პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"17 წლის ბიჭი ყოველდღიურად ფიზიკურ დაზიანებას იყენებს და საკუთარ დედასაც აზიანებს" - სახელმწიფო სერვისის ძიებაში, რომელიც ქცევითი დარღვევების მქონე მოზარდს დაიცავს
"17 წლის ბიჭი ყოველდღიურად ფიზიკურ დაზიანებას იყენებს და საკუთარ დედასაც აზიანებს" - სახელმწიფო სერვისის ძიებაში, რომელიც ქცევითი დარღვევების მქონე მოზარდს დაიცავს

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვის და მისი დე­დის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია, - ამ­ბო­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" და დედა-შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის იბ­რძვი­ან. იუ­რის­ტმა სო­ფი­კო მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა მათ და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი გზა მო­სინ­ჯა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ დრომ­დე შე­დეგს ვერ მი­აღ­წია, ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სა­მარ­თლოს გზით ბრძო­ლას ისევ აგ­რძე­ლებს.

სო­ფი­კო მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი:

- საქ­მე აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე მო­ზარდს შე­ე­ხე­ბა, რო­მელ­საც მძი­მე გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბა და უმ­ძი­მე­სი ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბა აქვს. სამ­წუ­ხა­როდ, დედა მას ვერ უმკლავ­დე­ბა. 17 წლის ახალ­გაზ­რდა დე­დას­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. ყო­ველ­დღი­უ­რად ფი­ზი­კურ და­ზი­ა­ნე­ბას იყე­ნებს და სა­კუ­თარ დე­და­საც აზი­ა­ნებს. ამი­ტომ 4 აგ­ვის­ტოს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თეთ ბი­ჭის და მისი დე­დის დაც­ვის მიზ­ნით. სამ­წუ­ხა­როდ, არც პირ­ველ­მა და არც მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ ბავ­შვის და დე­დის სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად არა­ფე­რი გა­ა­კე­თა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბავ­შვი ყო­ველ­დღი­უ­რად ფი­ზი­კურ და­ზი­ა­ნე­ბას იღებს, აზი­ა­ნებს დე­დას და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მეა, სხე­ულ­ზე კვა­ლი დიდ­ხანს რჩე­ბა. ბიჭი ამ­ტვრევს ავეჯს, ამ­სხვრევს შუ­შის დე­ტა­ლებს, რო­მე­ლიც, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლია, რომ თავი და­ი­ზი­ა­ნოს.

ჭარ­ბი წონა აქვს, 140 კი­ლოა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გამო დედა ვერ ახერ­ხებს შვი­ლის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა მარ­თოს, და­ი­მორ­ჩი­ლოს და და­იც­ვას და­ზი­ა­ნე­ბის­გან. ძა­ლი­ან უჭირს მისი ქცე­ვის მარ­თვა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა მდგო­მა­რე­ო­ბა რთულ­დე­ბა.

- რა იწ­ვევს მის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას?

- ეს არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე კონ­კრე­ტულ მი­ზეზ­თან. ამ დრომ­დე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვერც იგე­ბენ, რა არის გამ­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყოს, მაგ­რამ უცებ სა­შინ­ლად გა­ღი­ზი­ან­დეს და ძა­ლა­დო­ბა და­ი­წყოს. ერ­თია - თვით­და­ზი­ა­ნე­ბას იღებს და იზი­ა­ნებს სა­კუ­თარ სხე­ულს, ურტყამს ხელს ნივ­თებს, სახ­ლში ამ­ტვრევს მი­ნას და ა.შ, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით აგ­რე­სი­უ­ლია დე­დის მი­მართ, ურტყამს მას და მშვიდ­დე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, როცა დე­დის სხე­ულ­ზე სის­ხლს და­ი­ნა­ხავს.

მარ­თლა უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. დე­დის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ასეთ დროს არის ჩა­იც­ვას დუ­ტის ქურ­თუ­კი, რომ მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი იყოს და ცდი­ლობს თავი ასე აა­რი­დოს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ასე­თი სცე­ნა, მი­დის უფრო ფან­ჯრე­ბის­კენ, რომ გა­და­ე­ფა­როს ფან­ჯა­რას, რად­გან არის რის­კი, შვილ­მა და­ამ­ტვრი­ოს ფან­ჯრის მი­ნე­ბი და მი­ი­ღოს და­ზი­ა­ნე­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა შვილს დე­დის თვალ­წინ ვე­ნე­ბი გა­და­უჭ­რია, ამი­ტომ დედა ცდი­ლობს თვი­თონ მი­ი­ღოს ეს დარ­ტყმე­ბი, რომ რო­გორ­მე შვი­ლი და­ზი­ა­ნე­ბის­გან და­იც­ვას.

- დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა მისი აგ­რე­სია?

- კონ­კრე­ტუ­ლად ვერ ვი­ტყვით, ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გაგ­რძელ­და. მა­შინ და­ამ­ტვრია მთლი­ა­ნად სა­რე­ცხი მან­ქა­ნის ზე­და­პი­რი, ამის შემ­დგომ წა­ვი­და დე­დის­კენ. მუდ­მი­ვად დე­დაა თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი. მარ­ტო ცხოვ­რობს დედა-შვი­ლი, რად­გან ბი­ჭის მშობ­ლე­ბი და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. დედა ექი­მია, როცა ის სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და, დამ­ხმა­რეს ქი­რა­ობ­და, მომ­ვლე­ლე­ბი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ბავ­შვს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­დამ­ხედ­ვე­ლი რომ ჰყო­ლო­და, დამ­ხმა­რე ყავ­და სახ­ლში. ამ გზით ეძ­ლე­ო­და სამ­სა­ხურ­ში გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ ბოლო სამი თვეა ყვე­ლა უარს ამ­ბობს ასეთ ბავ­შვთან ყოფ­ნა­ზე, დამ­ხმა­რეს გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. რა­ტომ გამ­წვავ­და ბოლო თვე­ებ­ში მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ესეც არა­ვინ იცის. ამ დრომ­დე დედა თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით ცდი­ლობ­და და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა შვი­ლის­თვის დამ­ხმა­რე, მაგ­რამ ვინც მო­დის, ყვე­ლა ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი მი­დის, მერე ტე­ლე­ფონ­საც კი თი­შავს. იყო ისე­თი მო­მენ­ტე­ბიც, როცა დამ­ხმა­რეს მი­მარ­თაც გა­მო­ავ­ლი­ნა აგ­რე­სია, მაგ­რამ მა­ინც თავ­დას­ხმის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტი დე­დაა.

სამი თვეა, ფაქ­ტობ­რი­ვად, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან დედა-შვი­ლი, გა­რე­თაც ვერ გაჰ­ყავს ჭარ­ბი წო­ნის გამო. ქუ­ჩა­ში სხვე­ბის მი­მარ­თაც ავ­ლენს აგ­რე­სი­ას.

ერ­თა­დერ­თი, ვი­საც გა­რეთ გა­ყავს ბიჭი, მა­მაა, უბ­რა­ლოდ, ისი­ნი ერ­თად აღარ ცხოვ­რო­ბენ, რო­გორც გი­თხა­რით გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ პე­რი­ო­დუ­ლად მო­დის მამა, ის ახერ­ხებს გა­რეთ გაყ­ვა­ნას, მაგ­რამ ბო­ლოს მა­მის მი­მარ­თაც ჰქონ­და აგ­რე­სია და სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა მა­საც მი­ა­ყე­ნა. კი­ბე­ე­ბი­დან იწყებ­და ყვი­რილს, სახ­ლში მამა რომ მო­დი­ო­და. ვერ მე­ტყვე­ლებს, მაგ­რამ ბიჭი არის ფუნ­ქცი­უ­რი, და­მო­უ­კი­დებ­ლად ჭამა და გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლია.

- კლი­ნი­კუ­რად მკურ­ნა­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუნ­დაც ფსი­ქი­ატრთან?

- ფსი­ქი­ატ­რი­ულ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ უარი თქვა ამ ბავ­შვის მი­ღე­ბა­ზე, იმი­ტომ რომ ეს არ არის ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა. ეს არის ქცე­ვის დარ­ღვე­ვა, რაც ფსი­ქი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბით ვერ გა­მოს­წორ­დე­ბა. გვაქვს ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა, ბავ­შვს ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში ვერც ვა­თავ­სებთ და არც ათავ­სებს დედა, იმი­ტომ, რომ იაზ­რებს, იქ მისი შვი­ლის ად­გი­ლი არ არის, ეს სერ­ვი­სი არ არის საკ­მა­რი­სი ბავ­შვის­თვის.

- ასეთ დროს რა გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს?

- სამი თვეა უმწვა­ვე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამი­ტომ დახ­მა­რე­ბის­თვის მივ­მარ­თეთ სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა დაც­ვის, ბავ­შვთა ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს, რომ დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია ამ ოჯა­ხის­თვის. სა­ხელ­მწი­ფო­ში შინ მოვ­ლის პროგ­რა­მა არ­სე­ბობს ასე­თი ბავ­შვე­ბის­თვის. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს პერ­სო­ნა­ლურ ასის­ტენტს მაქ­სი­მუმ 12 სა­ათს დღე­ში, ამ მომ­სა­ხუ­რე სერ­ვი­სის პრო­ვა­ი­დე­რი არის ორ­გა­ნი­ზა­ცია "პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი". ანუ სქე­მა ასე­თია, სა­ა­გენ­ტო რი­ცხავს ამ პროგ­რა­მა­ში ბავ­შვს, პრო­ვა­ი­დერს ეუბ­ნე­ბა, რომ მას სპე­ცი­ა­ლის­ტი და­უ­ნიშ­ნოს და მათ თან­ხას აუ­ნა­ზღა­უ­რებს სა­ხელ­მწი­ფო. მაგ­რამ პრო­ვა­ი­დე­რი ამ შემ­თხვე­ვა­ზე ამ­ბობს, მე ამ ბავ­შვს 12 სა­ა­თი ვერ გა­ვუ­წევ მომ­სა­ხუ­რე­ბას, რად­გან ამ ბავ­შვთან სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ 18-სა­ა­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა. მხო­ლოდ 6 სა­ა­თი სძი­ნავს ბავ­შვს 24 სა­ათ­ში და ღვი­ძი­ლის პე­რი­ოდ­ში რომ და­ვაკ­ვირ­დეთ, ამ ბავ­შვის ქცე­ვას და და­ვეხ­მა­როთ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა­ში, უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ სულ და უნდა ვი­ყოთ იმის გა­რან­ტიც, რომ უსაფრ­თხო­ე­ბა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი რო­გორც ბავ­შვის, ისე დე­დი­სო.

18-სა­ა­თი­ან ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას "პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი" ითხოვ­და, მაგ­რამ რად­გან ვერ მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი სა­ხელ­მწი­ფოს­გან, მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი მძი­მე შემ­თხვე­ვა მხო­ლოდ 2 იყო. ერთი იყო საბა ქ-ა, რო­მე­ლიც არარ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი­ყო და დე­დას­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­შია, არის ემიგ­რან­ტი. დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი აქვს, იქ იღებს სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბას. საბა როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და, მა­შინ ეს 12 - სა­ა­თი­ა­ნი პროგ­რა­მაც არ არ­სე­ბობ­და ქვე­ყა­ნა­ში, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით 2020 წელს ამოქ­მედ­და ეს პროგ­რა­მა და სხვა შემ­თხვე­ვის, ლუ­კას საქ­მის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ეს შე­დე­გი, რომ ახლა 12 - სა­ა­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს. მა­ნამ­დე ბავ­შვებს პრაქ­ტი­კუ­ლად სერ­ვი­სი არც ჰქონ­დათ.

მე­ო­რე უმ­ძი­მე­სი საქ­მეა ამ ბავ­შვის საქ­მე, რო­მელ­საც პრო­ვა­ი­დე­რი აღი­რებს და ამ­ბობს, რომ ასე­თი მძი­მე შე­იძ­ლე­ბა სხვა შემ­თხვე­ვა არც ყო­ფი­ლი­ყო.

- სა­სა­მარ­თლოს­გან რას ითხოვ­დით?

- სა­სა­მარ­თლოს ვუ­თხა­რით, რომ ამ მწვა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დრო­ე­ბი­თი გან­ჩი­ნე­ბა მი­ი­ღე, და­ა­ნიშ­ნი­ნე სა­ხელ­მწი­ფოს მის­თვის 18 - სა­ა­თი­ა­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი ასის­ტენ­ტიო, მაგ­რამ რო­გორც პირ­ველ­მა, ისე მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ გვი­თხრა, ჩვენ ამ გა­და­უ­დე­ბელ საფრ­თხეს ვერ ვხე­დავთ და არ მიგ­ვაჩ­ნია ეს გა­და­უ­დე­ბელ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­დო. ეს იმ ფონ­ზე, როცა დედა-შვი­ლი არი­ან სახ­ლში მარ­ტო იმის იმე­დად, რომ რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რო­მე­ლი­მე ინ­სტან­ცია მი­ი­ღებს. სა­სა­მარ­თლომ მხო­ლოდ კონ­სი­ლი­უმ­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ე­ვა­ლა შედ­გეს კონ­სი­ლი­უ­მი, თუმ­ცა ესეც დრო­ში გა­წე­ლი­ლია, ამ დრომ­დე კონ­სი­ლი­უ­მი არ შემ­დგა­რა.

სა­სა­მარ­თლოს როცა ასე­თი სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­კი­თხით მივ­მარ­თავთ, მაქ­სი­მუ­მი სამი დღე აქვს ვადა გა­ნი­ხი­ლოს. მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იყოს ისე­თი ეფექ­ტი­ა­ნი, რომ უმოკ­ლეს დრო­ში დად­გეს შე­დე­გი. სა­სა­მარ­თლოს მი­ე­წო­და დე­ტა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი (ფოტო, ვი­დეო, სხვა სა­ხის დო­კუ­მენ­ტე­ბი) ბავ­შვის და დე­დის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის და სი­ცო­ცხლის რის­კის თა­ო­ბა­ზე. ასე­ვე მი­ე­წო­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი მო­საზ­რე­ბე­ბი ბავ­შვის და დე­დის დაც­ვის­თვის გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბიც. ვი­თხოვ­დით აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის შექ­მნამ­დე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ, 18 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ზრუნ­ვა. (უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით) ბავ­შვის­თვის ქცე­ვი­თი თე­რა­პევ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბა; პრო­ფე­სი­უ­ლი კონ­სი­ლი­უ­მის გა­მარ­თვა.

საქ­მე გა­ნი­ხი­ლა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის მო­სა­მარ­თლემ, ბაია ოტი­აშ­ვილ­მა, ხოლო სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვილ­მა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს იმე­დი გვქონ­და, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვკი­თხუ­ლობ­დით მო­სა­მარ­თლე დი­მიტ­რი გვი­რი­ტიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­დაც წერს: "მი­ვიჩ­ნიე, რომ არ არ­სე­ბობს მომ­ჩი­ვა­ნის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი, ლ.ხ.-ს ან სხვა პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ან, მით უფრო სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მყი­სი­ე­რი საფრ­თხე. მომ­ჩი­ვა­ნის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლი­და­ნაც ამ­გვა­რი საფრ­თხე მკა­ფი­ოდ არ იკ­ვე­თე­ბა: კად­რებ­ში ჩანს ლ. რო­მე­ლიც მშვი­დია და მორ­ჩი­ლად ას­რუ­ლებს დე­დის მი­თი­თე­ბებს.“

არა­და სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­სა­მარ­თლოს წარ­ვუდ­გი­ნეთ 7 ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი. მათ­გან ორ ვი­დე­ო­ში ჩანს ბავ­შვი, ერთ ვი­დე­ო­ში დე­დის სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და და­ნარ­ჩენ­ში ბავ­შვის მიერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავე­ჯი და კედ­ლე­ბი. #1 ვი­დე­ო­ში (21 წამი): ჩანს ბავ­შვის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მაჯა, რო­მელ­ზეც ჭრი­ლო­ბე­ბია და ის­მის დე­დის ხმა: „მო­ი­ცა ლ. აქ სის­ხლი მოგ­დის, და­ი­ცა ერთი წუ­თით, გა­ჩერ­დი, ნახე რო­გორ ჟო­ნავს, არ ჩერ­დე­ბა ეს სის­ხლი, რა...“. #2 ვი­დე­ო­ში (22 წამი) კადრში ჩანს ლ, რო­მე­ლიც წევს ლო­გინ­ში და ერთი ხელი, მა­ჯა­ზე ჭრი­ლო­ბე­ბის ად­გი­ლას აქვს გა­დახ­ვე­უ­ლი ბინ­ტით, ის­მის დე­დის ხმა: „ხელი მაჩ­ვე­ნე, არ მო­ი­ცი­ლო ეს, სის­ხლი მოგ­დის“ ბავ­შვი აჩ­ვე­ნებს ხელს. სხვა რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა წარ­გვედ­გი­ნა?

ასე­ვე რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იყო ფსი­ქი­ატ­რის დას­კვნე­ბი, "პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის" თე­რა­პევ­ტის დას­კვნა, რომ ეს ბავ­შვი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სა­ჭი­რო­ებს 18 - სა­ა­თი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას და რომ დედა- შვი­ლი არ უნდა იყ­ვნენ სახ­ლში მარ­ტო.

- ახლა რა გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს?

- უზე­ნა­ეს­ში აღარ სა­ჩივ­რდე­ბა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ორ ინ­სტან­ცი­ა­ში იყო საქ­მე, თუმ­ცა ჩვენ არ ვჩერ­დე­ბით, ახლა ამ დრო­ე­ბით შუ­ამ­დგომ­ლო­ბას მოყ­ვე­ბა ძი­რი­თა­დი სარ­ჩე­ლი და ეს სარ­ჩე­ლი უკვე შე­ვი­ტა­ნეთ. ვფიქ­რობთ ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მებ­ზეც, თუ აქ ვერ მი­ვაღ­წი­ეთ შე­დეგს, შე­ვი­ტანთ სარ­ჩელს ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში. ვიბ­რძო­ლებთ ბო­ლომ­დე, მაგ­რამ ამ ვა­და­ში შე­იძ­ლე­ბა დე­დაც და­ა­ზი­ა­ნოს და თა­ვი­სი თა­ვიც და­ი­ზი­ა­ნოს, ეს არის დღეს რის­კი. თან დე­და­საც ჰქონ­და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა, მე­სი­ჯიც მომ­წე­რა თავს მო­ვიკ­ლავ­დი აქამ­დეც, უბ­რა­ლოდ, იმა­ზე რომ ვფიქ­რობ, მერე სად იქ­ნე­ბა ჩემი შვი­ლი, მხო­ლოდ ეს მაბ­რკო­ლებს, თო­რემ ჩემს თავ­ზე აღარ მე­ფიქ­რე­ბაო. ჯან­დაც­ვამ წე­სით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბას უნდა მო­არ­გოს სერ­ვი­სი, ყვე­ლა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს ამის­თვის და ეს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სა­ხელ­მწი­ფომ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ 12 - სა­ა­თი­ა­ნი პროგ­რა­მა არ­სე­ბობს და პროგ­რა­მა­ში სა­ხელ­მწი­ფოს არ აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი ქცე­ვის თე­რა­პევ­ტი რომ სჭირ­დე­ბა ასეთ ბავ­შვებს. ჩვენ ვი­თხოვთ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვით მოხ­დეს ბავ­შვის დაკ­ვირ­ვე­ბა, იქ­ნებ მი­ვი­დეთ უკე­თეს შე­დე­გამ­დე და ამის შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვია, ეს სა­ა­თე­ბიც შემ­ცირ­დე­ბო­და, მაგ­რამ არ მოგ­ვე­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. ახლა შე­ვი­ტა­ნეთ ახა­ლი სარ­ჩე­ლი და მო­პა­სუ­ხე იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო. იმე­დი გვაქვს, სა­ბო­ლო­ოდ შე­დეგს მა­ინც დავ­დებთ, რო­გორც ეს სხვა შემ­თხვე­ვებ­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად მომ­ხდა­რა.

- ალ­ბათ არი­ან ასე­თი ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ­დე ვერ აღ­წე­ვენ და თა­ვად იბ­რძვი­ან მშობ­ლე­ბი ასე­თი ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

- იცით რამ­დე­ნი გან­ცხა­დე­ბაა შე­ტა­ნი­ლი? ბევ­რი მშო­ბე­ლი ითხოვს დახ­მა­რე­ბას, რად­გან მათ ყავთ შვი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ ისიც თქვას, დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა ბავ­შვებს და­ე­ნიშ­ნოთ ასის­ტენ­ტე­ბი შინ მოვ­ლი­თო, მაგ­რამ თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ ბავ­შვზეა ლა­პა­რა­კი, რა დღე­ე­ბის გა­მოვ­ლა უწევს მშო­ბელს.

შშმ ბავ­შვე­ბის­თვის უნდა იზ­რუ­ნოს სა­ხელ­მწი­ფომ, უნდა იყოს სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სე­ბი, არის ფაქ­ტე­ბი, როცა ყო­ველ­დღე არი­ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბი მშობ­ლე­ბი და ასე­თი რის­კით სას­წორ­ზეა, რო­გორც ბავ­შვის სი­ცო­ცხლე და უსაფრ­თხო­ე­ბა, ასე­ვე მშობ­ლის. სა­ხელ­მწი­ფოს მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი აქვს ეს პრობ­ლე­მა, არ ყავთ კად­რე­ბი, ურ­თუ­ლე­სია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის პოვ­ნა, რომ­ლე­ბიც იმუ­შა­ვე­ბენ ამ ბავ­შვებ­თან და კარ­გი შე­დე­გის­თვის იბ­რძო­ლე­ბენ. ასე­თი ბავ­შვე­ბი უნდა იღებ­დნენ გა­ნათ­ლე­ბა­საც, უნდა და­დი­ოდ­ნენ დღის ცენ­ტრებ­ში და სახ­ლში ჩა­კეტ­ვა არ არის გა­მო­სა­ვა­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
0

gamdzleobas vusurveb dedas.arvici ra vtqva.saxelmwipos pirdapiri valdebulebaaa daexmaros

ვახო
1

ბაია ოტიაშვილო და დიმიტრი გვრიტიშვილო უფალი მოგკითხავთ თქვენი გადაწყვეტილებების გამო!!!

ავტორი:

"17 წლის ბიჭი ყოველდღიურად ფიზიკურ დაზიანებას იყენებს და საკუთარ დედასაც აზიანებს" - სახელმწიფო სერვისის ძიებაში, რომელიც ქცევითი დარღვევების მქონე მოზარდს დაიცავს

"17 წლის ბიჭი ყოველდღიურად ფიზიკურ დაზიანებას იყენებს და საკუთარ დედასაც აზიანებს" - სახელმწიფო სერვისის ძიებაში, რომელიც ქცევითი დარღვევების მქონე მოზარდს დაიცავს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის და მისი დედის სიცოცხლე საფრთხეშია, - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და დედა-შვილის უფლებების დაცვისთვის იბრძვიან. იურისტმა სოფიკო მენაბდიშვილმა მათ დასახმარებლად ყველა სამართლებრივი გზა მოსინჯა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დრომდე შედეგს ვერ მიაღწია, ამის მიუხედავად, სასამართლოს გზით ბრძოლას ისევ აგრძელებს.

სოფიკო მენაბდიშვილი:

- საქმე აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდს შეეხება, რომელსაც მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა და უმძიმესი ქცევითი აშლილობა აქვს. სამწუხაროდ, დედა მას ვერ უმკლავდება. 17 წლის ახალგაზრდა დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ყოველდღიურად ფიზიკურ დაზიანებას იყენებს და საკუთარ დედასაც აზიანებს. ამიტომ 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ ბიჭის და მისი დედის დაცვის მიზნით. სამწუხაროდ, არც პირველმა და არც მეორე ინსტანციის სასამართლომ ბავშვის და დედის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არაფერი გააკეთა. წარმოიდგინეთ, ბავშვი ყოველდღიურად ფიზიკურ დაზიანებას იღებს, აზიანებს დედას და დაზიანებები იმდენად მძიმეა, სხეულზე კვალი დიდხანს რჩება. ბიჭი ამტვრევს ავეჯს, ამსხვრევს შუშის დეტალებს, რომელიც, განსაკუთრებით, მაღალი რისკის შემცველია, რომ თავი დაიზიანოს.

ჭარბი წონა აქვს, 140 კილოა და ფიზიკური ძალის გამო დედა ვერ ახერხებს შვილის აგრესიული ქცევა მართოს, დაიმორჩილოს და დაიცვას დაზიანებისგან. ძალიან უჭირს მისი ქცევის მართვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მდგომარეობა რთულდება.

- რა იწვევს მის გაღიზიანებას?

- ეს არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მიზეზთან. ამ დრომდე სპეციალისტები ვერც იგებენ, რა არის გამღიზიანებელი. შეიძლება ძალიან კარგ ხასიათზე იყოს, მაგრამ უცებ საშინლად გაღიზიანდეს და ძალადობა დაიწყოს. ერთია - თვითდაზიანებას იღებს და იზიანებს საკუთარ სხეულს, ურტყამს ხელს ნივთებს, სახლში ამტვრევს მინას და ა.შ, მაგრამ განსაკუთრებით აგრესიულია დედის მიმართ, ურტყამს მას და მშვიდდება მხოლოდ მაშინ, როცა დედის სხეულზე სისხლს დაინახავს.

მართლა უმძიმესი მდგომარეობაა. დედის ერთადერთი გამოსავალი ასეთ დროს არის ჩაიცვას დუტის ქურთუკი, რომ მისთვის მიყენებული დაზიანება შედარებით მსუბუქი იყოს და ცდილობს თავი ასე აარიდოს მძიმე დაზიანებას. წარმოიდგინეთ ასეთი სცენა, მიდის უფრო ფანჯრებისკენ, რომ გადაეფაროს ფანჯარას, რადგან არის რისკი, შვილმა დაამტვრიოს ფანჯრის მინები და მიიღოს დაზიანება. ყოფილა შემთხვევები, როცა შვილს დედის თვალწინ ვენები გადაუჭრია, ამიტომ დედა ცდილობს თვითონ მიიღოს ეს დარტყმები, რომ როგორმე შვილი დაზიანებისგან დაიცვას.

- დიდხანს გრძელდება მისი აგრესია?

- კონკრეტულად ვერ ვიტყვით, ინციდენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ნახევარი საათი გაგრძელდა. მაშინ დაამტვრია მთლიანად სარეცხი მანქანის ზედაპირი, ამის შემდგომ წავიდა დედისკენ. მუდმივად დედაა თავდასხმის ობიექტი. მარტო ცხოვრობს დედა-შვილი, რადგან ბიჭის მშობლები დაშორებულები არიან. დედა ექიმია, როცა ის სამსახურში მიდიოდა, დამხმარეს ქირაობდა, მომვლელები არაპროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ბავშვს დღის განმავლობაში ზედამხედველი რომ ჰყოლოდა, დამხმარე ყავდა სახლში. ამ გზით ეძლეოდა სამსახურში გასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ბოლო სამი თვეა ყველა უარს ამბობს ასეთ ბავშვთან ყოფნაზე, დამხმარეს გარეშეა დარჩენილი. რატომ გამწვავდა ბოლო თვეებში მისი მდგომარეობა, ესეც არავინ იცის. ამ დრომდე დედა თავისი ხარჯებით ცდილობდა დაექირავებინა შვილისთვის დამხმარე, მაგრამ ვინც მოდის, ყველა ისეთი შეშინებული მიდის, მერე ტელეფონსაც კი თიშავს. იყო ისეთი მომენტებიც, როცა დამხმარეს მიმართაც გამოავლინა აგრესია, მაგრამ მაინც თავდასხმის მთავარი ობიექტი დედაა.

სამი თვეა, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში სრულ იზოლაციაში არიან დედა-შვილი, გარეთაც ვერ გაჰყავს ჭარბი წონის გამო. ქუჩაში სხვების მიმართაც ავლენს აგრესიას.

ერთადერთი, ვისაც გარეთ გაყავს ბიჭი, მამაა, უბრალოდ, ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, როგორც გითხარით გაშორებულები არიან, ამიტომ პერიოდულად მოდის მამა, ის ახერხებს გარეთ გაყვანას, მაგრამ ბოლოს მამის მიმართაც ჰქონდა აგრესია და სხეულზე დაზიანება მასაც მიაყენა. კიბეებიდან იწყებდა ყვირილს, სახლში მამა რომ მოდიოდა. ვერ მეტყველებს, მაგრამ ბიჭი არის ფუნქციური, დამოუკიდებლად ჭამა და გადაადგილება შეუძლია.

- კლინიკურად მკურნალობა შეუძლებელია, თუნდაც ფსიქიატრთან?

- ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ უარი თქვა ამ ბავშვის მიღებაზე, იმიტომ რომ ეს არ არის ფსიქიკური აშლილობა. ეს არის ქცევის დარღვევა, რაც ფსიქიკური მკურნალობით ვერ გამოსწორდება. გვაქვს ასეთი მოცემულობა, ბავშვს ფსიქიატრიულში ვერც ვათავსებთ და არც ათავსებს დედა, იმიტომ, რომ იაზრებს, იქ მისი შვილის ადგილი არ არის, ეს სერვისი არ არის საკმარისი ბავშვისთვის.

- ასეთ დროს რა გამოსავალი არსებობს?

- სამი თვეა უმწვავესი მდგომარეობაა, ამიტომ დახმარებისთვის მივმართეთ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის, ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს, რომ დახმარება გაეწია ამ ოჯახისთვის. სახელმწიფოში შინ მოვლის პროგრამა არსებობს ასეთი ბავშვებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს პერსონალურ ასისტენტს მაქსიმუმ 12 საათს დღეში, ამ მომსახურე სერვისის პროვაიდერი არის ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი". ანუ სქემა ასეთია, სააგენტო რიცხავს ამ პროგრამაში ბავშვს, პროვაიდერს ეუბნება, რომ მას სპეციალისტი დაუნიშნოს და მათ თანხას აუნაზღაურებს სახელმწიფო. მაგრამ პროვაიდერი ამ შემთხვევაზე ამბობს, მე ამ ბავშვს 12 საათი ვერ გავუწევ მომსახურებას, რადგან ამ ბავშვთან საჭიროა მინიმუმ 18-საათიანი მომსახურება. მხოლოდ 6 საათი სძინავს ბავშვს 24 საათში და ღვიძილის პერიოდში რომ დავაკვირდეთ, ამ ბავშვის ქცევას და დავეხმაროთ ამ მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში, უნდა დავაკვირდეთ სულ და უნდა ვიყოთ იმის გარანტიც, რომ უსაფრთხოება იქნება დაცული როგორც ბავშვის, ისე დედისო.

18-საათიან ზედამხედველობას "პირველი ნაბიჯი" ითხოვდა, მაგრამ რადგან ვერ მივიღეთ პასუხი სახელმწიფოსგან, მივმართეთ სასამართლოს. წარმოიდგინეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ასეთი მძიმე შემთხვევა მხოლოდ 2 იყო. ერთი იყო საბა ქ-ა, რომელიც არარსებული სერვისების გამო იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო და დედასთან ერთად საფრანგეთშია, არის ემიგრანტი. დევნილის სტატუსი აქვს, იქ იღებს საჭირო მომსახურებას. საბა როცა საქართველოში ცხოვრობდა, მაშინ ეს 12 - საათიანი პროგრამაც არ არსებობდა ქვეყანაში, ჩვენი ორგანიზაციის დამსახურებით 2020 წელს ამოქმედდა ეს პროგრამა და სხვა შემთხვევის, ლუკას საქმის შედეგად მივიღეთ ეს შედეგი, რომ ახლა 12 - საათიანი მომსახურების საშუალება აქვთ საჭიროების მქონე ბავშვებს. მანამდე ბავშვებს პრაქტიკულად სერვისი არც ჰქონდათ.

მეორე უმძიმესი საქმეა ამ ბავშვის საქმე, რომელსაც პროვაიდერი აღირებს და ამბობს, რომ ასეთი მძიმე შეიძლება სხვა შემთხვევა არც ყოფილიყო.

- სასამართლოსგან რას ითხოვდით?

- სასამართლოს ვუთხარით, რომ ამ მწვავე მდგომარეობის გათვალისწინებით დროებითი განჩინება მიიღე, დაანიშნინე სახელმწიფოს მისთვის 18 - საათიანი პერსონალური ასისტენტიო, მაგრამ როგორც პირველმა, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ გვითხრა, ჩვენ ამ გადაუდებელ საფრთხეს ვერ ვხედავთ და არ მიგვაჩნია ეს გადაუდებელ აუცილებლობადო. ეს იმ ფონზე, როცა დედა-შვილი არიან სახლში მარტო იმის იმედად, რომ რაღაც გადაწყვეტილებას რომელიმე ინსტანცია მიიღებს. სასამართლომ მხოლოდ კონსილიუმზე მიიღო გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა შედგეს კონსილიუმი, თუმცა ესეც დროში გაწელილია, ამ დრომდე კონსილიუმი არ შემდგარა.

სასამართლოს როცა ასეთი სპეციფიკური საკითხით მივმართავთ, მაქსიმუმი სამი დღე აქვს ვადა განიხილოს. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთი ეფექტიანი, რომ უმოკლეს დროში დადგეს შედეგი. სასამართლოს მიეწოდა დეტალური მტკიცებულებები (ფოტო, ვიდეო, სხვა სახის დოკუმენტები) ბავშვის და დედის ფიზიკური დაზიანებების და სიცოცხლის რისკის თაობაზე. ასევე მიეწოდა პროფესიონალების წერილობითი მოსაზრებები ბავშვის და დედის დაცვისთვის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ და ამის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ჩვენი მოთხოვნებიც. ვითხოვდით აუცილებელი სახელმწიფო სერვისების შექმნამდე, დაუყოვნებლივ განხორციელებულიყო შესაბამისი პროფესიონალების მიერ, 18 საათის განმავლობაში ბავშვზე ინდივიდუალური ზრუნვა. (უსაფრთხოების მიზნით) ბავშვისთვის ქცევითი თერაპევტების მომსახურების მიწოდება; პროფესიული კონსილიუმის გამართვა.

საქმე განიხილა პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ბაია ოტიაშვილმა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა. სიმართლე გითხრათ, სააპელაციო სასამართლოს იმედი გვქონდა, გაოგნებული ვკითხულობდით მოსამართლე დიმიტრი გვირიტიშვილის გადაწყვეტილებას, სადაც წერს: "მივიჩნიე, რომ არ არსებობს მომჩივანის მიერ მითითებული, ლ.ხ.-ს ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანების ან, მით უფრო სიცოცხლის ხელყოფის მყისიერი საფრთხე. მომჩივანის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალიდანაც ამგვარი საფრთხე მკაფიოდ არ იკვეთება: კადრებში ჩანს ლ. რომელიც მშვიდია და მორჩილად ასრულებს დედის მითითებებს.“

არადა სინამდვილეში სასამართლოს წარვუდგინეთ 7 ვიდეო ჩანაწერი. მათგან ორ ვიდეოში ჩანს ბავშვი, ერთ ვიდეოში დედის სხეულის დაზიანებები და დანარჩენში ბავშვის მიერ დაზიანებული ავეჯი და კედლები. #1 ვიდეოში (21 წამი): ჩანს ბავშვის დაზიანებული მაჯა, რომელზეც ჭრილობებია და ისმის დედის ხმა: „მოიცა ლ. აქ სისხლი მოგდის, დაიცა ერთი წუთით, გაჩერდი, ნახე როგორ ჟონავს, არ ჩერდება ეს სისხლი, რა...“. #2 ვიდეოში (22 წამი) კადრში ჩანს ლ, რომელიც წევს ლოგინში და ერთი ხელი, მაჯაზე ჭრილობების ადგილას აქვს გადახვეული ბინტით, ისმის დედის ხმა: „ხელი მაჩვენე, არ მოიცილო ეს, სისხლი მოგდის“ ბავშვი აჩვენებს ხელს. სხვა რა მტკიცებულება უნდა წარგვედგინა?

ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იყო ფსიქიატრის დასკვნები, "პირველი ნაბიჯის" თერაპევტის დასკვნა, რომ ეს ბავშვი დაუყოვნებლივ საჭიროებს 18 - საათიან მომსახურებას და რომ დედა- შვილი არ უნდა იყვნენ სახლში მარტო.

- ახლა რა გამოსავალი არსებობს?

- უზენაესში აღარ საჩივრდება ეს გადაწყვეტილება, ორ ინსტანციაში იყო საქმე, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით, ახლა ამ დროებით შუამდგომლობას მოყვება ძირითადი სარჩელი და ეს სარჩელი უკვე შევიტანეთ. ვფიქრობთ ასევე საერთაშორისო მექანიზმებზეც, თუ აქ ვერ მივაღწიეთ შედეგს, შევიტანთ სარჩელს ევროსასამართლოში. ვიბრძოლებთ ბოლომდე, მაგრამ ამ ვადაში შეიძლება დედაც დააზიანოს და თავისი თავიც დაიზიანოს, ეს არის დღეს რისკი. თან დედასაც ჰქონდა სუიციდის მცდელობა, მესიჯიც მომწერა თავს მოვიკლავდი აქამდეც, უბრალოდ, იმაზე რომ ვფიქრობ, მერე სად იქნება ჩემი შვილი, მხოლოდ ეს მაბრკოლებს, თორემ ჩემს თავზე აღარ მეფიქრებაო. ჯანდაცვამ წესით ინდივიდუალურ საჭიროებას უნდა მოარგოს სერვისი, ყველანაირი მტკიცებულება არსებობს ამისთვის და ეს უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ. წარმოიდგინეთ 12 - საათიანი პროგრამა არსებობს და პროგრამაში სახელმწიფოს არ აქვს განსაზღვრული ქცევის თერაპევტი რომ სჭირდება ასეთ ბავშვებს. ჩვენ ვითხოვთ სპეციალისტების ჩართვით მოხდეს ბავშვის დაკვირვება, იქნებ მივიდეთ უკეთეს შედეგამდე და ამის შემდეგ ბუნებრივია, ეს საათებიც შემცირდებოდა, მაგრამ არ მოგვეცა ამის საშუალება. ახლა შევიტანეთ ახალი სარჩელი და მოპასუხე იქნება მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო. იმედი გვაქვს, საბოლოოდ შედეგს მაინც დავდებთ, როგორც ეს სხვა შემთხვევებში სამართლებრივი ბრძოლის შედეგად მომხდარა.

- ალბათ არიან ასეთი ოჯახები, რომლებიც თქვენს ორგანიზაციამდე ვერ აღწევენ და თავად იბრძვიან მშობლები ასეთი ბავშვების მდგომარეობის გამოსასწორებლად.

- იცით რამდენი განცხადებაა შეტანილი? ბევრი მშობელი ითხოვს დახმარებას, რადგან მათ ყავთ შვილები სხვადასხვა პრობლემებით. შეიძლება ვინმემ ისიც თქვას, დიდი ფუფუნებაა ბავშვებს დაენიშნოთ ასისტენტები შინ მოვლითო, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამ შემთხვევაში როგორ ბავშვზეა ლაპარაკი, რა დღეების გამოვლა უწევს მშობელს.

შშმ ბავშვებისთვის უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, უნდა იყოს სხვადასხვა სერვისები, არის ფაქტები, როცა ყოველდღე არიან ძალადობის მსხვერპლები მშობლები და ასეთი რისკით სასწორზეა, როგორც ბავშვის სიცოცხლე და უსაფრთხოება, ასევე მშობლის. სახელმწიფოს მოუგვარებელი აქვს ეს პრობლემა, არ ყავთ კადრები, ურთულესია პროფესიონალი პერსონალური ასისტენტის პოვნა, რომლებიც იმუშავებენ ამ ბავშვებთან და კარგი შედეგისთვის იბრძოლებენ. ასეთი ბავშვები უნდა იღებდნენ განათლებასაც, უნდა დადიოდნენ დღის ცენტრებში და სახლში ჩაკეტვა არ არის გამოსავალი.