მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ბავშვი ადამიანს ვერ მოკლავდა, მკვდრის ეშინია... " - რას აცხადებს 31 წლის შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის მამიდა?
"ეს ბავშვი ადამიანს ვერ მოკლავდა, მკვდრის ეშინია... " - რას აცხადებს 31 წლის შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის მამიდა?

"ახალ­გაზ­რდა ქალი ყო­ფი­ლა, რა­ტომ მოკ­ლეს“, - ეს სი­ტყვე­ბი ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის შა­ნაი ბრუ­კის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვ­მა მა­მი­დას, ნუგ­ბარ მურ­სა­კუ­ლო­ვას მას შემ­დეგ უთხრა, რაც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ამის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მი­დამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც მურ­სა­კუ­ლო­ვა აცხა­დებს, ბრალ­დე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის დღეს, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან შე­ი­ტყვეს.

მურ­სა­კუ­ლო­ვას მისი ძმის­შვი­ლის მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის არ სჯე­რა.

"ეს ბავ­შვი კაცს ვერ მოკ­ლავ­და, მკვდრის ეში­ნია... ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ერ­თმა­ნეთს არა­ფერს ვუ­მა­ლავ­დით, ამ­დაგ­ვა­რი რამე რომ ჩა­ე­დი­ნა, მე­ცო­დი­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და მურ­სა­კუ­ლო­ვამ.

კი­თხვა­ზე, თუ რის გამო იყო ის წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, მურ­სა­კუ­ლო­ვა აცხა­დებს, რომ "სპი­ლენ­ძის აღე­ბის" გამო.

"პა­ტა­რა ბავ­შვი, მცი­რე­წლო­ვა­ნი იყო, სპი­ლენ­ძი ეყა­რა გო­რა­ზე და აკ­რი­ფა, ჩა­ვა­ბა­რე­ბო და და­ა­კა­ვეს. უპატ­რო­ნო ბავ­შვი იყო, ჩა­საც­მელს მო­ი­თხოვ­და ალ­ბათ და ამის გამო და­ა­კა­ვეს",- გა­ნა­ცხა­და მურ­სა­კუ­ლო­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ანდა ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით), 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; ან­გა­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შა­ნაი ბრუ­კის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა დღეს შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

მკვდრის რომ ეშინია, ალბათ იმიტომ გაიქცა მკვლელობის მერე.

lol
0

31 წლის კაცი კიდევ ბავშვი თუა მგონი დროა ბევრი სამსახურებიდან გავათავისუფლოთ რომ დაკაცდნენ ჯერ :დდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ეს ბავშვი ადამიანს ვერ მოკლავდა, მკვდრის ეშინია... " - რას აცხადებს 31 წლის შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის მამიდა?

"ეს ბავშვი ადამიანს ვერ მოკლავდა, მკვდრის ეშინია... " - რას აცხადებს 31 წლის შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის მამიდა?

"ახალგაზრდა ქალი ყოფილა, რატომ მოკლეს“, - ეს სიტყვები ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა მამიდას, ნუგბარ მურსაკულოვას მას შემდეგ უთხრა, რაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამის შესახებ ბრალდებულის მამიდამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. როგორც მურსაკულოვა აცხადებს, ბრალდებული მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა და დანაშაულის შესახებ ტელევიზორიდან შეიტყვეს.

მურსაკულოვას მისი ძმისშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის არ სჯერა.

"ეს ბავშვი კაცს ვერ მოკლავდა, მკვდრის ეშინია... ჩვენ მეგობრები ვიყავით, ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით, ამდაგვარი რამე რომ ჩაედინა, მეცოდინებოდა", - განაცხადა მურსაკულოვამ.

კითხვაზე, თუ რის გამო იყო ის წარსულში ნასამართლევი, მურსაკულოვა აცხადებს, რომ "სპილენძის აღების" გამო.

"პატარა ბავშვი, მცირეწლოვანი იყო, სპილენძი ეყარა გორაზე და აკრიფა, ჩავაბარებო და დააკავეს. უპატრონო ბავშვი იყო, ჩასაცმელს მოითხოვდა ალბათ და ამის გამო დააკავეს",- განაცხადა მურსაკულოვამ.

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.