პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ შემოვიდა, შავი სათვალე და შავი პირბადე ეკეთა... აგრესიული არ იყო და ყველას ყველაფრის უფლებას აძლევდა" - ყვარელში, ბანკში მძევლად აყვანილი მომხდარის დეტალებს იხსენებს
"რომ შემოვიდა, შავი სათვალე და შავი პირბადე ეკეთა... აგრესიული არ იყო და ყველას ყველაფრის უფლებას აძლევდა" - ყვარელში, ბანკში მძევლად აყვანილი მომხდარის დეტალებს იხსენებს

ყვა­რელ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი იო­სებ სამ­ხა­რა­უ­ლი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, თავ­და­პირ­ვე­ლად თავ­დამ­სხმელს სათ­ვა­ლე და პირ­ბა­დე ეკე­თა, მო­ქა­ლა­ქე­ებს კი 112-ში და­რეკ­ვა­სა და თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას სთხოვ­და.

„აგ­რე­სი­ით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. უბ­რა­ლოდ, ითხოვ­და, რომ დაგ­ვე­რე­კა 112-ში და გვეთ­ქვა რაც მოხ­და, რომ მძევ­ლე­ბი ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი და თა­ვის მო­თხოვ­ნას შემ­დეგ წა­მო­ა­ყე­ნებ­და. შემ­დეგ წა­მო­ა­ყე­ნა თა­ვის მო­თხოვ­ნა ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარს და ასე­ვე, უსაფრ­თხო გას­ვლას ითხოვ­და. რომ შე­მო­ვი­და, შავი სათ­ვა­ლე და შავი პირ­ბა­დე ეკე­თა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სახე არ ჩან­და.

შემ­დეგ ნი­ღა­ბიც გა­ი­კე­თა. აგ­რე­სი­უ­ლი არ იყო და ყვე­ლას ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მას შემ­დეგ რაც კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ვი­და სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, ის სთხოვ­და, ემუ­და­რე­ბო­და და ეუბ­ნე­ბო­და, რომ გა­მო­ე­ჩი­ნა გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და მან ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა“, - აცხა­დებს იო­სებ სამ­ხა­რა­უ­ლი.

ცნო­ბის­თვის, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყვარ­ლის ფი­ლი­ალ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი გუ­შინ შე­იჭ­რა. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თავ­დამ­სხმე­ლი და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ცნო­ბით, ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1 პირი - 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.მ. და­ა­კა­ვე­ბუ­ლი. მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"რომ შემოვიდა, შავი სათვალე და შავი პირბადე ეკეთა... აგრესიული არ იყო და ყველას ყველაფრის უფლებას აძლევდა" - ყვარელში, ბანკში მძევლად აყვანილი მომხდარის დეტალებს იხსენებს

"რომ შემოვიდა, შავი სათვალე და შავი პირბადე ეკეთა... აგრესიული არ იყო და ყველას ყველაფრის უფლებას აძლევდა" - ყვარელში, ბანკში მძევლად აყვანილი მომხდარის დეტალებს იხსენებს

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძევლად აყვანილი იოსებ სამხარაული მომხდარის დეტალებს იხსენებს. როგორც მან აღნიშნა, თავდაპირველად თავდამსხმელს სათვალე და პირბადე ეკეთა, მოქალაქეებს კი 112-ში დარეკვასა და თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა.

„აგრესიით არ გამოირჩეოდა. უბრალოდ, ითხოვდა, რომ დაგვერეკა 112-ში და გვეთქვა რაც მოხდა, რომ მძევლები ჰყავს აყვანილი და თავის მოთხოვნას შემდეგ წამოაყენებდა. შემდეგ წამოაყენა თავის მოთხოვნა ფულთან დაკავშირებით, ნახევარ მილიონ დოლარს, ნახევარ მილიონ ლარს და ასევე, უსაფრთხო გასვლას ითხოვდა. რომ შემოვიდა, შავი სათვალე და შავი პირბადე ეკეთა, ფაქტობრივად, სახე არ ჩანდა.

შემდეგ ნიღაბიც გაიკეთა. აგრესიული არ იყო და ყველას ყველაფრის უფლებას აძლევდა. რაც შეეხება მძევლების გათავისუფლებას, მას შემდეგ რაც კომუნიკაციაზე წამოვიდა სამხარეო პოლიციის უფროსი, ის სთხოვდა, ემუდარებოდა და ეუბნებოდა, რომ გამოეჩინა გულისხმიერება და მან ქალბატონები ეტაპობრივად გაათავისუფლა“, - აცხადებს იოსებ სამხარაული.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა. რამდენიმე საათში, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ. დააკავებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.