მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბილაინის აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა უკვე შეუძლიათ
ბილაინის აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა უკვე შეუძლიათ

ბი­ლა­ი­ნი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ „ვი­ო­ნის“ წევ­რი, მომ­ხმა­რე­ბელს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სიმ ბა­რა­თით (eSIM) სარ­გებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. eSIM- ი (Embedded SIM) სმარ­ტფონ­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სიმ ბა­რა­თია და აბო­ნენ­ტებს ყვე­ლა იმ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი სიმ ბა­რა­თის შემ­თხვე­ვა­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. eSIM-ი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­და­წყვე­ტაა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს უქ­მნის მნიშ­ვნე­ლო­ვან კომ­ფორ­ტს, აძ­ლევს მოქ­ნი­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას. გარ­და ამი­სა, eSIM-ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მარ­ტი­ვად და სწრა­ფად, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი - დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში, ბი­ლა­ი­ნის ვებ-გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით. eSIM-ს აქვს არა­ერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბა ფი­ზი­კურ ბა­რათ­თან შე­და­რე­ბით - ის არ ფუჭ­დე­ბა და არ იკარ­გე­ბა, მისი გა­მოც­ვლაც ონ­ლა­ი­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ბი­ლა­ი­ნის eSIM-ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პრო­ცე­სი მარ­ტი­ვი ეტა­პე­ბის­გან შედ­გე­ბა და სა­ჭი­რო­ებს ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში) და სმარ­ტფო­ნის მო­დე­ლის მი­თი­თე­ბას, პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ატ­ვირ­თვას და ფო­ტოს გა­და­ღე­ბას ვებგ­ვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით­ვე. პრო­ცე­სის და­სას­რულს, მომ­ხმა­რე­ბე­ლი იღებს QR კოდს და მისი დას­კა­ნი­რე­ბით ხდე­ბა eSIM-ის აქ­ტი­ვა­ცია.

კი­დევ უფრო მეტი სი­მარ­ტი­ვის­თვის, ბი­ლა­ი­ნის ვებ-გვერ­დზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია აქ­ტი­ვა­ცი­ის პრო­ცე­სის აღ­მწე­რი ვი­დე­ო­ე­ბი და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც iOS ასე­ვე Android ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის სმარ­ტფო­ნე­ბის­თვის.

eSIM-ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5₾ შე­ად­გენს. ბი­ლა­ი­ნის აბო­ნენ­ტებს ფი­ზი­კუ­რი სიმ ბა­რა­თის eSIM-ით შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვთ, ასე­ვე სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5₾ შე­ად­გენს. რო­გორც eSIM-ის ყიდ­ვის, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი სიმ ბა­რა­თის eSIM-ით შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში აბო­ნენ­ტე­ბი ბი­ლა­ი­ნის­გან 5GB ინ­ტერ­ნეტს სა­ჩუქ­რად იღე­ბენ.

eSIM-ის აქ­ტი­ვა­ცია ფი­ზი­კურ სიმ ბა­რათ­თან ერ­თა­დაც ხდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად აბო­ნენ­ტებს ერ­თდრო­უ­ლად ორი ნომ­რით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სიმ ბა­რა­თით სარ­გებ­ლო­ბის­თვის სმარ­ტფონს უნდა ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა. ასე­თი სმარ­ტფო­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ბი­ლა­ი­ნის ვებ-გვერ­დზე.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზოთ სა­უ­კე­თე­სო თა­ნა­მედ­რო­ვე გა­და­წყვე­ტა eSIM -ის სა­ხით, რაც მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, ონ­ლა­ინ ნე­ბის­მი­ერ დროს, სმარ­ტფონ­ზე თა­ვად გა­ი­აქ­ტი­უ­რონ ახა­ლი სიმ ბა­რა­თი ან eSIM -ით შეც­ვა­ლონ უკვე არ­სე­ბუ­ლი. ბი­ლა­ი­ნის მი­ზა­ნია ყო­ველ­თვის მი­ა­წო­დოს მომ­ხმა­რე­ბელს სა­უ­კე­თე­სო ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და მომ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც უმარ­ტი­ვე­ბენ ჩვე­ნი სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბას და მათ მი­ღე­ბას რე­ა­ლურ დრო­ში, რო­გორც და სა­დაც არ უნდა ჭირ­დე­ბო­დეთ“ - ამ­ბობს ბი­ლა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლაშა ტა­ბი­ძე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ბილაინის აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა უკვე შეუძლიათ

ბილაინის აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა უკვე შეუძლიათ

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, მომხმარებელს ვირტუალური სიმ ბარათით (eSIM) სარგებლობას სთავაზობს. eSIM- ი (Embedded SIM) სმარტფონში ჩაშენებული ვირტუალური სიმ ბარათია და აბონენტებს ყველა იმ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. eSIM-ი თანამედროვე გადაწყვეტაა, რომელიც მომხმარებელს უქმნის მნიშვნელოვან კომფორტს, აძლევს მოქნილობას და თავისუფლებას. გარდა ამისა, eSIM-ის გააქტიურება მარტივად და სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი - დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ბილაინის ვებ-გვერდის მეშვეობით. eSIM-ს აქვს არაერთი უპირატესობა ფიზიკურ ბარათთან შედარებით - ის არ ფუჭდება და არ იკარგება, მისი გამოცვლაც ონლაინაა შესაძლებელი.

ბილაინის eSIM-ის გააქტიურების პროცესი მარტივი ეტაპებისგან შედგება და საჭიროებს ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სმარტფონის მოდელის მითითებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას და ფოტოს გადაღებას ვებგვერდის მეშვეობითვე. პროცესის დასასრულს, მომხმარებელი იღებს QR კოდს და მისი დასკანირებით ხდება eSIM-ის აქტივაცია.

კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის, ბილაინის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია აქტივაციის პროცესის აღმწერი ვიდეოები და დეტალური ინფორმაცია, როგორც iOS ასევე Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებისთვის.

eSIM-ის ღირებულება 5₾ შეადგენს. ბილაინის აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულება 5₾ შეადგენს. როგორც eSIM-ის ყიდვის, ასევე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში აბონენტები ბილაინისგან 5GB ინტერნეტს საჩუქრად იღებენ.

eSIM-ის აქტივაცია ფიზიკურ სიმ ბარათთან ერთადაც ხდება, შესაბამისად აბონენტებს ერთდროულად ორი ნომრით სარგებლობა შეუძლიათ. ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობისთვის სმარტფონს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა. ასეთი სმარტფონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბილაინის ვებ-გვერდზე.

„მოხარული ვარ, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო თანამედროვე გადაწყვეტა eSIM -ის სახით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ნებისმიერ დროს, სმარტფონზე თავად გაიაქტიურონ ახალი სიმ ბარათი ან eSIM -ით შეცვალონ უკვე არსებული. ბილაინის მიზანია ყოველთვის მიაწოდოს მომხმარებელს საუკეთესო ციფრული პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც უმარტივებენ ჩვენი სერვისებით სარგებლობას და მათ მიღებას რეალურ დროში, როგორც და სადაც არ უნდა ჭირდებოდეთ“ - ამბობს ბილაინის გენერალური დირექტორი, ლაშა ტაბიძე.

NS