პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზიის ახალი სეზონი იწყება - განახლებული "პალიტრანიუსი" მაყურებელთან შესახვედრად ემზადება
ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზიის ახალი სეზონი იწყება - განახლებული "პალიტრანიუსი" მაყურებელთან შესახვედრად ემზადება

ორ­შა­ბათს, 13 სექ­ტემ­ბერს "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი იწყე­ბა, რომ­ლის­თვი­საც ერთ გუნ­დად შეკ­რუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბო­და. რე­სურ­სი თუ ენერ­გია, არა­ფე­რი და­უ­შუ­რია იმის­თვის, რომ მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, მო­ლო­დი­ნე­ბი და იმე­დე­ბი კვლავ გა­ა­მარ­თლოს და "პა­ლიტ­რა­ნი­უს­მა" ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ზეც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ატა­როს ყვე­ლა­ზე სან­დო, კომ­პე­ტენ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხე­ლი.

ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ის მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვის საყ­ვა­რელ, კარ­გად ნაც­ნობ წამ­ყვა­ნებს გა­ნახ­ლე­ბულ სტუ­დი­ებ­ში შეხ­ვდე­ბა, ამას­თა­ნა­ვე იხი­ლავს ბევრ ახალ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი­თა და წამ­ყვა­ნე­ბით, გარ­და ამი­სა, მათ­თვის უკვე მზად­დე­ბა გა­სარ­თო­ბი, ანა­ლი­ტი­კუ­რი თუ შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თის გა­და­ცე­მე­ბი.

  • მაშ, ასე: რო­გო­რი იქ­ნე­ბა ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე"?

ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე, ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის ბევრ სი­ახ­ლეს ჰპირ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს. არხზე გა­მოჩ­ნდე­ბა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბი, ახა­ლი სა­ხე­ე­ბიც... ბევ­რად აქ­ტი­უ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით. სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბადე ძი­რი­თა­დად დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კურ-ანა­ლი­ტი­კუ­რი, შე­მეც­ნე­ბი­თი, შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი ჟან­რის გა­და­ცე­მე­ბით. მე­დი­ცი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვგეგ­მავთ ბევრ სი­ახ­ლეს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში. ასე­ვე ეკო­ნო­მი­კის და ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვიქ­ნე­ბით ბევ­რად აქ­ტი­უ­რე­ბი, წინა სე­ზო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არხზე უფრო ფარ­თოდ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და ბიზ­ნეს­სი­ახ­ლე­ე­ბი. დაგ­ვე­მა­ტე­ბა დი­ლის გა­და­ცე­მაც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორ და­ი­წყე­ბა მისი ყო­ვე­ლი დღე, ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს მხი­ა­რულ და სა­ინ­ტე­რე­სო დი­ლის ეთე­რებს ვპირ­დე­ბით,. ვუ­სურ­ვებთ, რომ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი გა­და­ცე­მით შე­ვუქ­მნით, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჰ­ყვეთ.

სა­ღა­მოს ეთე­რიც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა - პო­ლი­ტი­კუ­რი და ანა­ლი­ტი­კუ­რი, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი. აქამ­დე თუ მა­ყუ­რე­ბელს ვთა­ვა­ზობ­დით ერთ გა­და­ცე­მას კვი­რა­ში 5-ჯერ, ახლა რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კურ-ანა­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა გავა, სხვა­დას­ხვა წამ­ყვა­ნე­ბით.

სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბის ფორ­მატ­შიც ცვლი­ლე­ბა გვაქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აქამ­დე ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი კო­ლა­ჟუ­რი სა­ხით გა­დი­ო­და ეთერ­ში, რა­საც არც ახლა ვღა­ლა­ტობთ, თუმ­ცა ახლა მათ და­ე­მა­ტე­ბა წამ­ყვა­ნი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბიც, წამ­ყვა­ნე­ბი უკვე შერ­ჩე­უ­ლი გვყავს. სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა­ზე დიდი გუნ­დი მუ­შა­ობს. მას­ში იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ზო­გა­დად ჩვე­ნი დიდი ნი­უს­რუ­მი­დან, რომ­ლე­ბიც უამ­რავ სი­ახ­ლეს მოგ­ვიყ­ვე­ბი­ან.

- რა­ტომ უნდა გა­ა­კე­თოს მა­ყუ­რე­ბელ­მა არ­ჩე­ვა­ნი "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე"?

- ბევ­რი სი­ახ­ლე ჩა­მოვ­თვა­ლე, ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა ამ არხზე, მაგ­რამ არ შე­იც­ვლე­ბა ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მის მი­მართ. არ შე­იც­ვლე­ბა ძი­რი­თა­დი - ის, რის გა­მოც აქამ­დეც მა­ყუ­რე­ბელ­ში სიმ­პა­თი­ას, სიყ­ვა­რულ­სა და ერ­თგუ­ლე­ბას ვიწ­ვევ­დით და ამას ამ სე­ზონ­ზეც გა­ვაგ­რძე­ლებთ, კვლავ ვიქ­ნე­ბით მი­უ­კერ­ძო­ებ­ლე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბი, მარ­თლე­ბი, მა­ყუ­რე­ბელს ვე­ტყვით სი­მარ­თლეს და მი­ვაწ­ვდით გა­და­მოწ­მე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­საც აქამ­დეც ვა­კე­თებ­დით. საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის პა­ტი­ვის­ცე­მა, სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა - ეს იყო და არის "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" პრი­ო­რი­ტე­ტი.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე გვაქვს - და­ვი­წყეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის ერ­თგვა­რი "გა­და­ფუთ­ვა", გაპ­რან­ჭვა, ანუ ახა­ლი სტუ­დია გვექ­ნე­ბა. ჩვე­ნი სტუ­დი­უ­რი გა­და­ცე­მე­ბი იქ­ნე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე. ვცდი­ლობთ მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ სივ­რცის მო­წყო­ბის, ალ­ბათ უფრო ამე­რი­კულ სტან­დარტს, სა­დაც გა­და­ცე­მე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან მკვეთ­რად გა­მიჯ­ნუ­ლი არ არის, გა­და­ცე­მი­დან გა­და­ცე­მა­ში ძა­ლი­ან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლია სტუ­დი­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც, ლო­ჯის­ტი­კი­თაც და მდე­ბა­რე­ო­ბი­თაც. ჩვენც ზუს­ტად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დით, - ის სივ­რცე, სა­დაც აქამ­დე ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბი გა­დი­ო­და, მთლი­ა­ნად გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ, ვაქ­ცი­ეთ ერთ დიდ გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნად, სა­ი­და­ნაც გავა პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შო­უ­ე­ბი, ნი­უს­გა­მოშ­ვე­ბე­ბი, ბიზ­ნეს­გა­და­ცე­მე­ბი, დი­ლის გა­და­ცე­მაც... ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ დიდი სივ­რცე­ში მო­ვაქ­ცი­ეთ, რაც სა­ყუ­რებ­ლა­დაც და სა­მუ­შა­ო­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. გპირ­დე­ბით, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ეთე­რე­ბი გე­ლო­დე­ბათ "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე". ამა­ში აუ­ცი­ლებ­ლად დარ­წმუნ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი 13 სექ­ტემ­ბრის სა­ღა­მო­დან, რო­დე­საც "360 გრა­დუ­სით" ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი შევა ეთერ­ში და სე­ზონს გახ­სნის. ამ გა­ო­ცე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ 14 სექ­ტემ­ბრი­დან, რო­დე­საც დი­ლის გა­და­ცე­მა და­ი­წყე­ბა. ასე გაგ­რძელ­დე­ბა შემ­დგომ­შიც...

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი

ეკა წივ­წი­ვა­ძე, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- წელს ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გვაქვს, ასე­თი ცვლი­ლე­ბა "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქამ­დე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. გვქონ­და მხო­ლოდ ე.წ. კო­ლა­ჟუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი. კო­ლა­ჟუ­რი სის­ტე­მა ახ­ლაც რჩე­ბა, თუმ­ცა ცენ­ტრა­ლურ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე გვექ­ნე­ბა წამ­ყვა­ნი­ა­ნი გა­მოშ­ვე­ბე­ბი, პლუს ამას დღის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­ცე­მა ეთერ­ში 19.30 სა­ათ­ზე გავა. მთლი­ა­ნო­ბა­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 12 სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა გვექ­ნე­ბა - ახალ ამ­ბებს სა­ათ­ში ერთხელ გან­ვა­ახ­ლებთ.

აქამ­დე არ გვქო­და ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებს მის­ცემ­და სი­უ­ჟე­ტე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რად­გან კო­ლა­ჟი არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სი­უ­ჟე­ტე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ახლა კი ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი და­იტ­ვირ­თე­ბა რე­პორ­ტა­ჟე­ბით, სი­უ­ჟე­ტე­ბით, გვექ­ნე­ბა უფრო მეტი ჩარ­თვა, მეტი ლა­ი­ვი... ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ბევრ სირ­თუ­ლეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ თავს გა­ვარ­თმევთ.

"ნი­უს­რუ­მის“ შე­მად­გე­ლო­ბა­შიც ცვლი­ლე­ბე­ბია, რამ­დე­ნი­მე ძვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გა­მოგ­ვაკ­ლდა, ზოგი სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და, ზოგი - სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში აგ­რძე­ლებს კა­რი­ე­რას, თუმ­ცა ძა­ლი­ან კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო მა­ტე­ბა გვაქვს. კონ­კურ­სის წე­სით შერ­ჩე­უ­ლი, ახა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დაგ­ვე­მატ­ნენ. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი მსურ­ვე­ლი იყო, 100-ზე მეტი გან­ცხა­დე­ბა შე­მო­ვი­და, გა­სა­უბ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ეტა­პი ჩა­ვა­ტა­რეთ და ვფიქ­რობ, რომ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ.

- წამ­ყვა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გკი­თხავთ, ვინ იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი, იც­ნობს მა­ყუ­რე­ბე­ლი თუ სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­ხე­ე­ბი არი­ან?

- ჩვენ სრუ­ლი­ად ახალ სა­ხე­ებს ვთა­ვა­ზობთ მა­ყუ­რე­ბელს. მა­რი­ამ ჩი­ქო­ვა­ნი არის "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტი. ის კვლავ იმუ­შა­ვებს, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, დი­ლის ახალ ამ­ბებ­საც გა­აც­ნობს მა­ყუ­რე­ბელს. სა­ღა­მოს ეთერს კი - თეკ­ლა კუ­ჭუ­ხი­ძე წა­რუ­ძღვე­ბა. თეკ­ლა ჟურ­ნა­ლის­ტია, "პა­ლიტ­რის" ახა­ლი სახე, რო­მე­ლიც უკვე ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა მთელ­მა გუნ­დმა და იმე­დია, ასე­თი­ვე სიყ­ვა­რულს და­იმ­სა­ხუ­რებს მა­ყუ­რებ­ლის­გა­ნაც. შუ­ა­დღის ეთე­რი­დან მა­ყუ­რე­ბელს მე მი­ვე­სალ­მე­ბი.

მა­რი­ამ ჩი­ქო­ვა­ნი

- საკ­მა­ოდ დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა მე­დი­ა­სივ­რცე­ში. თით­ქმის ყვე­ლა არხზე გა­დის ამა­ვე ფორ­მა­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი. რო­გორ და­იმ­კვიდ­რებთ მათ შო­რის სა­პა­ტიო ად­გილს და რო­გორ ფიქ­რობთ, რითი ხართ გა­მორ­ჩე­უ­ლი, რის გა­მოც მა­ყუ­რე­ბელ­მა თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ უნდა გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი?

- თა­ვის დრო­ზე, კო­ლა­ჟუ­რი სის­ტე­მით კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში შეს­ვლა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, რად­გან ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი მიჩ­ვე­უ­ლი იყო იმას, რონ ეკ­რა­ნი­დან წამ­ყვა­ნი ესა­უბ­რე­ბო­და, თუმ­ცა კო­ლა­ჟურ­მა სის­ტე­მამ გა­ა­მარ­თლა. მა­ყუ­რე­ბე­ლი ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ მოკ­ლე სა­ინ­ფორ­მა­ციო კო­ლა­ჟე­ბით ისი­ნი დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში იღებ­დნენ დღის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლეს. კო­ლა­ჟებს ამი­ტო­მაც ვტო­ვებთ, თუმ­ცა იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი გავ­ხდეთ, გა­დავ­წყვი­ტეთ დაგ­ვე­მა­ტე­ბი­ნა წამ­ყვა­ნე­ბი და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბი.

რო­დე­საც გვქონ­და გა­სა­უბ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, ვე­კი­თხე­ბო­დით, რა­ტომ უნ­დათ ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბა, მათი პირ­ვე­ლი პა­სუ­ხი იყო, - იმი­ტომ, რომ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" არ არის მხა­რე, იმი­ტომ რომ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" არის ობი­ექ­ტუ­რი, იმი­ტომ, რომ პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი არ არის რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამას ხე­და­ვენ, მი­თუ­მე­ტეს ხე­დავს მა­ყუ­რე­ბე­ლი. "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" მა­ყუ­რე­ბელ­მა იცის, რომ აქ ამ­ბე­ბი გა­დის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე. აქ არის მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ ანა­ლი­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ჩვენ არ ვართ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლე­ბი, ჩვენ არ ვართ მხა­რე, არ ვა­ტა­რებთ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სებს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ვართ, იშ­ვი­ა­თიც - ამ მხრივ ვფიქ­რობ, ჩვენ უკონ­კუ­რენ­ტო­ე­ბიც კი გვეთ­ქმის. ამი­ტომ, ზუს­ტად ვი­ცით, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი არ­ჩე­ვანს ჩვენ­ზე შე­ა­ჩე­რებს.

კატო ოცხე­ლი, "დი­ლის პა­ლიტ­რის" პრო­დი­უ­სე­რი:

კატო ოცხე­ლი

- "პა­ლიტ­რა­ნი­უსს" ყო­ველ­თვის ჰყავ­და თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი, მსმე­ნე­ლი და მკი­თხვე­ლი და მათ ყო­ველ­თვის აქვთ მო­ლო­დი­ნი, რომ ჩვენ ვიქ­ნე­ბით ობი­ექ­ტუ­რე­ბი, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. ახლა დად­გა დრო, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ამ თა­ვი­დან, კი­დევ ერთხელ, თა­ვი­სი ობი­ექ­ტუ­რი სი­ტყვა თქვას ღია სივ­რცე­ში. ამი­ტომ, ამ გუნ­დმა და მის­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის ძირ­ფეს­ვი­ა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბით შეხ­ვდნენ მა­ყუ­რე­ბელს. შე­იც­ვა­ლა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ, რო­გორც სტრუქ­ტუ­რა­ში, ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის ფორ­მატ­ში. შე­იც­ვა­ლა დი­ლის ეთე­რიც, გვე­მა­ტე­ბა გა­და­ცე­მა "დი­ლის პა­ლიტ­რა", სა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ე­ბი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი წამ­ყვა­ნე­ბით - ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან ერ­თად, რო­მელ­თაც კარ­გად იც­ნო­ბენ ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლე­ბი, ბევ­რი ახა­ლი სა­ხეც გვე­ყო­ლე­ბა. "დი­ლის პა­ლიტ­რა" არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რაც კი ახლა, ახალ სე­ზონ­ზე ელო­დე­ბა ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს.

- ვინ იქ­ნე­ბი­ან "დი­ლის პა­ლიტ­რის" წამ­ყვა­ნე­ბი, რა თე­მე­ბი გა­იშ­ლე­ბა?

- დილა იქ­ნე­ბა, რო­გო­რი დაკ­ვე­თაც მო­დის მა­ყუ­რებ­ლის­გან, მათ აინ­ტე­რე­სებთ მშობ­ლე­ბის თემა, ბავ­შვე­ბის თემა, სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბა, კი­ნო­ლო­გია, ფლო­რის­ტი­კა, დი­ზა­ი­ნი, ჯან­მრთე­ლო­ბა, ეს­თე­ტი­კა - ყვე­ლა ამ სფე­როს მო­ი­ცავს დი­ლის გა­და­ცე­მა და მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ჭიდ­რო­ე­ბუ­ლად შე­ვეც­დე­ბით, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­სა­უბ­როთ, თა­ნაც სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ.

თამ­თა ასა­თი­ა­ნი და ლე­ვან ლა­უ­და­ძე

რაც შე­ე­ხე­ბა წამ­ყვა­ნებს, თამ­თა ასა­თი­ა­ნი და ლე­ვან ლა­უ­და­ძე არი­ან დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი. მათ­თან ერ­თად ბევ­რი ახა­ლი სახე, სა­ინ­ტე­რე­სო კო­რეს­პონ­დენ­ტი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეტა­პობ­რი­ვად, სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თა და რუბ­რი­კე­ბით.

"დი­ლის პა­ლიტ­რის" მთე­ლი გუნ­დი დიდი მონ­დო­მე­ბით ვემ­ზა­დე­ბით მა­ყუ­რე­ბელ­თან შე­სახ­ვედ­რად. ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდე­ბით 14 სექ­ტემ­ბერს, "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე" დი­ლის ეთერ­ში.

ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" დი­რექ­ტო­რი:

- პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გუნდს სამი თვის წინ შე­ვუ­ერ­თდი, რაც დიდი პა­ტი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა ჩემ­თვის. "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ნა­წი­ლი ვართ და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ა­ბიზ­ნე­სის 26 - წლი­ა­ნი ტრა­დი­ცია გვი­მაგ­რებს ზურგს. მა­ყუ­რებ­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა ყო­ველ­თვის გა­მო­არ­ჩევ­და "პა­ლიტ­რა­ნი­უსს", ამი­ტო­მაც ვგრძნობთ მუდ­მი­ვად მა­ყუ­რებ­ლის­გან დიდ ნდო­ბას და ერ­თგუ­ლე­ბას, დიდი მად­ლო­ბა მათ ამის­თვის! ასე­ვე მად­ლო­ბა მთელ ჩვენს გუნდს თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მის­თვის, რათა ღირ­სე­უ­ლად წარვდგეთ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. "პა­ლიტ­რა­ნი­უსს" დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ახალ სე­ზონ­ზე!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

იმ ბაკქანალიის ფონზე , რასაც ქართულ მედიასივრცეში ტელევიზიებად წოდებული პარტიული დანამატები ატრიალებენ, პალიტრანიუსი ნამდვილად გამოირჩევა მიუკერძოებლობით , ასე რომ წარმატებები ,გისურვებთ იყოთ თავისუფლები და ობიექტურები, ანუ მედიის ის სახეობა, რომლის დეფიციტიც სამწუხაროდ , მთელ მსოფლიოში იგრძნობა უკვე!

!
2

გეთანხმებით რომ ახალი ამბები ობიექტურად შუქდება, მაგრამ რაც შეეხება წამყვანებს, ვერცერთი წამყვანი ვერ მალავს ოპოზიციის მიმართ ლოიალობას და მეტიც, თვალშისაცემ მიკერძოებულობას, ასე რომ მთლად ობიექტურობაზე ნუ გექნებათ პრეტენზიები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზიის ახალი სეზონი იწყება - განახლებული "პალიტრანიუსი" მაყურებელთან შესახვედრად ემზადება

ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზიის ახალი სეზონი იწყება - განახლებული "პალიტრანიუსი" მაყურებელთან შესახვედრად ემზადება

ორშაბათს, 13 სექტემბერს "პალიტრანიუსის" ახალი სატელევიზიო სეზონი იწყება, რომლისთვისაც ერთ გუნდად შეკრული ტელევიზიის ყველა თანამშრომელი მთელი ზაფხულის განმავლობაში ემზადებოდა. რესურსი თუ ენერგია, არაფერი დაუშურია იმისთვის, რომ მაყურებლის სიყვარული, მოლოდინები და იმედები კვლავ გაამართლოს და "პალიტრანიუსმა" ამ სატელევიზიო სეზონზეც დამსახურებულად ატაროს ყველაზე სანდო, კომპეტენტური და მიუკერძოებელი ტელევიზიის სახელი.

ახალ სატელევიზიო სეზონზე ტელევიზიის მაყურებელი თავის საყვარელ, კარგად ნაცნობ წამყვანებს განახლებულ სტუდიებში შეხვდება, ამასთანავე იხილავს ბევრ ახალ საინტერესო პროექტს ახალი სახეებითა და წამყვანებით, გარდა ამისა, მათთვის უკვე მზადდება გასართობი, ანალიტიკური თუ შემეცნებითი ხასიათის გადაცემები.

  • მაშ, ასე: როგორი იქნება ახალი სატელევიზიო სეზონი "პალიტრანიუსზე"?

ლევან ტაბატაძე, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" აღმასრულებელი დირექტორი:

- "პალიტრანიუსი" ახალი სეზონისთვის ბევრ სიახლეს ჰპირდება მაყურებელს. არხზე გამოჩნდება ახალი პოლიტიკური გადაცემები, ახალი სახეებიც... ბევრად აქტიურები ვიქნებით. სატელევიზიო ბადე ძირითადად დატვირთული იქნება პოლიტიკურ-ანალიტიკური, შემეცნებითი, შემეცნებით-გასართობი ჟანრის გადაცემებით. მედიცინის მიმართულებითაც ვგეგმავთ ბევრ სიახლეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პანდემიურ პერიოდში. ასევე ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულებითაც ვიქნებით ბევრად აქტიურები, წინა სეზონებისგან განსხვავებით, არხზე უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი ეკონომიკური და ბიზნესსიახლეები. დაგვემატება დილის გადაცემაც. მოგეხსენებათ, თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ დაიწყება მისი ყოველი დღე, ჩვენს მაყურებელს მხიარულ და საინტერესო დილის ეთერებს ვპირდებით,. ვუსურვებთ, რომ პოზიტიური განწყობა, რომელსაც ჩვენი გადაცემით შევუქმნით, მთელი დღის განმავლობაში გაჰყვეთ.

საღამოს ეთერიც არანაკლებ საინტერესო იქნება - პოლიტიკური და ანალიტიკური, ერთმანეთისგან განსხვავებული გადაცემებით დატვირთული. აქამდე თუ მაყურებელს ვთავაზობდით ერთ გადაცემას კვირაში 5-ჯერ, ახლა რამდენიმე პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემა გავა, სხვადასხვა წამყვანებით.

საინფორმაციო გადაცემების ფორმატშიც ცვლილება გვაქვს. მოგეხსენებათ, აქამდე ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები კოლაჟური სახით გადიოდა ეთერში, რასაც არც ახლა ვღალატობთ, თუმცა ახლა მათ დაემატება წამყვანიანი საინფორმაციო გადაცემებიც, წამყვანები უკვე შერჩეული გვყავს. საინფორმაციო გადაცემის მომზადებაზე დიდი გუნდი მუშაობს. მასში იქნებიან ჩართულები როგორც საინფორმაციო სამსახურის, ასევე ჟურნალისტების მთელი შემადგენლობა ზოგადად ჩვენი დიდი ნიუსრუმიდან, რომლებიც უამრავ სიახლეს მოგვიყვებიან.

- რატომ უნდა გააკეთოს მაყურებელმა არჩევანი "პალიტრანიუსზე"?

- ბევრი სიახლე ჩამოვთვალე, ბევრი რამ შეიცვლება ამ არხზე, მაგრამ არ შეიცვლება ჩვენი დამოკიდებულება საქმის მიმართ. არ შეიცვლება ძირითადი - ის, რის გამოც აქამდეც მაყურებელში სიმპათიას, სიყვარულსა და ერთგულებას ვიწვევდით და ამას ამ სეზონზეც გავაგრძელებთ, კვლავ ვიქნებით მიუკერძოებლები, თავისუფლები, მართლები, მაყურებელს ვეტყვით სიმართლეს და მივაწვდით გადამოწმებულ ინფორმაციას, რასაც აქამდეც ვაკეთებდით. საქმისადმი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი, ჟურნალისტური ეთიკის პატივისცემა, სტანდარტების დაცვა - ეს იყო და არის "პალიტრანიუსის" პრიორიტეტი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს - დავიწყეთ საკუთარი თავის ერთგვარი "გადაფუთვა", გაპრანჭვა, ანუ ახალი სტუდია გვექნება. ჩვენი სტუდიური გადაცემები იქნება განახლებული და თანამედროვე. ვცდილობთ მივუახლოვდეთ სივრცის მოწყობის, ალბათ უფრო ამერიკულ სტანდარტს, სადაც გადაცემები ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული არ არის, გადაცემიდან გადაცემაში ძალიან დაახლოებულია სტუდიები ერთმანეთთან ვიზუალურადაც, ლოჯისტიკითაც და მდებარეობითაც. ჩვენც ზუსტად ამ მიმართულებით წავედით, - ის სივრცე, სადაც აქამდე ჩვენი გადაცემები გადიოდა, მთლიანად გავაერთიანეთ, ვაქციეთ ერთ დიდ გადასაღებ მოედნად, საიდანაც გავა პოლიტიკური თოქ-შოუები, ნიუსგამოშვებები, ბიზნესგადაცემები, დილის გადაცემაც... ეს ყველაფერი ერთ დიდი სივრცეში მოვაქციეთ, რაც საყურებლადაც და სამუშაოდაც ძალიან საინტერესოა. გპირდებით, რომ განსხვავებული და საინტერესო ეთერები გელოდებათ "პალიტრანიუსზე". ამაში აუცილებლად დარწმუნდება მაყურებელი 13 სექტემბრის საღამოდან, როდესაც "360 გრადუსით" ემა ტუხიაშვილი შევა ეთერში და სეზონს გახსნის. ამ გაოცებას გავაგრძელებთ 14 სექტემბრიდან, როდესაც დილის გადაცემა დაიწყება. ასე გაგრძელდება შემდგომშიც...

ემა ტუხიაშვილი

ეკა წივწივაძე, "პალიტრანიუსის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი:

- წელს ძირეული ცვლილებები გვაქვს, ასეთი ცვლილება "პალიტრანიუსზე" საინფორმაციო გამოშვებების მიმართულებით აქამდე არ განხორციელებულა. გვქონდა მხოლოდ ე.წ. კოლაჟური საინფორმაციო გამოშვებები. კოლაჟური სისტემა ახლაც რჩება, თუმცა ცენტრალურ მონაკვეთებზე გვექნება წამყვანიანი გამოშვებები, პლუს ამას დღის შემაჯამებელი გადაცემა ეთერში 19.30 საათზე გავა. მთლიანობაში დღის განმავლობაში 12 საინფორმაციო გადაცემა გვექნება - ახალ ამბებს საათში ერთხელ განვაახლებთ.

აქამდე არ გვქოდა ფორმატი, რომელიც ჟურნალისტებს მისცემდა სიუჟეტების გაკეთების საშუალებას, რადგან კოლაჟი არ ითვალისწინებდა სიუჟეტების ინტეგრაციას. ახლა კი ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები დაიტვირთება რეპორტაჟებით, სიუჟეტებით, გვექნება უფრო მეტი ჩართვა, მეტი ლაივი... ბუნებრივია, ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული - თუმცა ვფიქრობ, რომ თავს გავართმევთ.

"ნიუსრუმის“ შემადგელობაშიც ცვლილებებია, რამდენიმე ძველი ჟურნალისტი გამოგვაკლდა, ზოგი საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა, ზოგი - სხვა მედიასაშუალებებში აგრძელებს კარიერას, თუმცა ძალიან კარგი და საინტერესო მატება გვაქვს. კონკურსის წესით შერჩეული, ახალი ჟურნალისტები დაგვემატნენ. სხვათა შორის, ბევრი მსურველი იყო, 100-ზე მეტი განცხადება შემოვიდა, გასაუბრების რამდენიმე ეტაპი ჩავატარეთ და ვფიქრობ, რომ საუკეთესოები შევარჩიეთ.

- წამყვანებთან დაკავშირებით გკითხავთ, ვინ იქნებიან ისინი, იცნობს მაყურებელი თუ სრულიად ახალი სახეები არიან?

- ჩვენ სრულიად ახალ სახეებს ვთავაზობთ მაყურებელს. მარიამ ჩიქოვანი არის "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი. ის კვლავ იმუშავებს, როგორც ჟურნალისტი, მაგრამ ამასთანავე, დილის ახალ ამბებსაც გააცნობს მაყურებელს. საღამოს ეთერს კი - თეკლა კუჭუხიძე წარუძღვება. თეკლა ჟურნალისტია, "პალიტრის" ახალი სახე, რომელიც უკვე ძალიან შეიყვარა მთელმა გუნდმა და იმედია, ასეთივე სიყვარულს დაიმსახურებს მაყურებლისგანაც. შუადღის ეთერიდან მაყურებელს მე მივესალმები.

მარიამ ჩიქოვანი

- საკმაოდ დიდი კონკურენციაა მედიასივრცეში. თითქმის ყველა არხზე გადის ამავე ფორმატის საინფორმაციო გამოშვებები. როგორ დაიმკვიდრებთ მათ შორის საპატიო ადგილს და როგორ ფიქრობთ, რითი ხართ გამორჩეული, რის გამოც მაყურებელმა თქვენს სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი?

- თავის დროზე, კოლაჟური სისტემით კონკურენციაში შესვლა საკმაოდ რთული იყო, რადგან ჩვენი მაყურებელი მიჩვეული იყო იმას, რონ ეკრანიდან წამყვანი ესაუბრებოდა, თუმცა კოლაჟურმა სისტემამ გაამართლა. მაყურებელი ხშირად აღნიშნავს, რომ მოკლე საინფორმაციო კოლაჟებით ისინი დროის მოკლე მონაკვეთში იღებდნენ დღის ყველა მნიშვნელოვან სიახლეს. კოლაჟებს ამიტომაც ვტოვებთ, თუმცა იმისთვის, რომ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ, გადავწყვიტეთ დაგვემატებინა წამყვანები და გაგვეკეთებინა ტრადიციული საინფორმაციო გადაცემები.

როდესაც გვქონდა გასაუბრება ჟურნალისტებთან, ვეკითხებოდით, რატომ უნდათ ჩვენთან მუშაობა, მათი პირველი პასუხი იყო, - იმიტომ, რომ "პალიტრანიუსი" არ არის მხარე, იმიტომ რომ "პალიტრანიუსი" არის ობიექტური, იმიტომ, რომ პალიტრანიუსი არ არის რომელიმე პარტიასთან აფილირებული და ვფიქრობ, თუ ჟურნალისტები ამას ხედავენ, მითუმეტეს ხედავს მაყურებელი. "პალიტრანიუსის" მაყურებელმა იცის, რომ აქ ამბები გადის ინტერპრეტაციების გარეშე. აქ არის მხოლოდ ფაქტები და არგუმენტირებულ ანალიტიკაზე დაფუძნებული ინფორმაცია. ჩვენ არ ვართ მიკერძოებულები, ჩვენ არ ვართ მხარე, არ ვატარებთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, შესაბამისად, ჩვენ ძალიან გამორჩეული მედიასაშუალება ვართ, იშვიათიც - ამ მხრივ ვფიქრობ, ჩვენ უკონკურენტოებიც კი გვეთქმის. ამიტომ, ზუსტად ვიცით, მედიაწიგნიერი მაყურებელი არჩევანს ჩვენზე შეაჩერებს.

კატო ოცხელი, "დილის პალიტრის" პროდიუსერი:

კატო ოცხელი

- "პალიტრანიუსს" ყოველთვის ჰყავდა თავისი მაყურებელი, მსმენელი და მკითხველი და მათ ყოველთვის აქვთ მოლოდინი, რომ ჩვენ ვიქნებით ობიექტურები, მიუკერძოებლები, პროფესიონალები. ახლა დადგა დრო, რომ ტელევიზიამ თავიდან, კიდევ ერთხელ, თავისი ობიექტური სიტყვა თქვას ღია სივრცეში. ამიტომ, ამ გუნდმა და მისმა ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ახალი სეზონისთვის ძირფესვიანი ცვლილებებით შეხვდნენ მაყურებელს. შეიცვალა ძალიან ბევრი რამ, როგორც სტრუქტურაში, ასევე ტელევიზიის ფორმატში. შეიცვალა დილის ეთერიც, გვემატება გადაცემა "დილის პალიტრა", სადაც ძალიან საინტერესო თემები იქნება მოწოდებული, საინტერესო სახეები იქნება წარმოდგენილი, ძალიან კარგი წამყვანებით - ცნობილ სახეებთან ერთად, რომელთაც კარგად იცნობენ ჩვენი მაყურებლები, ბევრი ახალი სახეც გვეყოლება. "დილის პალიტრა" არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც კი ახლა, ახალ სეზონზე ელოდება ჩვენს მაყურებელს.

- ვინ იქნებიან "დილის პალიტრის" წამყვანები, რა თემები გაიშლება?

- დილა იქნება, როგორი დაკვეთაც მოდის მაყურებლისგან, მათ აინტერესებთ მშობლების თემა, ბავშვების თემა, სამედიცინო მიმართულება, სამეცნიერო მიმართულება, კინოლოგია, ფლორისტიკა, დიზაინი, ჯანმრთელობა, ესთეტიკა - ყველა ამ სფეროს მოიცავს დილის გადაცემა და მაქსიმალურად შემჭიდროებულად შევეცდებით, რომ ყველაფერზე ვისაუბროთ, თანაც საინტერესო და აქტუალური თემები შევთავაზოთ.

თამთა ასათიანი და ლევან ლაუდაძე

რაც შეეხება წამყვანებს, თამთა ასათიანი და ლევან ლაუდაძე არიან დილის გადაცემის წამყვანები. მათთან ერთად ბევრი ახალი სახე, საინტერესო კორესპონდენტი შემოგვიერთდება დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად, საინტერესო მიმართულებებითა და რუბრიკებით.

"დილის პალიტრის" მთელი გუნდი დიდი მონდომებით ვემზადებით მაყურებელთან შესახვედრად. ერთმანეთს შევხვდებით 14 სექტემბერს, "პალიტრანიუსზე" დილის ეთერში.

ავთანდილ წერეთელი, "პალიტრანიუსის" დირექტორი:

- პალიტრანიუსის" გუნდს სამი თვის წინ შევუერთდი, რაც დიდი პატივი და საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის. "პალიტრა მედიის" ნაწილი ვართ და თავისუფალი მედიაბიზნესის 26 - წლიანი ტრადიცია გვიმაგრებს ზურგს. მაყურებლის თავისუფალი აზრისადმი პატივისცემა ყოველთვის გამოარჩევდა "პალიტრანიუსს", ამიტომაც ვგრძნობთ მუდმივად მაყურებლისგან დიდ ნდობას და ერთგულებას, დიდი მადლობა მათ ამისთვის! ასევე მადლობა მთელ ჩვენს გუნდს თავდადებული შრომისთვის, რათა ღირსეულად წარვდგეთ მაყურებლის წინაშე. "პალიტრანიუსს" დიდ წარმატებას ვუსურვებ ახალ სეზონზე!