ავტორი:

"ძალიან ბევრი ორსული ქალი შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს! მე ვირჩევ აცრას..." - რას წერს 7 თვის ფეხმძიმე ანიტა რაჭველიშვილი

"ძალიან ბევრი ორსული ქალი შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს! მე ვირჩევ აცრას..." - რას წერს 7 თვის ფეხმძიმე ანიტა რაჭველიშვილი

ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც 7 თვის ფეხმძიმეა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"28 კვირის (7 თვის) ორსული ვარ და არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო ჩემი და ჩვენი პატარას სიცოცხლე. კორონა ვირუსი ორჯერ გადავიტანე, მეორედ მძიმედ.

ძალიან ბევრი ორსული ქალი შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს! მე ვირჩევ აცრას (ჩემი ექიმის რეკომენდაციითაც) და მიხარია, რომ ხვალ ფაიზერის პირველ დოზას გავიკეთებ ჩემს საქართველოში!"

ანიტა რაჭველიშვილი და ოთარ მაისურაძე, რომლებმაც ხუთი წლის წინ იქორწინეს, პირველ შვილს ელოდებიან. წყვილი გოგონას ელოდება.