საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე თვის წინ ჩემი მეგობარი უმიზეზოდ სცემა ორმა ტყიურმა მთაწმინდაზე, დღეს იმ ორიდან ერთ-ერთი ავსტრალიელი გოგოს მკვლელობისთვის დაუკავებიათ" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი
"რამდენიმე თვის წინ ჩემი მეგობარი უმიზეზოდ სცემა ორმა ტყიურმა მთაწმინდაზე, დღეს იმ ორიდან ერთ-ერთი ავსტრალიელი გოგოს მკვლელობისთვის დაუკავებიათ" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ანი გა­გუა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, შა­ნაი ბრუ­კის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩემი მე­გო­ბა­რი სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ სცე­მა ორმა ტყი­ურ­მა მთაწ­მინ­და­ზე. პო­ლი­ცი­ის შუ­შის კარ­ზე კა­კუ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, საქ­მე თა­რო­ზე შე­მო­ი­დო.

დღეს ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა, იმ ორი­დან ერთ-ერთი - ავ­სტრა­ლი­ე­ლი გო­გოს მკვლე­ლო­ბის­თვის და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

მა­შინ რომ ტ**კი გა­ენძრი­ათ, დიდი შან­სია, დღეს ის გოგო ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ხვდე­ბით ხო, სად ვცხოვ­რობთ და ვზრდით შვი­ლებს", - წერს ანი გა­გუა.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 31 წლის შა­ნაე ბრუ­კის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ა­კა­ვა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

TV "პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რია.

შა­ნაე ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი აცხა­დებ­დნენ, შა­ნა­ემ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთ-ერთ მათ­გან­თან და­რე­კა. ზა­რის დროს ის­მო­და მისი ხმა, ქალი შვე­ლას ითხოვ­და.

ბრუ­კი მე­ო­რე დღეს მთაწ­მინ­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, ქალს სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლი) მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის (სსკ 108-ე) მუხ­ლით გაგ­რძელ­და.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
2

ამუშავდა სამოქალაქო აქტივისტების მანქანა

გურამი
1

ვიცნობთ ამათ კოორდინატორ-საარჩევნო კომისიის წევრებს, გიკბენენ, დაგგლეჯენ!!! უდიპლომოები, ხეპრეები, აწინაურებენ და ნთქავენ ყველაფერს! ვესაპები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"რამდენიმე თვის წინ ჩემი მეგობარი უმიზეზოდ სცემა ორმა ტყიურმა მთაწმინდაზე, დღეს იმ ორიდან ერთ-ერთი ავსტრალიელი გოგოს მკვლელობისთვის დაუკავებიათ" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი

"რამდენიმე თვის წინ ჩემი მეგობარი უმიზეზოდ სცემა ორმა ტყიურმა მთაწმინდაზე, დღეს იმ ორიდან ერთ-ერთი ავსტრალიელი გოგოს მკვლელობისთვის დაუკავებიათ" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი

სამოქალაქო აქტივისტი ანი გაგუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის დაკავებას ეხმაურება.

"რამდენიმე თვის წინ ჩემი მეგობარი სრულიად უმიზეზოდ სცემა ორმა ტყიურმა მთაწმინდაზე. პოლიციის შუშის კარზე კაკუნის მიუხედავად, საქმე თაროზე შემოიდო.

დღეს ჩემმა მეგობარმა ტელევიზორში ნახა, იმ ორიდან ერთ-ერთი - ავსტრალიელი გოგოს მკვლელობისთვის დაუკავებიათ.

მაშინ რომ ტ**კი გაენძრიათ, დიდი შანსია, დღეს ის გოგო ცოცხალი ყოფილიყო.

ხვდებით ხო, სად ვცხოვრობთ და ვზრდით შვილებს", - წერს ანი გაგუა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 წლის შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული რაფაელ მურსაკულოვი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავა, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

TV "პირველის" ინფორმაციით, დაკავებული "ქართული ოცნების" წევრია.

შანაე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. როგორც მისი მეგობრები და ნაცნობები აცხადებდნენ, შანაემ გარდაცვალებამდე ერთ-ერთ მათგანთან დარეკა. ზარის დროს ისმოდა მისი ხმა, ქალი შველას ითხოვდა.

ბრუკი მეორე დღეს მთაწმინდის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი) მუხლით დაიწყო, შემდეგ კი გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის (სსკ 108-ე) მუხლით გაგრძელდა.