ჟურნალისტი ეკა ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
"გამარჯობა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მქონდა კოვიდი, რომელიც ჩემი მრავალმხრივ დაცვის მიუხედავად მაინც მომაფრინდა აჭარაში. დღეს მეთერთმეტე დღეა და სრულად გასტუმრებულია. ვიყავი ორჯერ ვაქცინირებული სინოფარმით და მომცა სიცხე 37 და ოდნავ სახსრების ტკივილი მხოლოდ პირველ დღეს. დანარჩენი დღეები სრულიად უსიმპტომოდ, ძლიერ, ძლიერ მსუბუქად მიდიოდა და ჩემგანაც არავის გადადებია, არც ოჯახის წევრებსა და არც რამდენიმე მეგობარს. ერთადერთი შეზღუდვა, რაც იზოლაციის დროს მქონდა, სოციალური ქსელებია, რომლებზეც უარი ვთქვი ამ დღეების მანძილზე. გუშინწინ გავიკეთე ანალიზები და ისინიც გადასარევად გამოიყურებიან.
არ მინდა არანაირი მოწოდებები, უბრალოდ ერთს გეტყვით: მთელი ამ პერიოდის მანძილზე შეგრძნება მქონდა, რომ ვირუსისგან რაღაც მიცავდა ფარივით: აი, ოდნავ, სულ ოდნავ თავს წამოყოფდა ვირუსის რომელიღაც სიმპტომი და ძალიან მალევე მიდიოდა და ქრებოდა ის სადღაც. აცრის დამსახურება მგონია ის ამბავიც, რომ არავის გადავდე.
ეს ფოტო, დავირუსების მეხუთე დღესაა გადაღებული, ახლა, ცხადია, ნიღაბიც არ მიკეთია და ორშაბათს სამსახურში გავდივარ. თავს გაუფრთხილდით და ჩემი კეთილი ვირუსის ისტორია ვინმეს რამეში თუ გამოგადგებათ, ბედნიერი ვიქნები.
ამასობაში სახლში გამოძახებით მამაც ავცერით და ყველა , ვისაც გვეკუთვნის ასაკობრივად, უკვე აცრილები ვართ . მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, მართლაც ძალიან ხშირად და ოპერატიულად რეკავდნენ, მადლობა ჩემს "არდის" და ცხადია, ოჯახს) დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო Nino Mamaladze არდი • ARDIჯანმრთელად იყავით, მეგობრებო!" - წერს ეკა ხოფერია.