Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი ტურისტი, რომელიც ჯერ დააკავეს, ხოლო შემდეგ "საგანმანათლებლო ექსკურსია" მოუწყვეს - როგორ აღმოჩნდა ჯექსონ პოლ კრამერი ცხინვალის ციხეში
ამერიკელი ტურისტი, რომელიც ჯერ დააკავეს, ხოლო შემდეგ "საგანმანათლებლო ექსკურსია" მოუწყვეს - როგორ აღმოჩნდა ჯექსონ პოლ კრამერი ცხინვალის ციხეში

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ ოსეთ­ში "სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის­თვის“ და­ა­კა­ვეს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­რეს, უკვე სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა.

ჯექ­სონ პოლ კრა­მე­რის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"მან 26 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლო­დან სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ზღვა­რი უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თა. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად კი გა­ირ­კვა, რომ ის იყო აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯექ­სონ პოლ კრა­მე­რი, წარ­მო­შო­ბით ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნი­დან. 6 სექ­ტემ­ბერს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა და ქარ­თულ მხა­რეს გა­და­ე­ცა", - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სამ­ხრეთ ოსეთ­ში აცხა­დე­ბენ, რომ კრა­მერს არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თულ-ოსუ­რი და ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ, არც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომზე იცო­და რა­ი­მე, ამი­ტო­მაც მას "სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ექ­სკურ­სია" მო­უ­წყვეს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მუ­ზე­უ­მი და სა­საფ­ლაო და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს (წყა­რო: ekhokavkaza.com, tass.ru)

  • ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რიც ავ­რცე­ლებს

"ოკუ­პი­რე­ბულ ჯა­ვის რა­ი­ონ­ში რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე ჯექ­სონ პოლ კრა­მე­რი თა­ვი­სუ­ფა­ლია.

უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან გა­აქ­ტი­ურ­და ცხე­ლი ხაზი, მოხ­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ი­სა და ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის, ირაკ­ლი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბა:

"რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და უკა­ნო­ნოდ იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ.

და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან­ვე გა­აქ­ტი­ურ­და ცხე­ლი ხაზი, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ეც­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას, ასე­ვე ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს და ამოქ­მედ­და ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ბერ­კე­ტი და სა­შუ­ა­ლე­ბა, იმის­თვის, რომ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და დრო­უ­ლად მომ­ხდა­რი­ყო მისი უკა­ნო­ნო ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირაკ­ლი ან­თა­ძემ.

  • თავ­გა­და­სა­ვალ­ზე მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა თა­ვად ჯექ­სონ პოლ კრა­მერ­მაც.

"მე გა­დავკვე­თე სა­ზღვა­რი, არ ვი­ცო­დი ამის შე­სა­ხებ, ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დავ­ბრუნ­დი. ბევ­რს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი ეს დრო. მერე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს.

კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რედ ლაშ­ქრო­ბას ვგეგ­მავ­დი, შავი ზღვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ხელი შე­მე­შა­ლა ამა­ში სა­ზღვარ­ზე”,- აღ­ნიშ­ნა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქემ.

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბებ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას", - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

აააააა აი რაში ყოფილა საქმეეეე

ნინო
1

უსინდისო ოსები, რა ექსკურსი მოუწყვეს, ძველი „ოსეთი“ დაათვალიერებინეს?

ავტორი:

ამერიკელი ტურისტი, რომელიც ჯერ დააკავეს, ხოლო შემდეგ "საგანმანათლებლო ექსკურსია" მოუწყვეს - როგორ აღმოჩნდა ჯექსონ პოლ კრამერი ცხინვალის ციხეში

ამერიკელი ტურისტი, რომელიც ჯერ დააკავეს, ხოლო შემდეგ "საგანმანათლებლო ექსკურსია" მოუწყვეს - როგორ აღმოჩნდა ჯექსონ პოლ კრამერი ცხინვალის ციხეში

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთში "საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ დააკავეს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრეს, უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

ჯექსონ პოლ კრამერის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"მან 26 აგვისტოს საქართველოდან სამხრეთ ოსეთის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. გამოძიების შედეგად კი გაირკვა, რომ ის იყო აშშ-ის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ჯექსონ პოლ კრამერი, წარმოშობით ჩრდილოეთ კაროლინიდან. 6 სექტემბერს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და ქართულ მხარეს გადაეცა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ კრამერს არ ჰქონდა ინფორმაცია ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ, არც 2008 წლის აგვისტოს ომზე იცოდა რაიმე, ამიტომაც მას "საგანმანათლებლო ექსკურსია" მოუწყვეს, რომლის ფარგლებშიც მუზეუმი და სასაფლაო დაათვალიერებინეს (წყარო: ekhokavkaza.com, tass.ru)

  • ამერიკის მოქალაქის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ავრცელებს

"ოკუპირებულ ჯავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი თავისუფალია.

უკანონო დაკავების მომენტიდან გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება" - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამერიკის მოქალაქე საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფება:

"რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ ამერიკის მოქალაქე, რომელიც ტურისტული მიზნით იმყოფება საქართველოში და უკანონოდ იქნა დაკავებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ.

დაკავების მომენტიდანვე გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამოქმედდა ყველა არსებული ბერკეტი და საშუალება, იმისთვის, რომ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე გადმოგვეყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დროულად მომხდარიყო მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

  • თავგადასავალზე მცირე კომენტარი გააკეთა თავად ჯექსონ პოლ კრამერმაც.

"მე გადავკვეთე საზღვარი, არ ვიცოდი ამის შესახებ, ვითარებიდან გამომდინარე, დავბრუნდი. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ციხეში ვიყავი ეს დრო. მერე გამათავისუფლეს.

კავკასიის რეგიონის მიმდებარედ ლაშქრობას ვგეგმავდი, შავი ზღვის მიმართულებით და ხელი შემეშალა ამაში საზღვარზე”,- აღნიშნა გათავისუფლების შემდეგ აშშ-ის მოქალაქემ.

"მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.