საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა... ცხედარს ხის ტოტები დააფარა" - რას აცხადებენ პროკურატურაში
"ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა... ცხედარს ხის ტოტები დააფარა" - რას აცხადებენ პროკურატურაში

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი ედუ­არდსის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე რ.მ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­კეთ­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 30 ივ­ლისს, და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­დის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი ყა­ჩა­ღუ­რად, პი­რა­დი ნივ­თე­ბის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით თავს და­ეს­ხა შა­ნაი ბრუ­კი ედუ­არდს. მსხვერ­პლის მიერ გა­წე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო, ბრალ­დე­ბულ­მა, ყა­ჩა­ღო­ბის გა­ად­ვი­ლე­ბის და შემ­დგომ­ში მისი და­ფარ­ვის მიზ­ნით, ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით, მისი მოკ­ვლა გა­და­წყვი­ტა. ბრალ­დე­ბულ­მა შა­ნაი ბრუკს და­ნით კის­რის არე­ში მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა და გა­გუ­და. ამის შემ­დეგ იგი მსხვერ­პლის პი­რად ნივ­თებს და­ე­უფ­ლა და და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის და­ფარ­ვა სცა­და, ცხე­დარს ხის ტო­ტე­ბი და­ა­ფა­რა, და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი - დანა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­აგ­დო და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა. გა­მო­ი­კი­თხა 200-ზე მეტი პირი, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­გობ­რე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, და­ნა­შა­უ­ლის დღეს მთაწ­მინ­დის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი და იქ და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი. საქ­მის მოწ­მე­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, დამ­ნა­შა­ვე პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით, შე­იქ­მნა ფო­ტო­რო­ბო­ტი, რო­მე­ლიც გა­ეგ­ზავ­ნა ყვე­ლა ოპე­რა­ტი­ულ და­ნა­ყოფს.

შეს­წავ­ლი­ლია შა­ნაი ბრუ­კის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი და ამო­ღე­ბუ­ლია ასე­ვე, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის, გარ­დაც­ვლი­ლის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის და მთაწ­მინ­დის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრის - „112“-ის და კერ­ძო ობი­ექ­ტე­ბის კუთ­ვნი­ლი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რი. და­ნიშ­ნუ­ლია დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი და გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის, ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის, გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 8 სექ­ტემ­ბერს რ.მ. და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ანდა ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით), 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; ან­გა­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით“, - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

რა ნივთები უნდა ჰქონოდა სასეირნოდ წასულ ქალს. ფულით და ოქროულობით დაგრუზული არ იქნებოდა. როგორ გაიმეტა ამ სადისტმა ამის გულისთვის ეს ახალგაზრდა ქალი. რაღაც მანიაკალური იყო დამნაშავეში და პოლიციას თავის დროზე ასე ოპქრატიულად რომ აეყვანა მისგან ნაცემი ახალგაზრდა რომ უჩიოდა ეს უბედურება არ მოხდებოდა. 

ვერსია
3

არა აქ რაღაც სხვა ამბავია, დავალებულს ჰგავს, რომ ქვეყანას სახელი გაუტყდეს! თან პირველი შემთხვევა ხომ არ არის, თან მკცლელის მოძებნაც რომ ძალიან საეჭვოდ გაჭიანურდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა... ცხედარს ხის ტოტები დააფარა" - რას აცხადებენ პროკურატურაში

"ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა... ცხედარს ხის ტოტები დააფარა" - რას აცხადებენ პროკურატურაში

საქართველოს პროკურატურამ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.

გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილია შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და ამოღებულია ასევე, შემთხვევის ადგილის, გარდაცვლილის დროებითი საცხოვრებელი სახლის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი. დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.

გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რ.მ. დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით“, - განაცხადეს პროკურატურაში.