მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა, ასევე არაა დაზუსტებული, რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში" - ყვარლის მერი
"არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა, ასევე არაა დაზუსტებული, რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში" - ყვარლის მერი

ყვარ­ლის მე­რის როს­ტომ სე­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი იმ პი­რის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც ყვა­რელ­ში, “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ში შე­იჭ­რა. რო­გორც მან „მა­ესტროს“ ეთერ­ში გან­მარ­ტა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გეს.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე და­ზუს­ტე­ბით უც­ნო­ბია, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა ბან­კის ფი­ლი­ალ­ში.

„სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მას იცა­ვენ. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­ნა­ო­ბა დად­გე­ნი­ლი არ არის. ყვე­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ად­გილ­ზეა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი იყოს. ამ ეტაპ­ზე ჩემ­თვის უც­ნო­ბია, რამ­დე­ნი მო­ქა­ლა­ქე და რამ­დე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლია ად­გილ­ზე. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გეს“, - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა. შსს-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში შე­მო­სა­ზღვრეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ატა­რე­ბენ ყვე­ლა სა­ჭი­რო და გა­და­უ­დე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და და­ე­მორ­ჩი­ლონ ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ელ­თა მი­თი­თე­ბებს.

ასე­ვე ნა­ხეთ:

რო­გო­რია ვი­თა­რე­ბა ყვა­რელ­ში, სა­დაც "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა - შსს გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძინ პინი
0

:) არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე ხდება ყოველთვის :) ერთნაირი ხელწერა და ერთნაირი ბანკი :)) ნუ მმართველი პარტია წინ წასულა ადრე ლიბერთი ბანკზე იყო ბოლო წლებში საქართველოს ბანკზე :) ნუ ერთი კუთხით თუ ბიზნესს დავუკვირდებით ეს არის სალაროში ქეშის დანაკლისის გაქრობის საუკეთესო გზა რომ გააპრავო :) მეორე კუთხით ვინ აქვს ილუზია რომ დღეს ბანკში ასე ადვილია შევარდნა?! :) ისე კი სასაცილოა 21 საუკუნეში ბანკს არ აქვს კამერები რომელიც სახის იდენტიფიცრებას ახდენს მათი მონაცემთა ბაზის მიხედვით 1 ხელ მაინც შესული კლიენტის :) ვნახოთ როგორ განვითარდება ეს საარჩევო სპექტაკლი :) ან რაღაც უნდა მოხდეს და რაღაცის გადასაფარავად ხდება ეს ან მოხდა რაღაც რის გადასაფარავად გააკეთეს ეს არაპროფესიონალური "ძარცვა"...

asd
0

ეს არის ოპერაცია ესებუა-2, როდის და სად მოხდება ესებუა 3-?--საინტერესო აი ეს არის!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა, ასევე არაა დაზუსტებული, რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში" - ყვარლის მერი

"არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა, ასევე არაა დაზუსტებული, რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში" - ყვარლის მერი

ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც ყვარელში, “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა. როგორც მან „მაესტროს“ ეთერში განმარტა, სამართალდამცავები ცდილობენ, რომ მასთან კომუნიკაცია შედგეს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ბანკის ფილიალში.

„სამართალდამცავები ადგილზე უსაფრთხოების ყველა ნორმას იცავენ. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით ვინაობა დადგენილი არ არის. ყველა სამართალდამცველი ადგილზეა მობილიზებული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რამდენი მოქალაქე და რამდენი თანამშრომელია ადგილზე. სამართალდამცავები ცდილობენ, რომ კომუნიკაცია შედგეს“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შსს-ის ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. მათი ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.

ასევე ნახეთ:

როგორია ვითარება ყვარელში, სადაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა - შსს განცხადებას ავრცელებს