სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატის განცხადებით, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მისი დაკავების ფაქტით გაოგნებულია
ადვოკატის განცხადებით, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მისი დაკავების ფაქტით გაოგნებულია

ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, შა­ნაი ბრუ­კის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი მისი და­კა­ვე­ბის ფაქ­ტით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მურ­სა­კუ­ლო­ვის ად­ვო­კატ­მა, სო­ფიო გოგ­ლი­ჩი­ძემ დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­თან გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მოკ­ლულ შა­ნაი ბრუკ­თან შე­ხე­ბა არას­დროს ჰქო­ნია.

„დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს და აცხა­დებს, რომ ამ და­ნა­შა­ულ­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნია. ბუ­ნებ­რი­ვია, როცა თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს, მის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დამ­რტყმე­ლი და ძა­ლი­ან გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო. წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ბრალ­დე­ბის მხა­რე რა­ტომ ედა­ვე­ბა და ამ საქ­მეს­თან რა შემ­ხებ­ლო­ბა აქვს. თუ რა­ტომ და­ა­კა­ვეს, ამა­ზე პა­სუ­ხი არ აქვს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, რა თქმა უნდა", - გა­ნა­ცხა­და გოგ­ლი­ჩი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ ამო­ვი­და გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­დარ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის დნმ, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ "თვი­თონ ბრალ­დე­ბუ­ლი ვე­რა­ფერს ახ­სნის და რომ გარ­კვე­ულ სა­კი­თხებს დაც­ვის მხა­რე სა­სა­მარ­თლო­ში სა­და­ოს გახ­დი­ან".

„და­ი­კი­თხე­ბი­ან ექ­სპერ­ტე­ბი, მოწ­მე­ე­ბი და ამის მი­ხედ­ვით შე­ვა­ფა­სებთ ყვე­ლა­ფერს. წი­ნას­წარ ვერ გე­ტყვით, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს გავ­ხდით სა­და­ვოს, ამას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას შევ­ხე­დავთ. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­ში არ ჩანს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც მოძ­რა­ო­ბა უწევ­და. ბრალ­შიც ისე­თი მოწ­მე­ე­ბი არი­ან ჩა­მოთ­ვლი­ლი, ამ პირ­თან ფი­ზი­კუ­რად შემ­ხებ­ლო­ბა­ში არ არი­ან. თვითმხილ­ვე­ლი არა­ვი­ნაა, სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი არ არის, ან­ძე­ბით ეს არ მტკიც­დე­ბა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, ვერც ერთი მოწ­მე ამ საქ­მე­ზე ვე­რა­ფერს მოყ­ვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გოგ­ლი­ჩი­ძემ.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი წარ­სულ­შიც ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, მას ქურ­დო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

ცნო­ბის­თვის, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ანდა ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით), 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; ან­გა­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

ეს გაოგნებულია

ის მკვდარია

დგ
0

ვააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ადვოკატის განცხადებით, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მისი დაკავების ფაქტით გაოგნებულია

ადვოკატის განცხადებით, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მისი დაკავების ფაქტით გაოგნებულია

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მისი დაკავების ფაქტით გაოგნებულია. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მურსაკულოვის ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ დროებითი მოთავსების იზოლატორთან განუცხადა, სადაც დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოკლულ შანაი ბრუკთან შეხება არასდროს ჰქონია.

„დუმილის უფლებას იყენებს, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ამ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. ბუნებრივია, როცა თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისთვის ეს ყველაფერი ძალიან დამრტყმელი და ძალიან გამაოგნებელი იყო. წარმოდგენა არ აქვს, ბრალდების მხარე რატომ ედავება და ამ საქმესთან რა შემხებლობა აქვს. თუ რატომ დააკავეს, ამაზე პასუხი არ აქვს, გაოგნებულია, რა თქმა უნდა", - განაცხადა გოგლიჩიძემ.

კითხვაზე, თუ როგორ ამოვიდა გარდაცვლილის ცხედარზე ბრალდებულის დნმ, ადვოკატი აცხადებს, რომ "თვითონ ბრალდებული ვერაფერს ახსნის და რომ გარკვეულ საკითხებს დაცვის მხარე სასამართლოში სადაოს გახდიან".

„დაიკითხებიან ექსპერტები, მოწმეები და ამის მიხედვით შევაფასებთ ყველაფერს. წინასწარ ვერ გეტყვით, რა მტკიცებულებებს გავხდით სადავოს, ამას სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას შევხედავთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სათვალთვალო კამერებში არ ჩანს. ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა უწევდა. ბრალშიც ისეთი მოწმეები არიან ჩამოთვლილი, ამ პირთან ფიზიკურად შემხებლობაში არ არიან. თვითმხილველი არავინაა, სატელეფონო ჩანაწერი არ არის, ანძებით ეს არ მტკიცდება, შინაარსობრივად, ვერც ერთი მოწმე ამ საქმეზე ვერაფერს მოყვება", - განაცხადა გოგლიჩიძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, რაფაელ მურსაკულოვი წარსულშიც ნასამართლევი იყო, მას ქურდობას ედავებოდნენ.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.