ავტორი:

როგორია ჯენიფერ ენისტონის კვების რუტინა, რომლის წყალობითაც ის 52 წლის ასაკში 20 წლით ახალგაზრდას ჰგავს - იდეალური ფორმის "საიდუმლო ინგრედიენტები"

როგორია ჯენიფერ ენისტონის კვების რუტინა, რომლის წყალობითაც ის 52 წლის ასაკში 20 წლით ახალგაზრდას ჰგავს - იდეალური ფორმის "საიდუმლო ინგრედიენტები"

არაერთი დასამახსოვრებელი როლის გარდა, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯენიფერ ენისტონი თავისი გასაოცარი ახალგაზრდული გარეგნობითა და იდეალური ფიზიკური ფორმით არის ცნობილი. მსახიობი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სწორი კვებისა და ვარჯიშის რეჟიმის დამსახურებაა.

ენისტონი არ უარყოფს, რომ ბევრი ცნობილი დიეტა უცდია, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ჯანსაღ დიეტას, ანუ ბალანსირებულ კვებას ანიჭებს უპირატესობას.

საკვები

ენისტონი მეტისმეტი შეზღუდვების მომხრე არ არის, ამიტომ საკუთარ კვების რეჟიმში მკაცრ წესებს არ მისდევს, არ აქვს აუცილებელი ან აკრძალული საკვები. თუმცა ცდილობს ისეთი საკვები მიიღოს, რომელიც როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა.

ენისტონი, პირველ ყოვლისა, ისეთ საკვებს ანიჭებს უპირატესობას, რომელთაც მაღალი ნუტრიციული ღირებულება აქვთ, მაგალითად: ხილი, ბოსტნეული, ასევე, ცილებით, ნახშირწყლებითა და ჯანსაღი ცხიმებით გამდიდრებული საკვები.

მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი შეზღუდვების მომხრე არ არის, მაინც შეზღუდული ოდენობით მიირთმევს დამუშავებულ საკვებსა და ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, ამიტომ თავს არიდებს ხოლმე კანფეტებს, ტკბილეულსა და დესერტებს...განაგრძეთ კითხვა