მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TV "პირველი" - შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული "ქართული ოცნების" წევრია
TV "პირველი" - შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული "ქართული ოცნების" წევრია

ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, შა­ნაი ბრუ­კის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რია. ინ­ფორ­მა­ცი­ას TV "პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს.

"პირ­ვე­ლე­ბის" მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით დგინ­დე­ბა, რომ რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი მთაწ­მი­ნის ოლ­ქში, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში დამ­კვირ­ვებ­ლად, 2021 წლის 23 აგ­ვის­ტოს და­ნიშ­ნეს - ანუ სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში.

TV "პირ­ვე­ლი" ასე­ვე ავ­რცე­ლებს ფო­ტომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. მურ­სა­კუ­ლო­ვი ოც­ნე­ბის წევრთან პო­ზი­რებს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, 33 წლის ბრალ­დე­ბუ­ლი მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან სა­კუ­თარ კავ­შირს არ მა­ლავ­და, რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვს facebook-ის პი­რად გვერ­დზე სა­მუ­შაო ად­გი­ლად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 31 წლის შა­ნაე ბრუ­კის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.მ. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ა­კა­ვა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­თან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი პი­რის­გან აღე­ბულ იქნა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლებ­ზეც და­ი­ნიშ­ნა გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. მოხ­და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის დე­ტა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვა. მათ მიერ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ალი­ბე­ბი, თუ სად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ შა­ნაე ბრუ­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს, გა­და­მოწ­მდა სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით. კომ­პლექ­სუ­რი და მრა­ვალ­მხრი­ვი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ პირ­თა წრე, ხოლო გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის, ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის, გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე წლის 8 სექ­ტემ­ბერს ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ იქნა 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.მ.”, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე კახა მუ­რა­დაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე.

შა­ნაე ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი აცხა­დებ­დნენ, შა­ნა­ემ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთ-ერთ მათ­გან­თან და­რე­კა. ზა­რის დროს ის­მო­და მისი ხმა, ქალი შვე­ლას ითხოვ­და.

ბრუ­კი მე­ო­რე დღეს მთაწ­მინ­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, ქალს სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლი) მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის (სსკ 108-ე) მუხ­ლით გაგ­რძელ­და.

ambebi.ge-მ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
))
3

კაციჭამიები!

ჰმ...
1

ყველა დამკვიდრებელი ეგეთი არ გყავთ?! საარჩევნო უბნებთან რომ გაივლი თავი ზონაზე გეგონება . თქვენი გამწევი ძალა!

ავტორი:

TV "პირველი" - შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული "ქართული ოცნების" წევრია

TV "პირველი" - შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული "ქართული ოცნების" წევრია

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი "ქართული ოცნების" წევრია. ინფორმაციას TV "პირველი" ავრცელებს.

"პირველების" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ რაფაელ მურსაკულოვი მთაწმინის ოლქში, საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლად, 2021 წლის 23 აგვისტოს დანიშნეს - ანუ სასტიკი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში.

TV "პირველი" ასევე ავრცელებს ფოტომტკიცებულებას, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, საარჩევნო შტაბშია გადაღებული. მურსაკულოვი ოცნების წევრთან პოზირებს.

როგორც ირკვევა, 33 წლის ბრალდებული მმართველ პარტიასთან საკუთარ კავშირს არ მალავდა, რაფაელ მურსაკულოვს facebook-ის პირად გვერდზე სამუშაო ადგილად "ქართული ოცნება" აქვს მითითებული.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 წლის შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული რ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავა, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“აღნიშნულ დანაშაულთან, სავარაუდოდ, ხელშეუხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა. მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაე ბრუკის გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა.

გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.”, - განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა მურადაშვილმა ბრიფინგზე.

შანაე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. როგორც მისი მეგობრები და ნაცნობები აცხადებდნენ, შანაემ გარდაცვალებამდე ერთ-ერთ მათგანთან დარეკა. ზარის დროს ისმოდა მისი ხმა, ქალი შველას ითხოვდა.

ბრუკი მეორე დღეს მთაწმინდის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი) მუხლით დაიწყო, შემდეგ კი გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის (სსკ 108-ე) მუხლით გაგრძელდა.

ambebi.ge-მ მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გაარკვია. წაიკითხეთ ვრცლად