მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავაჭრო ცენტრში მისვლამდე ქალიშვილს შევხვდი და შევყოვნდი, უცებ აფეთქების ხმამ იქაურობა შეაზანზარა" - რას იხსენებს 11 სექტემბრის ტერაქტს გადარჩენილი ქართველი ემიგრანტი?
"სავაჭრო ცენტრში მისვლამდე ქალიშვილს შევხვდი და შევყოვნდი, უცებ აფეთქების ხმამ იქაურობა შეაზანზარა" - რას იხსენებს 11 სექტემბრის ტერაქტს გადარჩენილი ქართველი ემიგრანტი?

"დღეს, 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტი­დან 20 წელი გა­ვი­და. ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ტე­რაქტს 3000-მდე ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

"მსოფ­ლიო ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც აქამ­დე იყო..." - ეს ფრა­ზა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ არა­ერ­თხელ გვსმე­ნია და მას შემ­დეგ, მარ­თლაც უამ­რა­ვი რამ შე­იც­ვა­ლა.

ორი ათე­უ­ლი წე­ლია ამ დღეს ამე­რი­კა იხ­სე­ნებს და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ სამ ლო­კა­ცი­ა­ზე, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვე­ბი ჩა­მო­ვარ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა, რო­მე­ლიც წე­სი­სა­მებრ 8:46 წუთ­ზე იწყე­ბა, იმ დროს, რო­დე­საც პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვი მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ჩრდი­ლო­ე­თის შე­ნო­ბას შე­ე­ჯა­ხა...

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს, ამე­რი­კის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის, პენ­ტა­გო­ნის შე­ნო­ბა თავ­დას­ხმის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე იყო. ალ-ქა­ი­დას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ტე­რო­რის­ტებ­მა პენ­ტა­გო­ნის შე­ნო­ბას ერთ-ერთი გა­ტა­ცე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი, რე­ი­სი 77 შე­ა­ჯა­ხეს. ბორტზე მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და შე­ნო­ბის იმ ნა­წილ­ში მყო­ფი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - სულ 184 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. 19-მა ტე­რო­რის­ტმა მთლი­ა­ნო­ბა­ში სულ 3 ტე­რაქ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ტე­რო­რის­ტებ­მა 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს დი­ლით 4 თვითმფრი­ნა­ვი გა­ი­ტა­ცეს. პირ­ვე­ლი 2 თვითმფრი­ნა­ვი ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ში მდე­ბა­რე მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის “ტყუ­პე­ბის“ სა­ხე­ლით ცნო­ბილ ცა­თამბჯე­ნებს შე­ა­ჯა­ხეს, მე­სა­მე კი პენ­ტა­გონს...

მე­ო­თხე თვითმფრი­ნა­ვი კი, რომ­ლის სა­მიზ­ნეც ვა­შინგტო­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ კი კონ­გრე­სის ან თეთ­რი სახ­ლის შე­ნო­ბა იყო, პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში მდე­ბა­რე მინ­დორ­ში, ქა­ლაქ შნეკს­ვი­ლის მახ­ლობ­ლად მას შემ­დეგ ჩა­მო­ვარ­და, რაც მგზავ­რე­ბი მათ გეგ­მას მი­უხ­ვდნენ და ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლას შე­ე­ცად­ნენ. მათ თვითმფრი­ნა­ვი ვა­შინგტო­ნის­კენ არ გა­უშ­ვეს.

ტე­რაქ­ტე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 2 977 ადა­მი­ა­ნი. ათა­სო­ბით და­შავ­და...

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, რო­მე­ლიც 20 წელ­ზე მე­ტია ნიუ-იორკში ცხოვ­რობს,AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რო­გორ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქტს...

ნანა ჩიკ­ვა­ი­ძე, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი:

- ნიუ-იორკში სულ რამ­დე­ნი­მე თვის ჩა­სუ­ლი ვი­ყა­ვი. ერთ-ერთ ოჯახ­ში დამ­ხმა­რედ ვმუ­შა­ობ­დი, თან მო­ხუცს ვუვ­ლი­დი. ჩემი გო­გო­ნა იყო სას­წავ­ლო კურ­სით წა­მო­სუ­ლი და უფრო იმი­ტომ წა­მო­ვე­დი - შვილ­თან ახ­ლოს ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი. ნიუ-იორკში სულ ორი ად­გი­ლი ვი­ცო­დი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი და სახ­ლი, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლის­მა და­მი­ბა­რა დი­ლით ადრე, პირ­ველ შეს­ვე­ნე­ბა­ზე, ჩემს სამ­სა­ხურ­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მო­დით, პრო­დუქ­ტი და მო­ხუ­ცის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი უნდა გა­გა­ტა­ნო­თო.

გზად ჩემს ქა­ლიშ­ვილს შევ­ხვდი და შევ­ყოვ­ნდი. ის ჩემ­ზე ადრე მი­ვი­და და რამ­დე­ნი­მე მე­სი­ჯი მომ­წე­რა, რომ მი­სა­მარ­თზე ად­ვი­ლად მივ­სუ­ლი­ყა­ვი. ეს ენის არმ­ცოდ­ნე­ე­ბის­თვის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი იყო, დამ­ხმა­რე პერ­სო­ნალს სმს-ს ვაჩ­ვე­ნებ­დით და ისი­ნი ხე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვიჩ­ვე­ნებ­დნენ გზას... მა­ში­ნაც ასე ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ უეც­რად აფეთ­ქე­ბის ხმამ იქა­უ­რო­ბა შე­ა­ზან­ზა­რა. მერე რაც მოხ­და, მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო...

ჩემი დი­ა­სახ­ლი­სის შვი­ლი სახ­ლში ვე­ღარ დაბ­რუნ­და, შე­ნო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, მძი­მე ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. მისი მო­ხუ­ცი დედა მერე აღარ მი­ნა­ხავს, სა­ხელ­მწი­ფომ აიყ­ვა­ნა მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ. მე იმ დღეს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩი... მაგ­რამ მის შემ­დეგ, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, მო­სახ­ლე­ო­ბა უფრო შე­ში­ნე­ბუ­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა ჰქონ­დათ. კარ­გა ხანს ახალ­ჩა­სუ­ლებს მისი რე­ლი­გი­ის მი­ხედ­ვით არ­ჩევ­დნენ, ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლი აღმსა­რებ­ლო­ბის იყო. რაც მთა­ვა­რია, ამე­რი­კა ხომ ემიგ­რან­ტე­ბის ქვე­ყა­ნაა და თა­ვად მუს­ლი­მე­ბიც კი შე­შინ­დნენ... ქა­ლაქ­ში სა­ში­ნე­ლი ტე­რაქ­ტის კვა­ლი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ წა­ი­შა­ლა.

  • მსოფ­ლიო 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის შემ­დეგ...

იმ დღის შემ­დეგ, ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრძო­ლი­სა და ალ-ქა­ი­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის დევ­ნის, და­პა­ტიმ­რე­ბი­სა თუ ლიკ­ვი­და­ცი­ის ფაქ­ტებ­მა იმა­ტა. ამე­რი­კის კვალ­დაკ­ვალ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­აძ­ლი­ე­რეს.

კონ­გრე­სი­სად­მი მი­მარ­თვის დროს ბუშ­მა თა­ლი­ბანს რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბა წა­უ­ყე­ნა: ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა ამე­რი­კის­თვის ალ-ქა­ი­დას ყვე­ლა ლი­დე­რი, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, და­ეც­ვა უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, და­ე­ხუ­რა მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ყვე­ლა ტე­რო­რის­ტუ­ლი საწ­ვრთნე­ლი ბა­ნა­კი და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა ყვე­ლა ტე­რო­რის­ტი შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის­თვის.

ამის შემ­დეგ, ამე­რი­კის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჯორჯ ბუშ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ან "თა­ლი­ბა­ნი" ამე­რი­კას გა­დას­ცემ­და ტე­რო­რის­ტებს, ან მათ ბედს გა­ი­ზი­ა­რე­ბენ.

მალე ამე­რი­კი­სა და NATO-ს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ავ­ღა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ალ-ქა­ი­და­სა და "თა­ლი­ბა­ნის" წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო შე­ტე­ვა და­ი­წყეს. 20-წლი­ა­ნი ომის შემ­დეგ, 31 აგ­ვის­ტოს ავ­ღა­ნე­თი უკა­ნას­კნელ­მა ამე­რი­კელ­მა ჯა­რის­კაც­მა და­ტო­ვა, მაგ­რამ არა იმ შე­დე­გე­ბით, რაც ბუშ­სა და მის მა­შინ­დელ თა­ნა­მო­აზ­რე­ებს ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი... ავ­ღა­ნე­თის სა­თა­ვე­ში "თა­ლი­ბა­ნი" დაბ­რუნ­და. ეს იყო შეც­დო­მა თუ ამე­რი­კის გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვტი­ლე­ბა, ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს იმ­სჯე­ლე­ბენ...

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მსოფლიო
1

გუშინდელივით მახსოვს, გეგონება სამყაროს დასასრული დადგა. არა და ამასობაში 20 წელი კი გასულა. 

ცოფი
11

ან იყო მასე და ან არა. მიდი და უმტკიცე სიმართლე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"სავაჭრო ცენტრში მისვლამდე ქალიშვილს შევხვდი და შევყოვნდი, უცებ აფეთქების ხმამ იქაურობა შეაზანზარა" - რას იხსენებს 11 სექტემბრის ტერაქტს გადარჩენილი ქართველი ემიგრანტი?

"სავაჭრო ცენტრში მისვლამდე ქალიშვილს შევხვდი და შევყოვნდი, უცებ აფეთქების ხმამ იქაურობა შეაზანზარა" - რას იხსენებს 11 სექტემბრის ტერაქტს გადარჩენილი ქართველი ემიგრანტი?

"დღეს, 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წელი გავიდა. ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტს 3000-მდე ადამიანი შეეწირა.

"მსოფლიო ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო..." - ეს ფრაზა ტრაგედიის შემდეგ არაერთხელ გვსმენია და მას შემდეგ, მართლაც უამრავი რამ შეიცვალა.

ორი ათეული წელია ამ დღეს ამერიკა იხსენებს და ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი იმ სამ ლოკაციაზე, სადაც თვითმფრინავები ჩამოვარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები იგეგმება, რომელიც წესისამებრ 8:46 წუთზე იწყება, იმ დროს, როდესაც პირველი თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის შენობას შეეჯახა...

2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონის შენობა თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო. ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტებმა პენტაგონის შენობას ერთ-ერთი გატაცებული თვითმფრინავი, რეისი 77 შეაჯახეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი და შენობის იმ ნაწილში მყოფი თანამშრომლები - სულ 184 ადამიანი დაიღუპა. 19-მა ტერორისტმა მთლიანობაში სულ 3 ტერაქტი განახორციელა.

ტერორისტებმა 2001 წლის 11 სექტემბერს დილით 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. პირველი 2 თვითმფრინავი ნიუ-იორკში, მანჰეტენში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის “ტყუპების“ სახელით ცნობილ ცათამბჯენებს შეაჯახეს, მესამე კი პენტაგონს...

მეოთხე თვითმფრინავი კი, რომლის სამიზნეც ვაშინგტონი, სავარაუდოდ კი კონგრესის ან თეთრი სახლის შენობა იყო, პენსილვანიის შტატში მდებარე მინდორში, ქალაქ შნეკსვილის მახლობლად მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც მგზავრები მათ გეგმას მიუხვდნენ და ტერორისტებისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ. მათ თვითმფრინავი ვაშინგტონისკენ არ გაუშვეს.

ტერაქტების შედეგად დაიღუპა 2 977 ადამიანი. ათასობით დაშავდა...

ქართველი ემიგრანტი, რომელიც 20 წელზე მეტია ნიუ-იორკში ცხოვრობს,AMBEBI.GE-ს უყვება, როგორ სასწაულებრივად გადაურჩა 11 სექტემბრის ტერაქტს...

ნანა ჩიკვაიძე, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი:

- ნიუ-იორკში სულ რამდენიმე თვის ჩასული ვიყავი. ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ ვმუშაობდი, თან მოხუცს ვუვლიდი. ჩემი გოგონა იყო სასწავლო კურსით წამოსული და უფრო იმიტომ წამოვედი - შვილთან ახლოს ვიქნები-მეთქი. ნიუ-იორკში სულ ორი ადგილი ვიცოდი, სავაჭრო ცენტრი და სახლი, სადაც ვცხოვრობდი. ოჯახის დიასახლისმა დამიბარა დილით ადრე, პირველ შესვენებაზე, ჩემს სამსახურში, სავაჭრო ცენტრში მოდით, პროდუქტი და მოხუცისთვის საჭირო ნივთები უნდა გაგატანოთო.

გზად ჩემს ქალიშვილს შევხვდი და შევყოვნდი. ის ჩემზე ადრე მივიდა და რამდენიმე მესიჯი მომწერა, რომ მისამართზე ადვილად მივსულიყავი. ეს ენის არმცოდნეებისთვის აპრობირებული მეთოდი იყო, დამხმარე პერსონალს სმს-ს ვაჩვენებდით და ისინი ხელის მიმართულებით გვიჩვენებდნენ გზას... მაშინაც ასე ვაპირებდით, მაგრამ უეცრად აფეთქების ხმამ იქაურობა შეაზანზარა. მერე რაც მოხდა, მსოფლიომ გაიგო...

ჩემი დიასახლისის შვილი სახლში ვეღარ დაბრუნდა, შენობის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და აფეთქების შედეგად, მძიმე ინტოქსიკაცია მიიღო. რამდენიმე კვირაში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მისი მოხუცი დედა მერე აღარ მინახავს, სახელმწიფომ აიყვანა მზრუნველობის ქვეშ. მე იმ დღეს სასწაულებრივად გადავრჩი... მაგრამ მის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა, მოსახლეობა უფრო შეშინებული და აგრესიული გახდა, დაუცველობის განცდა ჰქონდათ. კარგა ხანს ახალჩასულებს მისი რელიგიის მიხედვით არჩევდნენ, ეკითხებოდნენ, რომელი აღმსარებლობის იყო. რაც მთავარია, ამერიკა ხომ ემიგრანტების ქვეყანაა და თავად მუსლიმებიც კი შეშინდნენ... ქალაქში საშინელი ტერაქტის კვალი დიდი ხნის განმავლობაში ვერ წაიშალა.

  • მსოფლიო 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ...

იმ დღის შემდეგ, ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლისა და ალ-ქაიდასთან დაკავშირებული პირების დევნის, დაპატიმრებისა თუ ლიკვიდაციის ფაქტებმა იმატა. ამერიკის კვალდაკვალ სხვა სახელმწიფოებმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

კონგრესისადმი მიმართვის დროს ბუშმა თალიბანს რამდენიმე პირობა წაუყენა: ჩაებარებინა ამერიკისთვის ალ-ქაიდას ყველა ლიდერი, გაეთავისუფლებინა უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეები, დაეცვა უცხოელი დიპლომატები და ჟურნალისტები, დაეხურა მათ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტერორისტული საწვრთნელი ბანაკი და ჩაებარებინა ყველა ტერორისტი შესაბამისი უწყებებისთვის.

ამის შემდეგ, ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ან "თალიბანი" ამერიკას გადასცემდა ტერორისტებს, ან მათ ბედს გაიზიარებენ.

მალე ამერიკისა და NATO-ს გაერთიანებულმა ძალებმა ავღანეთის ტერიტორიაზე ალ-ქაიდასა და "თალიბანის" წინააღმდეგ სამხედრო შეტევა დაიწყეს. 20-წლიანი ომის შემდეგ, 31 აგვისტოს ავღანეთი უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა, მაგრამ არა იმ შედეგებით, რაც ბუშსა და მის მაშინდელ თანამოაზრეებს ჰქონდათ დაგეგმილი... ავღანეთის სათავეში "თალიბანი" დაბრუნდა. ეს იყო შეცდომა თუ ამერიკის გონივრული გადაწყვტილება, ამის შესახებ საერთაშორისო სამხედრო სპეციალისტები ალბათ კიდევ დიდხანს იმსჯელებენ...