პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი - "ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ..."
შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი - "ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ..."

ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი მის­მა ად­ვო­კატ­მა სო­ფიო გოგ­ლი­ჩი­ძემ დიღ­მის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა, თუმ­ცა, რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, მას ბრალ­დე­ბულ­თან პი­რის­პირ სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა და მისი დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა.

სო­ფიო გოგ­ლი­ჩი­ძის თქმით, მის­თვის საქ­მის მა­სა­ლე­ბი ჯერ არ გა­უც­ნი­ათ და მხო­ლოდ და­კა­ვე­ბის ოქმი გა­დას­ცეს.

"ბრა­ლი ჯერ არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ, და­კი­თხვას აპი­რებ­დნენ და ვი­ნა­ი­დან, არ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩემს დაც­ვის ქვეშ მყოფს შევ­ხვედ­რო­დი ერთი-ერ­თზე, რომ ჩვენს შო­რის სა­უ­ბა­რი ყო­ფი­ლი­ყო კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი, ამი­ტომ მო­ვი­თხო­ვე, იგი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნეს დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, გა­და­იყ­ვა­ნენ და მას შევ­ხვდე­ბი და ამის შემ­დეგ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბი დე­ტა­ლებ­ზე.

საქ­მის მა­სა­ლე­ბი ჯერ არ გა­უც­ნი­ათ, და­კა­ვე­ბის ოქმი გად­მომ­ცეს, მას გა­ვე­ცა­ნი მხო­ლოდ და ვნა­ხე რო­მელ სა­ათ­ზე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­მარ­თვე­ლო­ში არ არის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ერთი ერ­თზე დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით, თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამი­ტომ თან­მხლე­ბი პი­რე­ბის გა­რე­შე ვერ მოხ­დე­ბო­და ჩვენს შო­რის სა­უ­ბა­რი.

გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, რომ არა­ნა­ი­რი საქ­მე აღარ აქვთ მას­თან და ახ­ლა­ვე გა­და­იყ­ვა­ნენ და დღეს­ვე ვა­პი­რებ შეს­ვლას", - გა­ნა­ცხა­და სო­ფიო გოგ­ლი­ჩი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი გან­ცხა­დე­ბით, როცა შა­ნაი ბრუკს ტე­ლე­ფო­ნით ელა­პა­რა­კე­ბო­და, ის მთაწ­მინ­და­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავს და­ესხნენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი - "ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ..."

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი - "ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ..."

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ დიღმის მთავარ სამმართველოში მოინახულა, თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, მას ბრალდებულთან პირისპირ საუბრის საშუალება არ მიეცა და მისი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანა მოითხოვა.

სოფიო გოგლიჩიძის თქმით, მისთვის საქმის მასალები ჯერ არ გაუცნიათ და მხოლოდ დაკავების ოქმი გადასცეს.

"ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, დაკითხვას აპირებდნენ და ვინაიდან, არ მომეცა საშუალება, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს შევხვედროდი ერთი-ერთზე, რომ ჩვენს შორის საუბარი ყოფილიყო კონფიდენციალური, ამიტომ მოვითხოვე, იგი გადაყვანილი იქნეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, გადაიყვანენ და მას შევხვდები და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები დეტალებზე.

საქმის მასალები ჯერ არ გაუცნიათ, დაკავების ოქმი გადმომცეს, მას გავეცანი მხოლოდ და ვნახე რომელ საათზე იყო დაკავებული.

მოგეხსენებათ, სამმართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ერთი ერთზე დავრჩენილიყავით, თავად ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამიტომ თანმხლები პირების გარეშე ვერ მოხდებოდა ჩვენს შორის საუბარი.

გამომძიებელმა მითხრა, რომ არანაირი საქმე აღარ აქვთ მასთან და ახლავე გადაიყვანენ და დღესვე ვაპირებ შესვლას", - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავსტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.