საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირს, რომელიც ყვარელში, "საქართველოს ბანკს" თავს დაესხა, პატიმრობა შეეფარდა
პირს, რომელიც ყვარელში, "საქართველოს ბანკს" თავს დაესხა, პატიმრობა შეეფარდა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ყვა­რელ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დამ­სხმელს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მო­სა­მარ­თლე მა­რი­ნა ცერ­ცვა­ძემ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა.

პრო­კუ­რორ­მა სხდო­მა­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, იმ მო­ტი­ვით და­ა­ყე­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა შე­საძ­ლოა მოწ­მე­ებ­ზე მო­ახ­დი­ნოს ზე­წო­ლა, გა­ა­ნად­გუ­როს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მი­ი­მა­ლოს.

ბრალ­დე­ბის მხა­რის ამ პო­ზი­ცი­ას არ და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რე. და­კა­ვე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას 30 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით ითხოვ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­დან გლა­და­ნის მე- 8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­და­იყ­ვა­ნეს.

წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 2 ნო­ემ­ბერს 14:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უნე­ბარ­თვოთ შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვა- ტა­რე­ბა, ტე­რო­რიზ­მი და მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შალ­ვა მე­ლი­ქიშ­ვილს 10- დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

ცნო­ბის­თვის,შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი "სა­ქათ­ვე­ლოს ბან­კის" ყვარ­ლის ფი­ლი­ალ­ში 9 სექ­ტემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ათ­ზე შე­იჭ­რა და 15 - მდე მძევ­ლე­ბი აყ­ვა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Persones
1

ამ გაუგებრობას საერთოდ ჭირდება. სასამართლო პროცესი ?

Geo
1

გაუშვან, ცოდვაა. ფულიც მიცსცენ იქნებ რა უჭირდა. 

ავტორი:

პირს, რომელიც ყვარელში, "საქართველოს ბანკს" თავს დაესხა, პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელიც ყვარელში, "საქართველოს ბანკს" თავს დაესხა, პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე მარინა ცერცვაძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

პროკურორმა სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა, იმ მოტივით დააყენა, რომ ბრალდებულმა შესაძლოა მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა, გაანადგუროს მტკიცებულებები და მიიმალოს.

ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. დაკავებულის ინტერესების დამცველი გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა.

ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან გლადანის მე- 8 დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.

წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოთ შეძენა- შენახვა- ტარება, ტერორიზმი და მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შალვა მელიქიშვილს 10- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის,შეიარაღებული პირი "საქათველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და 15 - მდე მძევლები აყვანა.