ავტორი:

"კუჭი მტკივა ისე, რომ შეიძლება გადავხტე ფანჯრიდან" - ნუკი კოშკელიშვილი ჯანმრთელბის მდგომარეობის შესახებ

"კუჭი მტკივა ისე, რომ შეიძლება გადავხტე ფანჯრიდან" - ნუკი კოშკელიშვილი ჯანმრთელბის მდგომარეობის შესახებ

ნუკი კოშკელიშვილი კლინიკაში მოხვდა. ამის შესახებ მან თავის გამომწერებს "ინსტაგრამის“ საშუალებით შეატყობინა.

ნუკი ამბობს, რომ კუჭის გაუსაძლისი ტკივილი აქვს. მისივე განმარტებით, ცუდად გახდომა არ არის დაკავშირებული კოვიდთან და კორონავირუსი არ აქვს.

"კუჭი მტკივა ისე, რომ შეიძლება გადავხტე ფანჯრიდან, კოვიდი არ მაქვს.

გამიკეთეს მილიონი ანალიზი. აღმომაჩნდა მწვავე გასტრიტი, გამიღიზიანა საკვებმა, ფასთ ფუდი ვჭამე და ვფიქრობ, რომ ამან გამიღიზიანა.

უნდა ვჭამო, უშაქრო, უმარილო, უსიცოცხლო, უყველაფრო შვრიის ფაფა, დავლიო პიტნის ჩაი“ - ამბობს ნუკი.