პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძა ესტუმრა აჩის" - ვის სანახავად ჩავიდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში
"ბიძა ესტუმრა აჩის" - ვის სანახავად ჩავიდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში

"ბიძა ეს­ტუმ­რა აჩის. ისა­უბ­რეს ბევრ სა­კი­თხზე, ახა­ლი ენერ­გი­ით და იდე­ე­ბით გა­ვის­ტუმ­რეთ“ - ამ ში­ნა­არ­სის სტა­ტუს­სა და ფო­ტოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი, ნიკა ალა­სა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც ფო­ტო­დან ჩანს, ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ამე­რი­კა­შია, სა­დაც ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი აჩი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ნიკა ალა­სა­ნი­ა­სა და კელი ქენდლის სა­ერ­თო შვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ე­ძი­ნათ.

ნიკა ალა­სა­ნია წლე­ბის წინ ტე­ლე­წამ­ყვან ლიკა ევ­გე­ნი­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. ბავ­შვე­ბი არ­და­დე­გებს მა­მას­თან ამე­რი­კა­ში ატა­რე­ბენ.

ალა­სა­ნი­ას ახა­ლი რჩე­უ­ლი ამე­რი­კე­ლი კელი ქენდლია, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და ჯერ კი­დევ ორი თვის წინ წერ­და, რომ პა­ტა­რა ალა­სა­ნი­ას აგ­ვის­ტო­ში ელო­დე­ბოდ­ნენ.

ლიკა კი მე­უღ­ლეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და "პირ­ველ არხზე“ მუ­შა­ობს. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მე­ო­რედ, მუ­სი­კოს ნიკა კო­ჩა­როვ­ზე და­ო­ჯახ­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში ორი თვის წი­ნაც იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­შინ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ამე­რი­კუ­ლი არ­და­დე­გე­ბის გამო სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­მელ­საც სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და შტა­ტებ­ში და აღ­მოჩ­ნდა, რომ მას და სა­ა­კაშ­ვილს ერთ სას­ტუმ­რო­ში ჰქონ­დათ ნომ­რე­ბი და­ჯავ­შნუ­ლი. მა­შინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბი­ძაშ­ვი­ლის გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ას ქორ­წილს და­ეს­წრო. რო­მელ­მაც მე­ო­რედ მე­გან მაკ­მა­ნუს­ზე იქორ­წი­ნა.

პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში გი­ორ­გი ალა­სა­ნია ელე­ნე დუმ­ბა­ძეს­თან გახ­ლდათ. წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს. ძმე­ბი ალა­სა­ნი­ე­ბი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დის ძმის შვი­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი მშობ­ლებ­თან ერ­თად წლე­ბია, რაც შტა­ტებ­ში ცხოვ­რო­ბენ. სა­ა­კაშ­ვი­ლის, ბიძა თე­მურ ალა­სა­ნია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში - სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან სა­უბ­რის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიზი
15

იქნებ ჯობდა ალასანია-სააკაშვილების მთელი საოჯახო ალბომები გამოგეფინათ, ბებია ბაბუებისა, სიძე სიმამრებისა და მულ ქვისლების ჩათვლით? ვფიქრობ მეც და ბევრი სხვაც მოუთმენლად ველით ფოტო კოლაჟს. 

ნინა
1

მიშას ახალი იმიჯი მოურგია, კეპკა ამშვენებს. :)

ავტორი:

"ბიძა ესტუმრა აჩის" - ვის სანახავად ჩავიდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში

"ბიძა ესტუმრა აჩის" - ვის სანახავად ჩავიდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში

"ბიძა ესტუმრა აჩის. ისაუბრეს ბევრ საკითხზე, ახალი ენერგიით და იდეებით გავისტუმრეთ“ - ამ შინაარსის სტატუსსა და ფოტოს მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც ფოტოდან ჩანს, ექსპრეზიდენტი ამერიკაშია, სადაც ახალდაბადებული აჩი მოინახულა.

ნიკა ალასანიასა და კელი ქენდლის საერთო შვილი რამდენიმე დღის წინ შეეძინათ.

ნიკა ალასანია წლების წინ ტელეწამყვან ლიკა ევგენიძეზე იყო დაქორწინებული და წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ. ბავშვები არდადეგებს მამასთან ამერიკაში ატარებენ.

ალასანიას ახალი რჩეული ამერიკელი კელი ქენდლია, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ჯერ კიდევ ორი თვის წინ წერდა, რომ პატარა ალასანიას აგვისტოში ელოდებოდნენ.

ლიკა კი მეუღლესთან განქორწინების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და "პირველ არხზე“ მუშაობს. წარუმატებელი ქორწინების შემდეგ მეორედ, მუსიკოს ნიკა კოჩაროვზე დაოჯახდა.

მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში ორი თვის წინაც იმყოფებოდა. მაშინ ექსპრეზიდენტის ამერიკული არდადეგების გამო სკანდალში გაეხვა გიორგი გახარია, რომელსაც სწორედ იმ პერიოდში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა შტატებში და აღმოჩნდა, რომ მას და სააკაშვილს ერთ სასტუმროში ჰქონდათ ნომრები დაჯავშნული. მაშინ მიხეილ სააკაშვილი ბიძაშვილის გიორგი ალასანიას ქორწილს დაესწრო. რომელმაც მეორედ მეგან მაკმანუსზე იქორწინა.

პირველ ქორწინებაში გიორგი ალასანია ელენე დუმბაძესთან გახლდათ. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს. ძმები ალასანიები ექსპრეზიდენტის დედის ძმის შვილები არიან. ისინი მშობლებთან ერთად წლებია, რაც შტატებში ცხოვრობენ. სააკაშვილის, ბიძა თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ არაერთხელ გაეხვა სკანდალში - საზოგადოებას ახსოვს მედიაში გავრცელებული ექსპრეზიდენტთან საუბრის ფარული ჩანაწერები.