ავტორი:

"შვიდი სტენტი მიდგას გულში და მაინც მინდა აცრის გაკეთება, რათა ოჯახს, ახლობლებს და ნათესავებს ვირუსი არ შეხვდეთ" - ბესო ბერულაშვილი

"შვიდი სტენტი მიდგას გულში და მაინც მინდა აცრის გაკეთება, რათა ოჯახს, ახლობლებს და ნათესავებს ვირუსი არ შეხვდეთ" - ბესო ბერულაშვილი

"გაიკეთეთ აცრა, თქვე დალოცვილებო! იქნებ ეს საშინელება დავამარცხოთ ისე, როგორც კეთრი, ქოლერა და შავი ჭირი დავამარცხეთ", - გვითხრა იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა, რომელსაც ამ მტკივნეულ პრობლემაზე ვესაუბრეთ:

- ვირუსი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მეც შემხვდა: დაბადების დღეზე ვიყავი, სადაც რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა. ერთ-ერთი მათგანი - ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ეს ვერაგი დაავადება სახლში მივიტანე და ჩემი მეუღლეც დაინფიცირდა. ჩემი თვალით ვნახე, რა მძიმე შრომა უწევთ ექიმებს, რომლებსაც თავისუფალი წუთიც კი არა აქვთ.

- დიდი ხანია, რაც "კოვიდი" დაამარცხეთ?

- 1-ლ აგვისტოს აცრაზე ვიყავი ჩაწერილი და 31 ივლისს აღმომაჩნდა. ლევან რატიანის კლინიკაში ნამდვილი პროფესიონალების გუნდმა მოგვიარა. ახლა მინდა ჩემს ექიმებს, - მაგარ გოგოებსა და ბიჭებს, ექთნებსა და სანიტრებს, უღრმესი მადლობა გადავუხადო! ყველა ძალიან მიყვარს!ვინც ამ საკითხს აგდებულად უყურებს, უნდა შეიყვანო და აჩვენო, ჩვენი მედიკოსები რას უძლებენ. ზოგჯერ გულწრფელად მეცოდებოდნენ და ვეუბნებოდი, რაღა მაინცდამაინც ეს პროფესია აირჩიეთ-მეთქი. არჩევანის წინაშე რომ ვიყოთ, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდითო, მპასუხობდნენ. მათთან ყველანი ვალში ვართ!

- როგორც ვიცი, საუნივერსიტეტო კლინიკაში ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა მკურნალობდა.

- მთელი "იუმორინა" - ჯემალ ბაღაშვილმა დაიწყო და მერე მთელმა გუნდმა გადაინაცვლა: დათო როსტომაშვილი, მამუკა ონაშვილი, სხვებიც... ამ კლინიკაში მერაბ სეფაშვილი, ლაშა ღლონტი და ლელა წურწუმიაც იწვნენ. ზოგჯერ ვხუმრობ, ბარემ ლევან რატიანის კლინიკასთან არსებული ანსამბლი შევქმნათ-მეთქი, მშვენიერი კონცერტი გამოვიდოდა.როცა თავს უფრო მხნედ ვგრძნობდი, პალატებში დავდიოდი და პაციენტებს ვეხუმრებოდი, ანეკდოტებსაც ვუყვებოდი, რომ მათი განწყობა ამემაღლებინა. პალატაში შევიხედავდი და შევძახებდი, როგორა ხართ, თქვენ გენაცვალეთ-მეთქი და მაშინვე კარგ ხასიათზე დგებოდნენ. ზოგჯერ მეც მოწყენილი რომ ვიყავი, ექიმები და ექთნები მეჩხუბებოდნენ, ადექი და გაიარე, იმოძრავეო. კლინიკაში ორი კვირა ვიწექი და ამ ხნის განმავლობაში ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. გააგრძელეთ კითხვა