კორონავირუსისგან განკურნებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამშობლოში დაბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი იტყობინება.
მაისაშვილი ივლისში კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩი ჩაატარა, ფილტვები დაუზიანდა, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში, Milpark Hostpitals-ში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და ექიმების დახმარებით დაავადება დაამარცხა. წყარო