სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ავსტრალიელი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და რა არის სავარაუდო მოტივი?
ვინ არის ავსტრალიელი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და რა არის სავარაუდო მოტივი?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაე ბრუ­კის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შსს-მ შა­ნაე ბრუ­კის მკვლე­ლო­ბა გახ­სნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 31 წლის შა­ნაე ბრუ­კის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.მ. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ა­კა­ვა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­თან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი პი­რის­გან აღე­ბულ იქნა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლებ­ზეც და­ი­ნიშ­ნა გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. მოხ­და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის დე­ტა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვა. მათ მიერ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ალი­ბე­ბი, თუ სად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ შა­ნაე ბრუ­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს, გა­და­მოწ­მდა სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით. კომ­პლექ­სუ­რი და მრა­ვალ­მხრი­ვი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ პირ­თა წრე, ხოლო გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის, ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის, გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე წლის 8 სექ­ტემ­ბერს ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ იქნა 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.მ.”, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე კახა მუ­რა­დაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე.

შა­ნაე ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი აცხა­დებ­დნენ, შა­ნა­ემ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთ-ერთ მათ­გან­თან და­რე­კა. ზა­რის დროს ის­მო­და მისი ხმა, ქალი შვე­ლას ითხოვ­და.

ბრუ­კი მე­ო­რე დღეს მთაწ­მინ­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, ქალს სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლი) მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის (სსკ 108-ე) მუხ­ლით გაგ­რძელ­და.

ambebi.ge-მ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი 33 წლის თბი­ლი­სე­ლი რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვია, რო­მე­ლიც და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

მურ­სა­კუ­ლო­ვი შა­ნაე ბრუ­კის მე­ზობ­ლად, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვი ყა­ჩა­ღო­ბაა - თავ­დამ­სხმე­ლი შა­ნაე ბრუკს "აი­ფონ-12“-ის წარ­თმე­ვას უპი­რებ­და, თუმ­ცა მი­ზანს ვერ მი­აღ­წია, რად­გან გო­გო­ნამ ის ქვე­მოთ, ხრამ­ში მო­ის­რო­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე და­ნით ხელი გა­იჭ­რა და ად­გილ­ზე მისი სის­ხლის კვა­ლი დარ­ჩა. სწო­რედ გე­ნე­ტი­კურ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა ბრალ­დე­ბუ­ლის დნმ და მისი ვი­ნა­ო­ბაც.

რო­გორც წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს მი­მალ­ვა არც უც­დია და ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დღეს სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
7

ვულოცავ შსს-ს საქმის გახსნას ხოლო ოპოზიციას რა მაგრა გაუტყდებოდააა

ილია
0

ეს არის სამართლის და სამართლიანობის სირცხვილი ამ ქვეყანაში. წამებით მოკლა და 15 წელი? განზრახ მკვლელობაზე უნდა იყოს მინიმუმ 30 წელი. აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ თქვენი დები, თქვენი შვილები ამ გოგოს ადგილას. მიცემდით 15 წელს მკვლელს? თუ სამუდამოს მოითხოვდით?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ვინ არის ავსტრალიელი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და რა არის სავარაუდო მოტივი?

ვინ არის ავსტრალიელი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და რა არის სავარაუდო მოტივი?

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ შსს-მ შანაე ბრუკის მკვლელობა გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 წლის შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული რ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავა, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“აღნიშნულ დანაშაულთან, სავარაუდოდ, ხელშეუხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა. მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაე ბრუკის გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა.

გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.”, - განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა მურადაშვილმა ბრიფინგზე.

შანაე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. როგორც მისი მეგობრები და ნაცნობები აცხადებდნენ, შანაემ გარდაცვალებამდე ერთ-ერთ მათგანთან დარეკა. ზარის დროს ისმოდა მისი ხმა, ქალი შველას ითხოვდა.

ბრუკი მეორე დღეს მთაწმინდის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი) მუხლით დაიწყო, შემდეგ კი გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის (სსკ 108-ე) მუხლით გაგრძელდა.

ambebi.ge-მ მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გაარკვია.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მკვლელობისთვის დაკავებული 33 წლის თბილისელი რაფაელ მურსაკულოვია, რომელიც დანაშაულს აღიარებს.

მურსაკულოვი შანაე ბრუკის მეზობლად, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყაჩაღობაა - თავდამსხმელი შანაე ბრუკს "აიფონ-12“-ის წართმევას უპირებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან გოგონამ ის ქვემოთ, ხრამში მოისროლა. როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ადგილზე დანით ხელი გაიჭრა და ადგილზე მისი სისხლის კვალი დარჩა. სწორედ გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა ბრალდებულის დნმ და მისი ვინაობაც.

როგორც წყარო გვეუბნება, მკვლელობაში ბრალდებულს მიმალვა არც უცდია და ის სამართალდამცველებმა დღეს საკუთარი სახლიდან აიყვანეს.