არავაქცინირებული პირები კოვიდ 19-ით გარდაცვალების 11-ჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სრულად ვაქცინირებულები, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ წარმოდგენილ კვლევაშია აღნიშნული.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების, როდესაც „დელტა“ ვარიანტი დომინანტური იყო, შესწავლისას აღმოჩნდა, რომ არავაქცინირებულების დაინფიცირების ალბათობა ოთხნახევარჯერ, ჰოსპიტალიზების - 10-ჯერ, გარდაცვალების კი 11-ჯერ მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულების“,- განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ.
აშშ-ში ჩატარებული ორი სხვა კვლევაც ადასტურებს, რომ ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების წინააღმდეგ ძლიერ დაცვას გვთავაზობენ, თუნდაც უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტის პირობებშიც.
კაი თავიდან მართლა დაპანიკდა ხალხი მაგრამ ნახევარმა მსოფლიომ გაიკეთა უკვე აცრა და თქვენ ხატია სიჭინავასნაირ ადამიანებს ვინც უჯერებთ უკვე დროა რო ცოტა მეტი ჭკუას მოუხმოთ და გაეცნოთ მეცნიერების და ექიმების დასკვნებს. კოვიდი რო დაგემართოთ შემთხვევით ჯერერთი არავაქცინირებულ ორგანიზმს ფაქტობრივად ანგრევს და ეხლა თქვენ აირჩიეთ სისულელეებს დაუჯეროთ თუ აიცრათ და უფრო მშვიდად იყოთ. უკვე მილიონნახევარი ქართვდლი აიცრა და რაც უფრო მალე აიცრება ყველა მით უფრო მალე ამოძრავდება ეკონომიკაც და ყველაფერი.
იცინის ის ვინც ბოლოს იცინის..!!!