ იდალგოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ის ესპანეთის მოქალაქეცაა.

იდალგოს ფრანგ პოლიტიკოს ჟან მარკ ჟერმანთან 2002 წელს შვილი შეეძინა. წყვილმა 2004 წელს იქორწინა. აღსანიშნავია, რომ პარიზელების მერი მანამდეც იყო ქორწინებაში და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. იდალგო პროფესიით იურისტია.

პარიზის მერის პერსონით ფრანგული Vogue-ი ხშირად ინტერესდება. იდალგო ამბობს, რომ მოდის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი აქვს და ყოველივეს დედას უკავშირებს, რომელიც მისი თქმით, ულამაზეს კაბებს კერავდა.

  • "მე მიყვარს მოდა, ის ყოველთვის არის ეპოქის ანარეკლი. განსაკუთრებულ სიამოვნებას მოდისგან მაშინ ვიღებ, როდესაც მასში ქალის თავისუფლებაა გამოხატული. ჩემთვის შთაგონების წყარო ყოველთვის იქნება ივ სენ ლორანი. დიზაინერები შემოქმედი ადამიანები არიან, ისინი თავიანთ წარმოსახვასა და სურვილებს საქმეში დებენ“, - ამბობს პარიზის მერი.

მისი სტილი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. თავად ამბობს, რომ კლასიკური მისივე საქმიანობას უკავშირდება. "მე არჩეული მერი ვარ და არა მოდელი, მე მომწონს მოწესრიგებული სტილი, არ მიყვარს რაღაცების ერთმანეთში არევა", - ამბობს პარიზელების მერი.

ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე "ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერი, მარი ლე პენი.

კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი ასევე გამოთქვეს ქვეყნის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა არნო მონტებურმა, ასევე ევროკავშირის „ბრექსითის“ საკითხებში ყოფილმა მთავარმა მომლაპარაკებელმა მიშელ ბარნიემ.