ავტორი:

როგორ ამოგლიჯეს 26 წლის რეპერს შუბლში იმპლანტირებული 24 მილიონიანი ბრილიანტი - "იმისთვის, რომ არ დამეკარგა, შუბლში ჩავისვი, მაგრამ..."

როგორ ამოგლიჯეს 26 წლის რეპერს შუბლში იმპლანტირებული 24 მილიონიანი ბრილიანტი - "იმისთვის, რომ არ დამეკარგა, შუბლში ჩავისვი, მაგრამ..."

26 წლის რეპერი, Lil Uzi ამბობს, რომ ივლისში მას ძალიან მძიმე ინციდენტი შეემთხვა. მისი თქმით, ფანების ბრბოში მოხვდა, რომლებმაც შუბლში ჩასმული 24 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტი ამოგლიჯეს.

"შოუს დროს მაყურებელში შევვარდი, მაგრამ ეს აშკარად არასწორი გადაწყვეტილება იყო“, - ამბობს TMZ-სთან საუბრისას რეპერი.

მისივე თქმით, თავს კარგად გრძნობს და განმარტავს, რომ მისი ბრილიანტი უკვე ნაპოვნია.

აღსანიშნავია, რომ რეპერმა ბრილიანტის შესახებ "ტვიტერში" ინფორმაციის გამოქვეყნება ჯერ კიდევ იანვრიდან დაიწყო. ის წერდა, რომ წლების განმავლობაში აგროვებდა ფულს თავისი საყვარელი დიზაინერის, ელიოტ ელიანტის დიზაინით შექმნილი ძვირფასი ქვის საყიდლად.

მისივე განმარტებით, ფულს 2017 წლიდან აგროვებდა. "როდესაც ეს ულამაზესი, ვარდისფერი ქვა დავინახე, მაშინვე გადავწყვიტე, რომ ის ჩემი უნდა გამხდარიყო", - წერდა რეპერი სოციალურ ქსელში.

როდესაც ფანებმა ჰკითხეს, თუ რა არის მისთვის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი და ღირებული, Lil Uzi-ს ბევრი არ უფიქრია და უპასუხა, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ბრილიანტია. მუსიკოსი განმარტავს, რომ როდესაც ბრილიანტი იყიდა, იმის შიშით, რომ არ დაეკარგა, მისი შუბლში იმპლანტაცია გადაწყვიტა.

წყარო