პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამსხვრეული ოცნებების სასაფლაო" - ქუჩაში გამათრახებული ქალები, მხოლოდ შავი სამოსი და უუფლებო ადამიანები - როგორ ცხოვრობენ ავღანელები "თალიბანის" რეჟიმის პირობებში
"დამსხვრეული ოცნებების სასაფლაო" - ქუჩაში გამათრახებული ქალები, მხოლოდ შავი სამოსი და უუფლებო ადამიანები - როგორ ცხოვრობენ ავღანელები "თალიბანის" რეჟიმის პირობებში

"მუდ­მი­ვი ომის ქვე­ყა­ნა", "ოც­ნე­ბე­ბის სა­საფ­ლაო" - ამ ფრა­ზებს დღეს ხში­რად მო­ის­მენთ ავ­ღა­ნეთ­ზე სა­უბ­რი­სას. ახლა იქ "თა­ლი­ბა­ნის" წე­სე­ბის მი­ხედ­ვით ცხოვ­რო­ბენ და ომის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის იმე­დი, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს ჰქონ­დათ, უი­მე­დო­ბამ, შიშ­მა და სა­სო­წარ­კვე­თამ ჩა­ა­ნაც­ვლა.

BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­წერს, თუ რა ხდე­ბა ქა­ბუ­ლის ქუ­ჩებ­ში ახლა.

“რა­ტომ და­დი­ხარ მაჰ­რა­მის გა­რე­შე?“ - თა­ლი­ბა­ნის წევ­რი ეკი­თხე­ბა ახალ­გაზ­რდა ავ­ღა­ნელ ქალს და მი­უ­თი­თებს, რომ მას არ აქვს უფ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში მა­მა­კა­ცის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბის. მხარ­ზე ია­რა­ღ­გა­და­კი­დე­ბუ­ლი, თავ­სა­ბუ­რი­ა­ნი თა­ლი­ბი ქალს უბ­რძა­ნებს, რომ და­ურ­ე­კოს ქმარს. რო­დე­საც ქალი გან­მარ­ტავს, რომ მას არ აქვს ტე­ლე­ფო­ნი, კაცი ტაქ­სის მძღოლს ავა­ლებს, ქალი სახ­ლში ქმრის მო­საყ­ვა­ნად წა­იყ­ვა­ნოს, ხოლო რო­დე­საც ქმარ­თან ერ­თად დაბ­რუნ­დე­ბა, "ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა."

ქა­ბულ­ში სა­ში­ნე­ლი მოძ­რა­ო­ბაა, ქუ­ჩებ­ში ხის ურ­მე­ბი და­დი­ან, რომ­ლე­ბიც დატ­ვირ­თუ­ლია ავ­ღა­ნუ­რი მწვა­ნე ყუ­რძნი­თა და მწი­ფე ქლი­ა­ვით, გარ­შე­მო ბავ­შვე­ბი დარ­ბი­ან.

გა­რეგ­ნუ­ლად ქა­ლა­ქი თით­ქმის იგი­ვეა, თით­ქოს არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მაგ­რამ ასე არ არის. ის იქცა ქა­ლა­ქად, რო­მელ­საც მარ­თავს "თა­ლი­ბა­ნი", ის უუფ­ლე­ბო ადა­მი­ა­ნე­ბის ქა­ლა­ქად იქცა.

არ­სე­ბობს ისე­თი აკ­რძალ­ვე­ბი, უთ­ქმე­ლად, ბრძა­ნე­ბე­ბის გა­რე­შე რომ და­ე­მორ­ჩილ­ნენ ავ­ღა­ნე­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად, რო­გორც კი თა­ლი­ბებ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩა­იგ­დეს ხელ­ში, ავ­ღა­ნე­ლებ­მა უკვე იცოდ­ნენ, რა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ - მა­მა­კა­ცებ­მა შე­წყვი­ტეს წვე­რის გა­პარსვა, ქა­ლებ­მა უარი თქვეს ფე­რად სა­მოს­ზე და ის შავი ფე­რით შეც­ვა­ლეს, შე­და­რე­ბით მოკ­ლე სა­მო­სი კი გრძე­ლით ჩა­ა­ნაც­ვლეს.

  • "დამ­სხვრე­უ­ლი ოც­ნე­ბე­ბი"

"რა უნდა გა­ვა­კე­თო, რო­გორ მო­ვიქ­ცე?“ - ეს არის კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა ავ­ღა­ნელ­თა უმე­ტე­სო­ბას აწუ­ხებს, კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­საც იქ მცხოვ­რებ­თა მზე­რა­ში ამო­ი­კი­თხავთ. გაქ­ცე­ვა სურთ და დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. "რა­ტომ მიგ­ვა­ტო­ვეთ?" - მი­მარ­თა­ვენ და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს.

ად­გი­ლობ­რივ­მა იუ­რის­ტმა ქალ­მა, მე­რი­ემ რა­ჯა­იმ იცო­და რაც ელო­და, როცა ქა­ბუ­ლი და­ე­ცე­მო­და.15 აგ­ვის­ტოს, რო­დე­საც თა­ლი­ბა­ნის მებ­რძო­ლე­ბი ქა­ბუ­ლის ქუ­ჩებ­ში გა­მოჩ­დნენ, ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ოფის­ში, მო­მა­ვა­ლი ქალი პრო­კუ­რო­რე­ბის­თვის ე.წ. ვორ­ქშოპს ატა­რებ­და.

"ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ“, - ეუბ­ნე­ბოდ­ნენ მსმე­ნე­ლე­ბი მა­შინ, როცა ქუ­ჩებ­ში უკვე რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე არ­სე­ბობ­და... თუმ­ცა, ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლეს. მას შემ­დეგ, რა­ჯაი ცდი­ლობს და­ე­მა­ლოს თა­ლი­ბებს, ერთი სახ­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­და­დის ოჯახ­თან ერ­თად, მათ შო­რის, ორ მცი­რე­წლო­ვან­თან ერ­თად. მისი სამი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე ამ­ბობს, რომ სურს, ინ­ჟი­ნე­რი გა­მო­ვი­დეს და ფე­რა­დი სახ­ლე­ბი აა­გოს.

ავ­ღა­ნელ ქა­ლებს უთხრეს, რომ სამ­სა­ხუ­რებ­ში აღარ მი­სუ­ლიყ­ვნენ.

"ჩემი უფ­ლე­ბაა მი­ვი­ღო გა­ნათ­ლე­ბა, მქონ­დეს სამ­სა­ხუ­რი, ვიყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი. მე მქონ­და ოც­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­იმ­სხვრა“, - ამ­ბობს რა­ჯაი.

  • პრო­ტეს­ტი და ქუ­ჩებ­ში გა­მათ­რა­ხე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი

მი­უ­ხე­და­ვად თა­ლი­ბე­ბის სას­ტი­კი წე­სე­ბი­სა, დას­ჯის სას­ტი­კი მე­თო­დე­ბი­სა, ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბის ნა­წი­ლი ითხოვს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას, უფ­ლე­ბას, რომ ქუ­ჩა­ში მარ­ტო, მა­მა­კა­ცის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ეძ­ლოთ. ამ მო­თხოვ­ნე­ბით ქა­ბუ­ლის ქუ­ჩებ­ში ათო­ბით ქალი გა­მო­ვი­და. მა­ნამ­დე, ერთი დღით ადრე თა­ლი­ბებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ავ­ღა­ნე­თის მმარ­თველ სტრუქ­ტუ­რებ­ში არ­ცერ­თი ქალი არ იქ­ნე­ბო­და.

"ჩვენ ამას ვერ და­ვუშ­ვებთ...“, - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ქა­ლე­ბი.

დე­მონ­სტრან­ტე­ბი თა­ლი­ბებ­მა სას­ტი­კად სცე­მეს. მათ­რა­ხე­ბი­თა და ხელ­კე­ტე­ბით გა­უს­წორ­დნენ, გა­მო­ი­ყე­ნეს ელექტრო-შო­კიც.

  • "მათ გვცე­მეს, შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნეს, ჩემ­თვის სა­მარ­ცხვი­ნოა გა­ვი­მე­ო­რო ის სი­ტყვე­ბი, რომ­ლებ­საც გვე­ძახ­დნენ“, - ამ­ბობს ერთ-ერთი ქალი, რომ­ლის სი­ტყვებ­საც BBC-ი აქ­ვეყ­ნებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქა­ბულ­ში პა­კის­ტა­ნის სა­ელ­ჩოს­თან გა­მარ­თუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ის და­საშ­ლე­ლად "თა­ლი­ბან­მა" ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა ფარ­ვა­ნი­სა და ნიმ­რუ­ზის პრო­ვინ­ცი­ებ­შიც. აქაც მო­მი­ტინ­გე­ებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "თა­ლი­ბე­ბის“ მიერ ნა­ცე­მი ორი ჟურ­ნა­ლის­ტია აღ­ბეჭ­დი­ლი - ისი­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს აშუ­ქებ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ “თა­ლი­ბან­მა” საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე კონ­ტრო­ლი გა­აძ­ლი­ე­რა და აკ­რძა­ლა ნე­ბის­მი­ე­რი დე­მონ­სტრა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, ან სლო­გა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა წი­ნას­წა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე.

  • ფარ­დით გა­ყო­ფი­ლი აუ­დი­ტო­რი­ე­ბი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მთე­ლი ავ­ღა­ნე­თის მას­შტა­ბით, სტუ­დენ­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტებს და­უბ­რუნ­დნენ, თუმ­ცა ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბა ახლა გან­სხვა­ვე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში უწევთ. აუ­დი­ტო­რი­ე­ბი მათ ფარ­დით დახ­ვდათ გა­ყო­ფი­ლი, ფარ­დის ერთ მხა­რეს ბი­ჭე­ბი სხე­დან, ხოლო მე­ო­რე მხა­რე გო­გო­ნე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი.

1996-2001 წლებ­ში ავ­ღა­ნეთ­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო გო­გო­ნე­ბის­თვის სწავ­ლა, ამ ეტაპ­ზე კი უც­ნო­ბია, რას გა­და­წყვე­ტენ თა­ლი­ბე­ბი. მათ თქვეს, რომ ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებს და­ი­ცავ­დნენ და "იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ისე, რო­გორც ის­ლა­მი მო­ი­თხოვს," თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რას გუ­ლის­ხმო­ბენ აღ­ნიშ­ნულ­ში.

მა­ნამ­დე კი, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ქა­ლე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, აპი­რე­ბენ ბრძო­ლას - სიკ­ვდი­ლამ­დე.

მო­უს­მი­ნეთ სტა­ტი­ის აუ­დი­ო­ვერ­სი­ას

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შემაგი
0

საინტერესოა, ყოჩაღ ავტორს. ზუსტად არის გადმოცემული სიტუაცია, მე ვმასუხრობდი მაზარი-შარიფში და მყიფე, მოჩვენებითი თავისუფლება არსებობდა, ახლა ეგეც არის. სანამ ადგილობრივებს ყელში არ ამოუვათ დროში გაცვეთილი შეხედულებები, იქამდე ვერც ერტი სამშვიდობო მისია ვერ უშველით, ვერც 20, ვერც 50 და ვერც 100 წელი. 

თინა
3

საწყალი ხალხი :( ამეტირა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"დამსხვრეული ოცნებების სასაფლაო" - ქუჩაში გამათრახებული ქალები, მხოლოდ შავი სამოსი და უუფლებო ადამიანები - როგორ ცხოვრობენ ავღანელები "თალიბანის" რეჟიმის პირობებში

"დამსხვრეული ოცნებების სასაფლაო" - ქუჩაში გამათრახებული ქალები, მხოლოდ შავი სამოსი და უუფლებო ადამიანები - როგორ ცხოვრობენ ავღანელები "თალიბანის" რეჟიმის პირობებში

"მუდმივი ომის ქვეყანა", "ოცნებების სასაფლაო" - ამ ფრაზებს დღეს ხშირად მოისმენთ ავღანეთზე საუბრისას. ახლა იქ "თალიბანის" წესების მიხედვით ცხოვრობენ და ომის გარეშე ცხოვრების იმედი, რომელიც მოქალაქეებს ჰქონდათ, უიმედობამ, შიშმა და სასოწარკვეთამ ჩაანაცვლა.

BBC-ის ჟურნალისტი აღწერს, თუ რა ხდება ქაბულის ქუჩებში ახლა.

“რატომ დადიხარ მაჰრამის გარეშე?“ - თალიბანის წევრი ეკითხება ახალგაზრდა ავღანელ ქალს და მიუთითებს, რომ მას არ აქვს უფლება ქუჩაში მამაკაცის გარეშე გადაადგილების. მხარზე იარაღგადაკიდებული, თავსაბურიანი თალიბი ქალს უბრძანებს, რომ დაურეკოს ქმარს. როდესაც ქალი განმარტავს, რომ მას არ აქვს ტელეფონი, კაცი ტაქსის მძღოლს ავალებს, ქალი სახლში ქმრის მოსაყვანად წაიყვანოს, ხოლო როდესაც ქმართან ერთად დაბრუნდება, "ყველაფერი მოგვარდება."

ქაბულში საშინელი მოძრაობაა, ქუჩებში ხის ურმები დადიან, რომლებიც დატვირთულია ავღანური მწვანე ყურძნითა და მწიფე ქლიავით, გარშემო ბავშვები დარბიან.

გარეგნულად ქალაქი თითქმის იგივეა, თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ ასე არ არის. ის იქცა ქალაქად, რომელსაც მართავს "თალიბანი", ის უუფლებო ადამიანების ქალაქად იქცა.

არსებობს ისეთი აკრძალვები, უთქმელად, ბრძანებების გარეშე რომ დაემორჩილნენ ავღანელები. მაგალითად, როგორც კი თალიბებმა ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, ავღანელებმა უკვე იცოდნენ, რა ეკრძალებოდათ - მამაკაცებმა შეწყვიტეს წვერის გაპარსვა, ქალებმა უარი თქვეს ფერად სამოსზე და ის შავი ფერით შეცვალეს, შედარებით მოკლე სამოსი კი გრძელით ჩაანაცვლეს.

  • "დამსხვრეული ოცნებები"

"რა უნდა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?“ - ეს არის კითხვები, რომლებიც ახლა ავღანელთა უმეტესობას აწუხებს, კითხვები, რომლებსაც იქ მცხოვრებთა მზერაში ამოიკითხავთ. გაქცევა სურთ და დახმარებას ითხოვენ. "რატომ მიგვატოვეთ?" - მიმართავენ დანარჩენ მსოფლიოს.

ადგილობრივმა იურისტმა ქალმა, მერიემ რაჯაიმ იცოდა რაც ელოდა, როცა ქაბული დაეცემოდა.15 აგვისტოს, როდესაც თალიბანის მებრძოლები ქაბულის ქუჩებში გამოჩდნენ, ის გენერალური პროკურატურის ოფისში, მომავალი ქალი პროკურორებისთვის ე.წ. ვორქშოპს ატარებდა.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ“, - ეუბნებოდნენ მსმენელები მაშინ, როცა ქუჩებში უკვე რეალური საფრთხე არსებობდა... თუმცა, ვეღარ გააგრძელეს. მას შემდეგ, რაჯაი ცდილობს დაემალოს თალიბებს, ერთი სახლიდან მეორეში გადადის ოჯახთან ერთად, მათ შორის, ორ მცირეწლოვანთან ერთად. მისი სამი წლის ქალიშვილი უკვე ამბობს, რომ სურს, ინჟინერი გამოვიდეს და ფერადი სახლები ააგოს.

ავღანელ ქალებს უთხრეს, რომ სამსახურებში აღარ მისულიყვნენ.

"ჩემი უფლებაა მივიღო განათლება, მქონდეს სამსახური, ვიყო საზოგადოებაში ინტეგრირებული. მე მქონდა ოცნებები, რომლებიც დაიმსხვრა“, - ამბობს რაჯაი.

  • პროტესტი და ქუჩებში გამათრახებული ქალები

მიუხედავად თალიბების სასტიკი წესებისა, დასჯის სასტიკი მეთოდებისა, ავღანელი ქალების ნაწილი ითხოვს განათლებისა და მუშაობის უფლებას, უფლებას, რომ ქუჩაში მარტო, მამაკაცის გარეშე გადაადგილება შეეძლოთ. ამ მოთხოვნებით ქაბულის ქუჩებში ათობით ქალი გამოვიდა. მანამდე, ერთი დღით ადრე თალიბებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის მმართველ სტრუქტურებში არცერთი ქალი არ იქნებოდა.

"ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ...“, - ამბობენ ადგილობრივი ქალები.

დემონსტრანტები თალიბებმა სასტიკად სცემეს. მათრახებითა და ხელკეტებით გაუსწორდნენ, გამოიყენეს ელექტრო-შოკიც.

  • "მათ გვცემეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ჩემთვის სამარცხვინოა გავიმეორო ის სიტყვები, რომლებსაც გვეძახდნენ“, - ამბობს ერთ-ერთი ქალი, რომლის სიტყვებსაც BBC-ი აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ქაბულში პაკისტანის საელჩოსთან გამართული დემონსტრაციის დასაშლელად "თალიბანმა" ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. საპროტესტო აქციები გაიმართა ფარვანისა და ნიმრუზის პროვინციებშიც. აქაც მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს.

ვრცელდება ფოტოები, სადაც BBC-ის ინფორმაციით, "თალიბების“ მიერ ნაცემი ორი ჟურნალისტია აღბეჭდილი - ისინი საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. აღსანიშნავია, რომ “თალიბანმა” საპროტესტო აქციებზე კონტროლი გააძლიერა და აკრძალა ნებისმიერი დემონსტრაციის ჩატარება, ან სლოგანის გამოყენება წინასწარი ოფიციალური თანხმობის გარეშე.

  • ფარდით გაყოფილი აუდიტორიები

რამდენიმე დღის წინ, მთელი ავღანეთის მასშტაბით, სტუდენტები უნივერსიტეტებს დაუბრუნდნენ, თუმცა ლექციებზე დასწრება ახლა განსხვავებულ რეალობაში უწევთ. აუდიტორიები მათ ფარდით დახვდათ გაყოფილი, ფარდის ერთ მხარეს ბიჭები სხედან, ხოლო მეორე მხარე გოგონებისთვის არის განკუთვნილი.

1996-2001 წლებში ავღანეთში აკრძალული იყო გოგონებისთვის სწავლა, ამ ეტაპზე კი უცნობია, რას გადაწყვეტენ თალიბები. მათ თქვეს, რომ ქალების უფლებებს დაიცავდნენ და "იქნება ყველაფერი ისე, როგორც ისლამი მოითხოვს," თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას გულისხმობენ აღნიშნულში.

მანამდე კი, როგორც ადგილობრივი ქალების ნაწილი ამბობს, აპირებენ ბრძოლას - სიკვდილამდე.

მოუსმინეთ სტატიის აუდიოვერსიას